საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ "გირჩი"? - გოგა ხაჩიძე პარტიის სახელწოდების განმარტებას აკეთებს
რატომ "გირჩი"? - გოგა ხაჩიძე პარტიის სახელწოდების განმარტებას აკეთებს

გირ­ჩი ყველ­გან არის, სო­ფელ­შიც და ქა­ლაქ­შიც - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის - "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გოგა ხა­ჩი­ძემ პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის სა­ხელ­წო­დე­ბა მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი იდე­აა.

"გირ­ჩი ასო­ცირ­დე­ბა სი­ახ­ლეს­თან, მა­რადმწვა­ნეს­თან, სა­წყის­თან. ის არის გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. მრა­ვალ­მხრი­ვი გან­შტო­ე­ბა აქვს, მაგ­რამ ერთი ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ყველ­გან არის გირ­ჩი - ქა­ლაქ­შიც, სო­ფელ­შიც", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ.

ქუ­თა­ის­ში "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის-გირ­ჩის" ოფი­სი დღეს გა­იხ­სნა. "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა დღეს მე­დი­ას ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნეს.

"პარ­ტი­ის მი­ზა­ნია შექ­მნას ახა­ლი, ღია პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, მო­ი­ზი­დოს და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი გთა­ვა­ზობთ: აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას; ღია და თა­ვი­სუ­ფალ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიას 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, სა­დაც არ დაგ­ხვდე­ბათ წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რი­ლი ხალ­ხი; სი­ა­ში მოხ­ვედ­რის გა­სა­გებ და გამჭვირ­ვა­ლე კრი­ტე­რი­უ­მებს - რაც არა­სო­დეს ჰქო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. იდე­ე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მხარ­და­ჭე­რას მომ­დევ­ნო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში; მე­დია მხარ­და­ჭე­რას; სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - აცხა­დე­ბენ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

ქუ­თა­ი­სი პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქია, სა­დაც "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის" ოფი­სი გა­იხ­სნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom

რატომ "გირჩი"? - გოგა ხაჩიძე პარტიის სახელწოდების განმარტებას აკეთებს

რატომ "გირჩი"? - გოგა ხაჩიძე პარტიის სახელწოდების განმარტებას აკეთებს

გირჩი ყველგან არის, სოფელშიც და ქალაქშიც - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გოგა ხაჩიძემ პარტიის სახელწოდების განმარტებისას განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ცენტრის სახელწოდება მისი წარმომადგენლების ერთობლივი იდეაა.

"გირჩი ასოცირდება სიახლესთან, მარადმწვანესთან, საწყისთან. ის არის განახლების სიმბოლო. მრავალმხრივი განშტოება აქვს, მაგრამ ერთი ერთობლიობაა. ყველგან არის გირჩი - ქალაქშიც, სოფელშიც", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" ოფისი დღეს გაიხსნა. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს - რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში; მედია მხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას", - აცხადებენ ცენტრის ხელმძღვანელები.

ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ოფისი გაიხსნა.

იხილეთ ვიდეო

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე

"ვაი შენს პატრონს! თქვენს გამოვარდნებს და გამოტანტალებებს ეგ მოჰყვება ხოლმე" - კამათი ხაჩიძე-მეგრელიშვილს შორის პირდაპირ ეთერში

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"