საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობის საშუალება - კახა კალაძე
არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობის საშუალება - კახა კალაძე

არც ერთ ქინძს, ქინ­ძე­ბის პარ­ტი­ას არ ექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი მო­ა­წყოს, - ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ჯონ კირ­ბის გან­ცხა­დე­ბას "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით, კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ე­სალ­მე­ბა იმ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან კეთ­დე­ბა.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბით ყვე­ლა იმ გან­ცხა­დე­ბას, არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", არც გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბებს. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გავ­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, ეს არის ორ სუ­ბი­ექტს შო­რის დავა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს, რო­გორც ვიცე-პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა ის უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზუს­ტად ასეთ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ "რუს­თა­ვი 2"-ს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, კა­ლა­ძის თქმით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თქვენ რომ შე­გეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­გვა­რი ზე­წო­ლის გა­რე­შე. ზუს­ტად ეს არის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­საც ჩვენ ვის­მენთ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი­დან და რა­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი, პარტნი­ო­რი, მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა და ეს პრო­ცე­სე­ბი რაც მი­დის, თუნ­დაც "რუს­თა­ვი 2"-თან მი­მარ­თე­ბა­ში, თქვენ იცით, რომ დიდი ინ­ტე­რე­სია ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბებს და პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს სურ­ვი­ლი ეს პრო­ცე­სი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს, სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ეს მათ ნამ­დვი­ლად არ გა­მო­უ­ვათ. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და არც ერთ ქინძს, ქინ­ძე­ბის პარ­ტი­ას არ ექე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი მო­ა­წყოს. არ მივ­ცემთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბრმა ია­რა­ღად იყოთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობის საშუალება - კახა კალაძე

არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობის საშუალება - კახა კალაძე

არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიესალმება იმ განცხადებებს, რომლებიც უცხოელი პარტნიორის მხრიდან კეთდება.

"აბსოლუტურად ვეთანხმებით ყველა იმ განცხადებას, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მიმდინარე სასამართლო პროცესებში, არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც გარკვეულ დაჯგუფებებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სასამართლო პროცესები, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სასამართლოს, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხელისუფლება ზუსტად ასეთ სახელმწიფოს აშენებს, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ "რუსთავი 2"-ს, ჟურნალისტებს, კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება.

"ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, თქვენ რომ შეგეძლოთ თავისუფლად მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ზუსტად ეს არის ის მიმართულებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. საქართველო მათი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და ეს პროცესები რაც მიდის, თუნდაც "რუსთავი 2"-თან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ დიდი ინტერესია ამ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

გარკვეულ დაჯგუფებებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს, სათავისოდ გამოიყენოს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ. ჩვენ მოვისმინეთ ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც უკრაინაში იქნა გავრცელებული და არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ, ჟურნალისტები ბრმა იარაღად იყოთ გამოყენებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."