პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება - როგორ გავყიდოთ საკუთარი თმა სარფიანად
ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება - როგორ გავყიდოთ საკუთარი თმა სარფიანად

ნა­ტუ­რა­ლუ­რი თმის ფასი თან­და­თან ძვირ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა სა­ლო­ნებ­მა თმის დაგ­რძე­ლე­ბის მე­თო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წეს, ბუ­ნებ­რივ თმა­ზე მო­თხოვ­ნაც გა­ი­ზარ­და. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ა­წყდე­ბა ქა­ლა­ქის ქუ­ჩა­ში, ძი­რი­თა­დად სა­ლო­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­წე­რას: "ვი­ბა­რებ ნა­ტუ­რა­ლურ თმას, მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბით."

ამ სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ დი­დია. არ­სე­ბობს სა­ლო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თმას მისი ხა­რის­ხის, სიგ­რძი­სა და ფე­რის გამო აძ­ლე­ვენ მა­ღალ შე­ფა­სე­ბას, არი­ან ისე­თე­ბიც, სა­დაც თმას გრა­მო­ბით იბა­რე­ბენ. ამ სა­ლო­ნე­ბის ნა­წილ­ში ბუ­ნებ­რივ თმას სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რის­თვის იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი უბ­რა­ლოდ იბა­რებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­საც სცდე­ბა.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია თმის ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფა­სე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მსურ­ვე­ლიც და სა­ლო­ნიც მო­გე­ბუ­ლი რჩე­ბა, რად­გან სტი­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი თმის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მი­სულს ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც უფა­სოდ უკე­თებს და ხში­რად ნა­ტუ­რა­ლურ თმას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, საკ­მა­ოდ მა­ღალ შე­ფა­სე­ბა­საც აძ­ლევს. თა­ვად სა­ლო­ნი კი მას ძი­რი­თა­დად პა­რი­კე­ბის, ში­ნი­ო­ნე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად და თმის დაგ­რძე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის იყე­ნებს, რაც იმ­დე­ნად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად გან­ვა­დე­ბა­საც კი მი­მარ­თა­ვენ.

სა­ლო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ერთი გრა­მი თმის ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფასი 80-90 თეთ­რს შე­ად­გენს. ამ შემ­თხვე­ვა­ში თმის სიგ­რძის ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზომა 40 სან­ტი­მეტ­რი უნდა იყოს. სა­ლო­ნებ­ში, სა­დაც ნა­ტუ­რა­ლურ თმას მისი ვი­ზუ­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აძ­ლე­ვენ შე­ფა­სე­ბას, ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფა­სე­ბი 20-დან 500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

სა­ლო­ნის მე­ნე­ჯე­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, თმის ჩა­ბა­რე­ბა ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უხ­დე­ბა.

"გა­სულ კვი­რა­საც იყო ასე­თი ფაქ­ტი, გო­გო­ნამ თქვა, რომ ვე­რაფ­რით შე­ე­ლე­ო­და იმ სიგ­რძის თმას სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იმ ეტაპ­ზე ალ­ბათ, სხვა გზას ვერ ხე­დავ­და. მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ო­ცა­რი ფე­რის თმა ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად მშობ­ლებს მო­ზარ­დე­ბი მო­ყავთ თმის შე­საჭ­რე­ლად, მათ ძი­რი­თა­დად ჯან­სა­ღი და რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის თმა აქვთ, რაც გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ფა­სობს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს. ნა­ტუ­რა­ლურ თმას ვი­ყე­ნებთ დაგ­რძე­ლე­ბის მე­თოდ­ში, ასე­ვე ში­ნი­ო­ნე­ბი­სა და პა­რი­კე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, ბოლო დროს პა­რი­კე­ბი მა­მა­კა­ცებ­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, თუმ­ცა უფრო ხში­რად მა­ინც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ; ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს იტა­რე­ბენ. თმის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ყო­ველ დღე 5 ან მეტი გო­გო­ნა მო­დის სა­ლონ­ში და ხში­რად რი­გე­ბიც გვაქვს ხოლ­მე."

თა­ვად სა­ლო­ნი ჩა­ბა­რე­ბულ თმას, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის იყე­ნებს და ამით დიდ მო­გე­ბა­საც იღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაგ­რძე­ლე­ბის მე­თოდს, ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად კე­რა­ტი­ნით, ანუ ცხე­ლი მე­თო­დით და კაფ­სუ­ლე­ბით დაგ­რძე­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რო­გორც სტი­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, დღეს ორი­ვე მათ­გა­ნი იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლია, რომ თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­არ­ჩიო დაგ­რძე­ლე­ბუ­ლია თმა თუ არა. ამ პრო­ცე­დუ­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 150, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი - 1 500 ლა­რია.

სა­ლო­ნებ­ში დაგ­ძე­ლე­ბის მე­თოდ­ში 5 სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის თმას იყე­ნე­ბენ, ყვე­ლა­ზე დიდ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი, შე­უ­ღე­ბა­ვი მო­ზარ­დის თმა, ასე­თი თმით დაგ­რძე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე ექ­სკლუ­ზი­ურ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რად.

ევ­რო­პულ თმას და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი იერ­სა­ხე და ძი­რი­თა­დად სწო­რი სტრუქ­ტუ­რა გა­აჩ­ნია. კარ­გია მათ­თვის, ვი­საც ბუ­ნებ­რი­ვად სწო­რი და მსგავ­სი ტი­პის თმა აქვს. ინ­დუ­რი, ბრა­ზი­ლი­უ­რი თმა ქი­მი­უ­რად და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - შე­ღე­ბი­ლი.

აზი­უ­რი/ჩი­ნუ­რი თმა გა­დის სპე­ცი­ფი­კურ ქი­მი­ურ და­მუ­შა­ვე­ბას მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ღე­ბა­ვენ და უკე­თე­ბენ ლა­მი­ნი­რე­ბას, რაც ერთი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან ჰგავს ხა­რის­ხი­ან თმას და გა­მო­უც­დე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, ად­ვი­ლად მო­ტყუვ­დეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს და­ბა­ლი ხა­რის­ხის თმაა და ძვი­რიც არ ღირს.

ნა­ხევ­რად სინ­თე­თი­კუ­რი და სინ­თე­თი­კუ­რი თმა - ეს თმის მსგავ­სი სინ­თე­თი­კუ­რი ბოჭ­კო­ე­ბია, რო­მელ­საც თმის შემ­ცვლელს უწო­დე­ბენ. ასე­თი თმა მალე ფუჭ­დე­ბა და ძნე­ლად ივარ­ცხნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­ჭი­როა მეტი სიფრ­თხი­ლე, რად­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში არ შე­იყ­ვა­ნოს სტი­ლის­ტმა, რაც არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

და­ბო­ლოს, თუ გრძელ, ლა­მაზ, შე­უ­ღე­ბავ თმას სა­ლონ­ში ისე შე­იჭ­რით, რომ ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვილს არ გა­მოთ­ქვამთ, იზა­რა­ლებთ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნი­მუმ 200 ლარს და­კარ­გავთ. სა­მა­გი­ე­როდ, გა­ხა­რე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა სტი­ლის­ტი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რა მო­უ­ხერ­ხოს თქვენს "ზედ­მეტ ტვირთს."

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ამა­ვე ავ­ტო­რის კი­დევ 2 სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება - როგორ გავყიდოთ საკუთარი თმა სარფიანად

ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება - როგორ გავყიდოთ საკუთარი თმა სარფიანად

ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებულმა სალონებმა თმის დაგრძელების მეთოდი მაქსიმალურად დახვეწეს, ბუნებრივ თმაზე მოთხოვნაც გაიზარდა. ნებისმიერი ადამიანი გადააწყდება ქალაქის ქუჩაში, ძირითადად სალონების მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერას: "ვიბარებ ნატურალურ თმას, მაღალი შეფასებით."

ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია. არსებობს სალონები, რომლებიც თმას მისი ხარისხის, სიგრძისა და ფერის გამო აძლევენ მაღალ შეფასებას, არიან ისეთებიც, სადაც თმას გრამობით იბარებენ. ამ სალონების ნაწილში ბუნებრივ თმას სხვადასხვა პროცედურისთვის იყენებენ, თუმცა ზოგიერთი უბრალოდ იბარებს და აღნიშნული პუნქტებიდან, დიდი ალბათობით, თმა საქართველოს საზღვრებსაც სცდება.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია თმის ჩასაბარებელი ფასები და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მსურველიც და სალონიც მოგებული რჩება, რადგან სტილისტების უმრავლესობა ბუნებრივი თმის ჩასაბარებლად მისულს ვარცხნილობასაც უფასოდ უკეთებს და ხშირად ნატურალურ თმას, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საკმაოდ მაღალ შეფასებასაც აძლევს. თავად სალონი კი მას ძირითადად პარიკების, შინიონების დასამზადებლად და თმის დაგრძელების პროცედურებისთვის იყენებს, რაც იმდენად ძვირადღირებულია, რომ მომხმარებლები ხშირად განვადებასაც კი მიმართავენ.

სალონების უმრავლესობაში ერთი გრამი თმის ჩასაბარებელი ფასი 80-90 თეთრს შეადგენს. ამ შემთხვევაში თმის სიგრძის ყველაზე მინიმალური ზომა 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. სალონებში, სადაც ნატურალურ თმას მისი ვიზუალიდან გამომდინარე აძლევენ შეფასებას, ჩასაბარებელი ფასები 20-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სალონის მენეჯერი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში, თმის ჩაბარება ადამიანს სოციალური მდგომარეობის გამო უხდება.

"გასულ კვირასაც იყო ასეთი ფაქტი, გოგონამ თქვა, რომ ვერაფრით შეელეოდა იმ სიგრძის თმას სხვა სიტუაციაში, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ალბათ, სხვა გზას ვერ ხედავდა. მართლა ძალიან ლამაზი და საოცარი ფერის თმა ჰქონდა. ყველაზე ხშირად მშობლებს მოზარდები მოყავთ თმის შესაჭრელად, მათ ძირითადად ჯანსაღი და რა თქმა უნდა, ბუნებრივი ფერის თმა აქვთ, რაც გაცილებით ძვირად ფასობს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სოციალური ფაქტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ნატურალურ თმას ვიყენებთ დაგრძელების მეთოდში, ასევე შინიონებისა და პარიკების დასამზადებლად, ბოლო დროს პარიკები მამაკაცებშიც პოპულარული გახდა, თუმცა უფრო ხშირად მაინც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონები მოგვმართავენ; ადამიანები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებენ. თმის ჩაბარების მსურველები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ. ყოველ დღე 5 ან მეტი გოგონა მოდის სალონში და ხშირად რიგებიც გვაქვს ხოლმე."

თავად სალონი ჩაბარებულ თმას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურებისთვის იყენებს და ამით დიდ მოგებასაც იღებს.

რაც შეეხება დაგრძელების მეთოდს, ამ ეტაპზე ძირითადად კერატინით, ანუ ცხელი მეთოდით და კაფსულებით დაგრძელება გამოიყენება. როგორც სტილისტები აღნიშნავენ, დღეს ორივე მათგანი იმდენად დახვეწილია, რომ თითქმის შეუძლებელია გაარჩიო დაგრძელებულია თმა თუ არა. ამ პროცედურის მინიმალური ფასი 150, ხოლო მაქსიმალური - 1 500 ლარია.

სალონებში დაგძელების მეთოდში 5 სხვადასხვა ხარისხის თმას იყენებენ, ყველაზე დიდ თანხებთან დაკავშირებულია ბუნებრივი, შეუღებავი მოზარდის თმა, ასეთი თმით დაგრძელება მსოფლიოში ითვლება ყველაზე ექსკლუზიურ და ძვირადღირებულ პროცედურად.

ევროპულ თმას დაუზიანებელი იერსახე და ძირითადად სწორი სტრუქტურა გააჩნია. კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სწორი და მსგავსი ტიპის თმა აქვს. ინდური, ბრაზილიური თმა ქიმიურად დაუმუშავებელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში - შეღებილი.

აზიური/ჩინური თმა გადის სპეციფიკურ ქიმიურ დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე, ღებავენ და უკეთებენ ლამინირებას, რაც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ხარისხიან თმას და გამოუცდელი მომხმარებელი შესაძლოა, ადვილად მოტყუვდეს. სინამდვილეში, ეს დაბალი ხარისხის თმაა და ძვირიც არ ღირს.

ნახევრად სინთეთიკური და სინთეთიკური თმა - ეს თმის მსგავსი სინთეთიკური ბოჭკოებია, რომელსაც თმის შემცვლელს უწოდებენ. ასეთი თმა მალე ფუჭდება და ძნელად ივარცხნება. ამ შემთხვევაშიც საჭიროა მეტი სიფრთხილე, რადგან მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანოს სტილისტმა, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება.

დაბოლოს, თუ გრძელ, ლამაზ, შეუღებავ თმას სალონში ისე შეიჭრით, რომ ჩაბარების სურვილს არ გამოთქვამთ, იზარალებთ, რადგან ამ შემთხვევაში მინიმუმ 200 ლარს დაკარგავთ. სამაგიეროდ, გახარებული დარჩება სტილისტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოუხერხოს თქვენს "ზედმეტ ტვირთს."

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ამავე ავტორის კიდევ 2 საინტერესო სტატია: