ბათუმში ნაპოვნი ბავშვის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა - თვითმხილველების ნაამბობი

ბათუმში ნაპოვნი ბავშვის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა - თვითმხილველების ნაამბობი

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმის ყოფილ პროზექტურასთან ნაპოვნი ჩვილის ცხედარი, ადგილზე წლების წინ განთავსებულ ლაბორატორიაში ინახებოდა და სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ასეთია ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ადგილზე მომუშავე სამართალდამცველები განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ჩვილის ცხედარი, რომელიც დიდი ზომის ქილაში იყო მოთავსებული, ბათუმში, გრიბოედობის ქუჩაზე, ყოფილი პროზექტურის შენობასთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით, წლების წინ პროზექტურაში ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა.

ქილაში მოთავსებული ჩვილის ცხედარი ყოფილი პროზექტურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბავშვებმა აღმოაჩინეს.

"ქილაში ჩასმული ბავშვის ცხედარი ჩემმა 10 და 12 წლის შვილებმა აღმოაჩინეს. როგორც მათ მითხრეს, ქილა გატეხეს და ცხედარს ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. ჩემი ბავშვები აქვე ახლოს მდებარე სკოლაში სწავლობენ. სახლში რომ მოვიდნენ მითხრეს რაც ნახეს. თან, თქვეს, რომ ქილაში სითხეც ესხა. სურათები რომ ვნახე, მეგონა თოჯინა იყო, გადასამოწმებლად ადგილზე მოვედი და მართლაც ბავშვის ცხედარი აღმოჩნდა. დავრეკე პოლიციაში და გავაგებინე ეს ამბავი", - განუცხადა ჟურნალისტებს ბავშვების მამამ, რობერტ მერკვილაძემ.

ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"