სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა
პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

4 ნო­ემ­ბერს პაშა ბან­კმა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა მო­ა­წყო. პაშა ბან­კი წარ­მო­ად­გენს რე­გი­ო­ნა­ლურ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს, რო­მე­ლიც კორ­პო­რა­ტი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს მსხვილ და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკვე თურ­ქეთ­შიც.

პაშა ბან­კი EU-Georgian Business Council-ის აქ­ტი­უ­რი წევ­რია და მათი მხრი­დან და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს სა­თა­ვო ოფის­ში (რუს­თა­ვე­ლის გამზ.15) სი­ა­მოვ­ნე­ბით უმას­პინ­ძლა. იტა­ლი­ის, თურ­ქე­თის, ლატ­ვი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, პო­ლო­ნე­თის, ირა­ნის, ბულ­გა­რე­თის და ჰო­ლან­დი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის პაშა ბან­კში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც პი­რა­დად გა­იც­ნეს.

გან­ხი­ლულ სა­კი­თხებს შო­რის იყო პაშა ბან­კის ჩარ­თუ­ლო­ბა ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, ბრი­უ­სე­ლის ბიზ­ნეს კონ­ფე­რენ­ცია, ფო­რუ­მი Caspian Energy და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პაშა ბან­კის სპონ­სო­რო­ბით გა­ი­მარ­თა.

"ჩვენ, ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭო და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის. ამ ჭრილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პაშა ბან­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლა", გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ზვი­ად ჭუმ­ბუ­რი­ძემ.

"ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ისე­თი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბით რო­გო­რიც პაშა ბან­კია. უფრო მე­ტიც, ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩვენს ოფის­ში მას­პინ­ძლო­ბა და მათ­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბა," გა­ნა­ცხა­და პაშა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, შა­ჰინ მამ­მა­დოვ­მა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

4 ნოემბერს პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სპეციალური მიღება მოაწყო. პაშა ბანკი წარმოადგენს რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს აზერბაიჯანში, საქართველოში და უკვე თურქეთშიც.

პაშა ბანკი EU-Georgian Business Council-ის აქტიური წევრია და მათი მხრიდან დაორგანიზებულ ოფიციალურ ვიზიტს სათავო ოფისში (რუსთაველის გამზ.15) სიამოვნებით უმასპინძლა. იტალიის, თურქეთის, ლატვიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ირანის, ბულგარეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლებისთვის პაშა ბანკში სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ბანკის თანამშრომლებიც პირადად გაიცნეს.

განხილულ საკითხებს შორის იყო პაშა ბანკის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრები, ბრიუსელის ბიზნეს კონფერენცია, ფორუმი Caspian Energy და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, რომლებიც პაშა ბანკის სპონსორობით გაიმართა.

"ჩვენ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და მასთან ასოცირებული კომპანიები დიდ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაშა ბანკის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება და ქართულ ბაზარზე შემოსვლა", განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ინტერესდებიან ისეთი რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტებით როგორიც პაშა ბანკია. უფრო მეტიც, ჩვენთვის დიდი პატივია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩვენს ოფისში მასპინძლობა და მათთვის საკუთარი თავის გაცნობა,“ განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი