მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს
ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს

"რუს­თა­ვი 2-ის" ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა ისევ მხო­ლოდ ქი­ბარ ხალ­ვაშს და პა­ა­ტა სა­ლი­ას შე­უძ­ლი­ათ . რო­გორც სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, "რუს­თა­ვი 2"-ის ყვე­ლა მინ­დო­ბილ პირს, მათ შო­რის ად­ვო­კა­ტებს, ამ გან­ჩი­ნე­ბით შე­უ­წყდათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

"ამ გან­ჩი­ნე­ბა­ში წე­რია, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აღ­სრულ­დეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და "რუს­თა­ვი 2"-ს აქვს გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პირს, ვი­საც აქვს "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მათ შო­რის მინ­დო­ბილ პი­რებს, მა­გა­ლი­თად კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტებს, შეგ­ვი­წყდა რე­ა­ლუ­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თა­დერ­თი პირი, ვი­საც ამ გან­ჩი­ნე­ბის თე­ო­რი­უ­ლად გა­სა­ჩივ­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი. ცხა­დია არ იქ­ნე­ბა სი­ურპრი­ზი, რომ მას არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ ექ­ნე­ბა ამ გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის. რე­ა­ლუ­რად, ურ­თმე­ლი­ძემ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი ზომა გა­დაგ­ვიჭ­რა, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ს ედა­ვა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­სა­ჩივ­რდეს ისევ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ისევ და ისევ მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძეს­თან.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­სა­ჩივ­რდეს ისევ მო­სა­მარ­თლედ წო­დე­ბულ თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძეს­თან. რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს, რად­გან ყვე­ლა პირს, ვი­საც შე­ეძ­ლო რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ხე­ლით, აქვს შე­წყვე­ტი­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ანუ გა­მო­დის, რომ პა­ა­ტა სა­ლი­ას და ქი­ბარ ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა ისევ და ისევ ქი­ბარ ხალ­ვაშს და პა­ა­ტა სა­ლი­ას შე­უძ­ლი­ათ", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა "რუს­თა­ვი 2"-ში ნე­ბის­მი­ერ დროს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. "ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას. არ ვიცი რა ფორ­მით, რო­დის აპი­რე­ბენ მოს­ვლას, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რე­ესტრმა უკვე და­ა­რე­გის­ტრი­რა ეს გან­ჩი­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია. ეს ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­აა და არ არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი აცხა­დე­ბებს, "სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია სა­მარ­თლებ­რივ და­სა­ბუ­თე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცი­დან არის გა­სუ­ლი. "მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვე­რა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ და­სა­ბუ­თე­ბას ვერც ურ­თმე­ლი­ძე და ვერც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა იუ­რის­ტი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­იყ­ვანს, რად­გან ურ­თმე­ლი­ძე რო­გორც ჩანს ახლა ქმნის ახალ სა­მარ­თალს. ის არ ემორ­ჩი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, არ ემორ­ჩი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ცო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ის ხელ­და­ხელ, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ქმნის სა­მარ­თალს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს

ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს

"რუსთავი 2-ის" ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თამაზ ურთმელიძის განჩინების გასაჩივრება ისევ მხოლოდ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ . როგორც საძაგლიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, "რუსთავი 2"-ის ყველა მინდობილ პირს, მათ შორის ადვოკატებს, ამ განჩინებით შეუწყდათ უფლებამოსილება.

"ამ განჩინებაში წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება და "რუსთავი 2"-ს აქვს გასაჩივრების უფლება, თუმცა ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აბსოლუტურად ყველა პირს, ვისაც აქვს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის მინდობილ პირებს, მაგალითად კომპანიის იურისტებს, შეგვიწყდა რეალურად უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი პირი, ვისაც ამ განჩინების თეორიულად გასაჩივრება შეეძლება, იქნება დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი. ცხადია არ იქნება სიურპრიზი, რომ მას არანაირი სურვილი არ ექნება ამ განჩინების გასაჩივრების. რეალურად, ურთმელიძემ ყველა სამართლებრივი ზომა გადაგვიჭრა, რითაც შეიძლება "რუსთავი 2"-ს ედავა საკუთარი უფლებების დასაცავად", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისევ და ისევ მოსამართლე ურთმელიძესთან.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ისევ მოსამართლედ წოდებულ თამაზ ურთმელიძესთან. რაც შეეხება შესაძლებლობებს, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ყველა პირს, ვისაც შეეძლო რაიმე მოქმედების განხორციელება "რუსთავი 2"-ის სახელით, აქვს შეწყვეტილი უფლებამოსილება. ანუ გამოდის, რომ პაატა სალიას და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრება ისევ და ისევ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დროებითი მმართველების გამოჩენა "რუსთავი 2"-ში ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. "ჩვენ უნდა ველოდოთ რევაზ საყევარიშვილის გამოჩენას. არ ვიცი რა ფორმით, როდის აპირებენ მოსვლას, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ეს განჩინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რევაზ საყევარიშვილი უკვე რეგისტრირებულია. ეს ჩემი ინფორმაციაა და არ არის გადამოწმებული ინფორმაცია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების სამართლიანობას, როგორც საძაგლიშვილი აცხადებებს, "საერთოდ ზედმეტია სამართლებრივ დასაბუთებაზე საუბარი, რადგან გადაწყვეტილება სამართლებრივი სივრციდან არის გასული. "მოსამართლე ურთმელიძემ ფეხქვეშ გათელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვერანაირ სამართლებრივ დასაბუთებას ვერც ურთმელიძე და ვერც ნებისმიერი სხვა იურისტი ამ საკითხთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ მოიყვანს, რადგან ურთმელიძე როგორც ჩანს ახლა ქმნის ახალ სამართალს. ის არ ემორჩილება პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს, არ ემორჩილება საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ის ხელდახელ, თანამდებობის პირების მითითების შესაბამისად ქმნის სამართალს", - განაცხადა ადვოკატმა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ