პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება
ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება

დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დერს ირმა ინაშ­ვილს მო­უ­წო­დებს, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" თავი და­ა­ნე­ბოს.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­დი­ას შე­უძ­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც" ჰკი­თხოს, ასო­ცირ­დე­ბა თუ არა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" მათ­თან.

"მინ­და ირმა ინაშ­ვილს ვუ­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბაც მქო­ნია და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც. ქალ­ბა­ტო­ნი ირმა, პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი კად­რია, ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც არ ყო­ფი­ლა. მას წარ­მა­ტე­ბე­ბიც ექ­ნე­ბა და მო­გე­ბე­ბიც. მან და­მარ­ცხე­ბაც უნდა ის­წავ­ლოს და აღი­ა­რე­ბაც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და­მარ­ცხე­ბის სწავ­ლაა. გა­მარ­ჯვე­ბის აღი­ა­რე­ბის სწავ­ლა­ზე ად­ვი­ლი არა­ფე­რია. ქალ­ბა­ტონ ირ­მას ვურ­ჩევ, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" თავი და­ა­ა­ნე­ბოს. მას უთ­ქვამს, ამ პარ­ტი­ას გა­ვა­უქ­მე­ბო და უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, 40 წლის წინ, ეს პარ­ტია იმი­ტომ კი არ შევ­ქმე­ნით, რომ თქვენ მო­სუ­ლი­ყა­ვით და გა­გე­უქ­მე­ბი­ნათ. პარ­ტია მა­შინ გა­უქ­მდე­ბა, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­ა­ყე­ნებს. ჩვენ­მა კან­დი­დატ­მა ბრძო­ლა­ში ინაშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა და რა მოხ­და მერე? მას რომ მო­ე­გო, ჩვენ ვი­ტყო­დით, რა მოხ­და მერე-თქო?! სათ­ქმე­ლი მეტი არა­ფე­რი არ მაქვს. ვიცი, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა და არ მინ­და ვი­ხუმ­რო, რად­გან საქ­მე­ში ისე­თი კა­ცია ჩარ­თუ­ლი, რომ მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ შე­მიძ­ლია. აქ­ცი­ას რუს­თა­ვე­ლის ძეგლი­დან იწყე­ბენ და თავი რუს­თა­ველს მა­ინც გა­ა­ნე­ბეთ და პირ­და­პირ ხი­და­შე­ლებ­ზე გა­და­დით", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია ირმა ინაშ­ვილს. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დერ­მა "რეს­პუბ­ლი­კელ" დე­პუ­ტატს "ფე­ის­ბუქ­ზე" უპა­სუ­ხა.

"ის­ტე­რი­კა­სა და აგო­ნი­ა­ში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბა­ტო­ნო ლე­ვან. ჯერ ჩემს ქვე­ყა­ნას და­ა­ნე­ბეთ თავი და მერე მე და­გა­ნე­ბებთ თავს, გპირ­დე­ბით!", - წერს ინაშ­ვი­ლი.

ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება

ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს მოუწოდებს, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დაანებოს.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას შეუძლია, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰკითხოს, ასოცირდება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" მათთან.

"მინდა ირმა ინაშვილს ვუთხრა, რომ ცხოვრებაში წარმატებაც მქონია და წარუმატებლობაც. ქალბატონი ირმა, პოლიტიკაში ახალი კადრია, ის პარლამენტის წევრიც არ ყოფილა. მას წარმატებებიც ექნება და მოგებებიც. მან დამარცხებაც უნდა ისწავლოს და აღიარებაც. ყველაზე მთავარი დამარცხების სწავლაა. გამარჯვების აღიარების სწავლაზე ადვილი არაფერია. ქალბატონ ირმას ვურჩევ, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დააანებოს. მას უთქვამს, ამ პარტიას გავაუქმებო და უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო ირმა, 40 წლის წინ, ეს პარტია იმიტომ კი არ შევქმენით, რომ თქვენ მოსულიყავით და გაგეუქმებინათ. პარტია მაშინ გაუქმდება, როცა ამის საჭიროებას ქართველი ხალხი დააყენებს. ჩვენმა კანდიდატმა ბრძოლაში ინაშვილი დაამარცხა და რა მოხდა მერე? მას რომ მოეგო, ჩვენ ვიტყოდით, რა მოხდა მერე-თქო?! სათქმელი მეტი არაფერი არ მაქვს. ვიცი, რომ ფართომასშტაბიანი ბრძოლა იქნება და არ მინდა ვიხუმრო, რადგან საქმეში ისეთი კაცია ჩართული, რომ მისი შეურაცხყოფა არ შემიძლია. აქციას რუსთაველის ძეგლიდან იწყებენ და თავი რუსთაველს მაინც გაანებეთ და პირდაპირ ხიდაშელებზე გადადით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის ეს განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია ირმა ინაშვილს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "რესპუბლიკელ" დეპუტატს "ფეისბუქზე" უპასუხა.

"ისტერიკასა და აგონიაში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბატონო ლევან. ჯერ ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი და მერე მე დაგანებებთ თავს, გპირდებით!", - წერს ინაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."