მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება
ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

აგ­რო­ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი დარ­გის ძი­რი­თად პრობ­ლე­მად ლო­ჯის­ტი­კის არარ­სე­ბო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ნანა თორ­დია შპს "გე­მო­ა­ნის" მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რია. 2011 წლი­დან კი­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო და ბიზ­ნეს­ში ჩა­დე­ბუ­ლი 200 000 დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია უკვე 2 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და. ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თად აქ­ცენტს კი­ვის მო­სა­ვალ­ზე აკე­თებს, თუმ­ცა კომ­პა­ა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 105 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის ნა­წი­ლი თხი­ლის პლან­ტა­ცი­ებ­სა და სა­მუ­რა­ბე ჯი­შის კაკ­ლებ­საც უჭი­რავს.

"ძა­ლი­ან დიდ დაბ­რკო­ლე­ბას გვიქ­მნის ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლო­ჯის­ტი­კუ­რი პა­კე­ტი ძა­ლი­ან გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია. მო­სავ­ლის მოგ­რო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა. ჩვენ ამ პრობ­ლე­მას გა­და­ვა­წყდით და ვერ მოვ­ნა­ხეთ გზა, რომ­ლი­თაც მას გა­დავ­ჭრი­დით, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით სა­კუ­თა­რი სა­მა­ცივ­რე სის­ტე­მა გაგ­ვე­მარ­თა. ეს საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 150 000 დო­ლა­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა მა­ცი­ვარს, რო­მელ­შიც 100 ტო­ნამ­დე ხილი და­ე­ტე­ვა. იან­ვარ­ში ჩვენ გვექ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მა­ცივ­რე სის­ტე­მა. კივი, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია 9 თვემ­დე დარ­ჩეს იქ და არ გა­ფუჭ­დეს. სა­ერ­თოდ პი­რი­ქით ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხი­ლის იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი ჯერ ყი­დუ­ლო­ბენ აქა­ურ მო­სა­ვალს და სა­კუ­თარ სა­მა­ცივ­რე სის­ტე­მებ­ში ინა­ხა­ვენ, ზამ­თარ­ში კი ისევ შე­მო­აქვთ, ოღონდ გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ ფა­სებ­ში", - ამ­ბობს ნანა თორ­დია.

ნანა თორ­დი­ას თქმით, აგ­რო­ბიზ­ნე­სი რთუ­ლი თე­მაა, წლე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წიო. მო­გე­ბის მო­ლო­დი­ნი კი შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს 3-4 წლის შემ­დეგ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

აგრობიზნესში დასაქმებულები დარგის ძირითად პრობლემად ლოჯისტიკის არარსებობას ასახელებენ. ნანა თორდია შპს "გემოანის" მფლობელი და დირექტორია. 2011 წლიდან კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს კივის მოსავალზე აკეთებს, თუმცა კომპაანიის მფლობელობაში არსებული 105 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილი თხილის პლანტაციებსა და სამურაბე ჯიშის კაკლებსაც უჭირავს.

"ძალიან დიდ დაბრკოლებას გვიქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგიონალური ლოჯისტიკური პაკეტი ძალიან განუვითარებელია. მოსავლის მოგროვებისა და შენახვის პრობლემა სერიოზული თემაა. ჩვენ ამ პრობლემას გადავაწყდით და ვერ მოვნახეთ გზა, რომლითაც მას გადავჭრიდით, ამიტომ იძულებული გავხდით საკუთარი სამაცივრე სისტემა გაგვემართა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 150 000 დოლარი ესაჭიროება მაცივარს, რომელშიც 100 ტონამდე ხილი დაეტევა. იანვარში ჩვენ გვექნება აღნიშნული სამაცივრე სისტემა. კივი, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელია 9 თვემდე დარჩეს იქ და არ გაფუჭდეს. საერთოდ პირიქით ხდება, საქართველოში ხილის იმპორტიორი ქვეყნები ჯერ ყიდულობენ აქაურ მოსავალს და საკუთარ სამაცივრე სისტემებში ინახავენ, ზამთარში კი ისევ შემოაქვთ, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასებში", - ამბობს ნანა თორდია.

ნანა თორდიას თქმით, აგრობიზნესი რთული თემაა, წლები სჭირდება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მოგების მოლოდინი კი შეიძლება გქონდეს 3-4 წლის შემდეგ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია