სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელთა ყიდვისას სიფრთხილე გმართებთ და მარტივი ხერხები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
პროდუქტები, რომელთა ყიდვისას სიფრთხილე გმართებთ და მარტივი ხერხები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი უფრო ჯან­სა­ღი, სუფ­თა და გემ­რი­ე­ლია, თუმ­ცა ალ­ბათ ყვე­ლას გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სწო­რედ სოფ­ლის ნო­ბა­თის ყიდ­ვი­სას აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ უხა­რის­ხო ან ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქტს გვაძ­ლევს, მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი, თუ კარ­გად არ ერ­კვე­ვა ამ სა­კი­თხში, შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი იყი­დოს. იმის გა­სარ­კვე­ვად, სოფ­ლის რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ყიდ­ვი­სას უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად, AMBEBI.GE მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, მა­დო­ნა კო­ი­ძეს ესა­უბ­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"

მა­დო­ნა კო­ი­ძე: მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა იცო­დეს პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, ანუ რა პი­რო­ბებ­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს პრო­დუქ­ტე­ბი. მომ­ხმა­რე­ბელ­მა პრო­დუქ­ტის ყიდ­ვი­სას უნდა ნა­ხოს მარ­კი­რე­ბა. მარ­კე­ტის პრო­დუქ­ტი ძი­რი­თა­დად მარ­კი­რე­ბუ­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ცუ­ლია, წა­ი­კი­თხოს ვა­დე­ბი, თან ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს შე­სა­ბა­მი­სი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა.

- ბა­ზარ­ში ყიდ­ვის დროს, სოფ­ლის რო­მელ პრო­დუქ­ტებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ხორ­ცი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, ქა­თა­მი ან ხორ­ცი შე­ხე­ბის დროს არის წე­ბო­ვა­ნი გარ­სით მო­ცუ­ლი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი ძვე­ლია და არ უნდა ვი­ყი­დოთ. რო­მე­ლი­მე პრო­დუქტს ცალ­კე­უ­ლად ვერ გა­მო­ყოფ, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს თა­ვი­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი აქვს, შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქტს ვადა ეწე­როს, მაგ­რამ ვა­და­მაც და­კარ­გოს არსი, თუკი პრო­დუქ­ტი არას­წო­რად არის შე­ნა­ხუ­ლი, ის ბევ­რად უფრო სწრა­ფად ფუჭ­დე­ბა და ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ხდე­ბა.

ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი თევ­ზის ყიდ­ვის დრო­საც. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი ნიშ­ნე­ბი, რომ გა­ვი­გოთ, ნამ­დვი­ლია თუ არა და ახა­ლია თუ არა თევ­ზი. პირ­ველ რიგ­ში, თვა­ლი არ უნდა ჰქონ­დეს ჩა­ვარ­დნი­ლი, ლა­ყუ­ჩე­ბი უნდა იყოს ვარ­დის­ფე­რი. რო­დე­საც თევზს კუ­დით და­ვი­ჭერთ, ის არ უნდა იღუ­ნე­ბო­დეს, ანუ მკვრი­ვი უნდა იყოს, ფხა მარ­ტი­ვად არ უნდა ეც­ლე­ბო­დეს, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხერ­ხე­ბი თუ იცის, შე­უძ­ლია, თა­მა­მად შე­ი­ძი­ნოს პრო­დუქ­ტი ბა­ზარ­ში.

- რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმ პრო­დუქ­ტის ყიდ­ვის დროს, რო­მელ­საც ასე ერთი შე­ხედ­ვით ვერ გა­ვარ­ჩევთ კარ­გია თუ არა, მა­გა­ლი­თად ჩურ­ჩხე­ლა?

- ჩურ­ჩხე­ლა შე­იძ­ლე­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს ყუ­რძნის ბა­და­გით ან ტყემ­ლის ან სხვა ხი­ლის წვე­ნით, მაგ­რამ აქ რამე რჩე­ვის მი­ცე­მა ცოტა რთუ­ლია, ამ დროს მეც მი­ჭირს ხოლ­მე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ჩურ­ჩხე­ლის გან­სხვა­ვე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან.

მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვად შე­უძ­ლია ნა­ხოს, ჩურ­ჩხე­ლა არის თუ არა ზედ­მე­ტად გამ­ხმა­რი ან გამ­შრა­ლი და მკვრი­ვი, რაც შე­ე­ხე­ბა რძის პრო­დუქ­ტებს, აქ საქ­მე უფრო რთუ­ლა­დაა.

- ახლა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბის ბუ­მია, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ქუ­ჩა­ში ნა­ყი­დი პრო­დუქ­ტი?

- რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრო­დუქტს ქუ­ჩა­ში ყი­დუ­ლობს, ეს ჩემ­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რია, ვი­ნა­ი­დან, გარ­და იმი­სა, რომ ვერ გა­ვარ­კვევთ რამ­დე­ნად ახა­ლი და ვარ­გი­სი­ა­ნია პრო­დუქ­ტი, არ­სე­ბობს სხვა რის­კი, ეს არის მძი­მე მე­ტა­ლე­ბი. მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შე­დე­გად ეს მე­ტა­ლე­ბი ილე­ქე­ბა პრო­დუქტზე, ეს არის ზე­თო­ვა­ნი მასა, მისი მარ­ტი­ვად გა­რე­ცხვა რთუ­ლია, ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და­ი­ზი­ა­ნოს.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ფო­ტო­მონ­ტა­ჟის­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია intsamzareulo.com, dghiurebi.blogspot.com და vinoge.com-დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პროდუქტები, რომელთა ყიდვისას სიფრთხილე გმართებთ და მარტივი ხერხები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

პროდუქტები, რომელთა ყიდვისას სიფრთხილე გმართებთ და მარტივი ხერხები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ყველასათვის ცნობილია, რომ სოფლის პროდუქტები უფრო ჯანსაღი, სუფთა და გემრიელია, თუმცა ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც სწორედ სოფლის ნობათის ყიდვისას აღმოგვიჩენია, რომ გამყიდველი ნებით თუ უნებლიედ უხარისხო ან ფალსიფიცირებულ პროდუქტს გვაძლევს, მომხმარებელმა კი, თუ კარგად არ ერკვევა ამ საკითხში, შეიძლება ძველი ან გაფუჭებული პროდუქტი იყიდოს. იმის გასარკვევად, სოფლის რომელი პროდუქტების ყიდვისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, AMBEBI.GE მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს ესაუბრა.

იხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

მადონა კოიძე: მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტის შენახვის პირობები, ანუ რა პირობებში უნდა ინახებოდეს პროდუქტები. მომხმარებელმა პროდუქტის ყიდვისას უნდა ნახოს მარკირება. მარკეტის პროდუქტი ძირითადად მარკირებულია, აქედან გამომდინარე, მომხმარებელი დაცულია, წაიკითხოს ვადები, თან ნებისმიერ პროდუქტს შესაბამისი შენახვის პირობები სჭირდება.

- ბაზარში ყიდვის დროს, სოფლის რომელ პროდუქტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- ყველაზე მთავარია ხორცი და რძის პროდუქტები. მაგალითად, ქათამი ან ხორცი შეხების დროს არის წებოვანი გარსით მოცული, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ძველია და არ უნდა ვიყიდოთ. რომელიმე პროდუქტს ცალკეულად ვერ გამოყოფ, ვინაიდან ნებისმიერ პროდუქტს თავისი სავალდებულო შენახვის პირობები აქვს, შეიძლება პროდუქტს ვადა ეწეროს, მაგრამ ვადამაც დაკარგოს არსი, თუკი პროდუქტი არასწორად არის შენახული, ის ბევრად უფრო სწრაფად ფუჭდება და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.

ასევე ყურადღებით უნდა იყოს ადამიანი თევზის ყიდვის დროსაც. არსებობს მარტივი ნიშნები, რომ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა და ახალია თუ არა თევზი. პირველ რიგში, თვალი არ უნდა ჰქონდეს ჩავარდნილი, ლაყუჩები უნდა იყოს ვარდისფერი. როდესაც თევზს კუდით დავიჭერთ, ის არ უნდა იღუნებოდეს, ანუ მკვრივი უნდა იყოს, ფხა მარტივად არ უნდა ეცლებოდეს, მომხმარებელმა ეს ელემენტარული ხერხები თუ იცის, შეუძლია, თამამად შეიძინოს პროდუქტი ბაზარში.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ პროდუქტის ყიდვის დროს, რომელსაც ასე ერთი შეხედვით ვერ გავარჩევთ კარგია თუ არა, მაგალითად ჩურჩხელა?

- ჩურჩხელა შეიძლება დამზადებული იყოს ყურძნის ბადაგით ან ტყემლის ან სხვა ხილის წვენით, მაგრამ აქ რამე რჩევის მიცემა ცოტა რთულია, ამ დროს მეც მიჭირს ხოლმე ნატურალური ჩურჩხელის განსხვავება ფალსიფიცირებულისგან.

მომხმარებელს თავად შეუძლია ნახოს, ჩურჩხელა არის თუ არა ზედმეტად გამხმარი ან გამშრალი და მკვრივი, რაც შეეხება რძის პროდუქტებს, აქ საქმე უფრო რთულადაა.

- ახლა ქალაქის ქუჩებში გარევაჭრობის ბუმია, რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი პროდუქტი?

- როდესაც მომხმარებელი პროდუქტს ქუჩაში ყიდულობს, ეს ჩემთვისაც გაუგებარია, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ვერ გავარკვევთ რამდენად ახალი და ვარგისიანია პროდუქტი, არსებობს სხვა რისკი, ეს არის მძიმე მეტალები. მანქანების გამონაბოლქვის შედეგად ეს მეტალები ილექება პროდუქტზე, ეს არის ზეთოვანი მასა, მისი მარტივად გარეცხვა რთულია, ამიტომ შესაძლებელია მომხმარებელმა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დაიზიანოს.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ფოტომონტაჟისთვის ფოტოები გამოყენებულია intsamzareulo.com, dghiurebi.blogspot.com და vinoge.com-დან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია