საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი ისტორიები ნინო ბაშარულის ცხოვრებიდან, რომელსაც მომღერალი წყევლას უკავშირებს
უმძიმესი ისტორიები ნინო ბაშარულის ცხოვრებიდან, რომელსაც მომღერალი წყევლას უკავშირებს

მომ­ღე­რა­ლი ნინო ბა­შა­რუ­ლი Facebook-ზე წყევ­ლის ძა­ლის შე­სა­ხებ წერს. ბა­შა­რუ­ლი მისი ცხოვ­რე­ბის მძი­მე ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს, რო­მელ­საც სი­ტყვის ძა­ლას უკავ­ში­რებს.

"მახ­სოვს, ჩემი სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მე­ზო­ბელ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ზედა სარ­თუ­ლი­დან და ბო­რო­ტი მზე­რით, მო­ი­თხოვ­და ცოტა ხმა­დაბ­ლა იმ­ღე­რეო, ჩემს სიმ­შვი­დეს და ბედ­ნი­ე­რე­ბას ნუ უშლი ხელ­სო, დამ­წყევ­ლა და წყევ­ლა ღია ფან­ჯრი­დან შე­მო­მეს­მა - "არ გა­ი­ხა­როს იმან ვი­საც ჩემი სიმ­შვი­დე და ბედ­ნი­ე­რე­ბა არ უნ­დაო... იმას არ გა­უ­თენ­დეს დღე, აჰა­ან­დე და აგ­რემც იყოს, სულ ატი­რე­ბულს ვხე­დავ­დეო."

მერე იყო და ბოშა ქალ­მა, რო­მე­ლიც სულ მხვდე­ბო­და პლე­ხა­ნოვ­ზე, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, რო­მე­ლიც სულ დამსდევ­და ქუ­ჩა­ში, გიმ­კი­თხა­ვე­ბო, მე ვუ­პა­სუ­ხე, და­მა­ნე­ბე თავი თუ გინ­და მე გიმ­კი­თხა­ვებ აქეთთ­ქო. შე­მო­მი­კურ­თხა, შენ არ გა­ი­ხა­რეო.. მერე ცუდი რამ მოხ­და ძა­ლი­ან... მე სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა და ორი თვე ვწვა­ლობ­დი, ნახ­ველს სპე­ცი­ა­ლუ­რი "ტრუბკით" მი­ღებ­დნენ ფილ­ტვე­ბი­დან...

მივ­ხვდი, რომ სი­ტყვას ძა­ლი­ან დიდი ძალა აქვს. რო­გორც ბო­როტს ისე კე­თილს... რომ ის ად­რე­სა­ტამ­დე მი­დის აუ­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ იგი­ვე სი­ტყვა ათ­მა­გი ძა­ლით უკან უბ­რუნ­დე­ბა ავ­ტორს... და ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლია ის, რომ მე­ზო­ბელს რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სარ­კო­მა და­ე­მარ­თა და ტან­ჯვით გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო რო­დე­საც მკი­თხა­ო­ბას მო­წყუ­რე­ბუ­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი ბოშა თვალ­ში აღარ მეცა და მე­გობ­რებ­თან აღ­ვნიშ­ნე, ძლივს არ მოგ­ვშორ­და ჟე­ნი­ა­თქო, რა ტვინს ბურ­ღავ­და­თქო, მი­პა­სუ­ხეს რომ მას მან­ქა­ნამ და­არ­ტყა შუა გზა­ზე და იქვე მოკ­ლაო.

პ.ს. სა­ნამ და­ი­წყევ­ლე­ბო­დეს ვინ­მე გულ­ში ან ხმა­მაღ­ლა, და­ფიქ­რდეს კარ­გად... იმ წუ­თას ის ად­რე­სატ­თან მი­დის. ად­ვი­ლად მი­დის, მაგ­რამ უკან სას­ტი­კად უბ­რუნ­დე­ბა. მე არა­ვინ არ მე­მე­ტე­ბა სიკ­ვდი­ლის­თვის და უბე­დუ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა იცო­დეს, რომ მი­სი­ვე სი­ტყვა ბუ­მე­რან­გის ძა­ლას შე­ი­ცავს... მას თუ არა მის შვი­ლებ­ზე მი­ი­ტანს იე­რიშს. სამ­წუ­ხა­როა მაგ­რამ დიდი ზღვა არ­გუ­მენ­ტე­ბი ამის მოწ­მეა.

ასე რომ თუ კარ­გის თქმა გი­ჭირთ, ცუდს მა­ინც ნუ იტყვით. ამ წამს გა­ვი­გე, რომ ჩემი უახ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და­უ­წყევ­ლია თურ­მე ერთ სა­წყალ ადა­მი­ანს, უკვე შე­დე­გე­ბი წარ­მო­ვიდ­გი­ნე... და შე­მე­ცო­და", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უმძიმესი ისტორიები ნინო ბაშარულის ცხოვრებიდან, რომელსაც მომღერალი წყევლას უკავშირებს

უმძიმესი ისტორიები ნინო ბაშარულის ცხოვრებიდან, რომელსაც მომღერალი წყევლას უკავშირებს

მომღერალი ნინო ბაშარული Facebook-ზე წყევლის ძალის შესახებ წერს. ბაშარული მისი ცხოვრების მძიმე ეპიზოდებს იხსენებს, რომელსაც სიტყვის ძალას უკავშირებს.

"მახსოვს, ჩემი სტუდენტობისას, მეზობელმა ქალმა, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ზედა სართულიდან და ბოროტი მზერით, მოითხოვდა ცოტა ხმადაბლა იმღერეო, ჩემს სიმშვიდეს და ბედნიერებას ნუ უშლი ხელსო, დამწყევლა და წყევლა ღია ფანჯრიდან შემომესმა - "არ გაიხაროს იმან ვისაც ჩემი სიმშვიდე და ბედნიერება არ უნდაო... იმას არ გაუთენდეს დღე, აჰაანდე და აგრემც იყოს, სულ ატირებულს ვხედავდეო."

მერე იყო და ბოშა ქალმა, რომელიც სულ მხვდებოდა პლეხანოვზე, სადაც გავიზარდე, რომელიც სულ დამსდევდა ქუჩაში, გიმკითხავებო, მე ვუპასუხე, დამანებე თავი თუ გინდა მე გიმკითხავებ აქეთთქო. შემომიკურთხა, შენ არ გაიხარეო.. მერე ცუდი რამ მოხდა ძალიან... მე სულ რამდენიმე თვეში ფილტვების ანთება დამემართა და ორი თვე ვწვალობდი, ნახველს სპეციალური "ტრუბკით" მიღებდნენ ფილტვებიდან...

მივხვდი, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. როგორც ბოროტს ისე კეთილს... რომ ის ადრესატამდე მიდის აუცილებლად, მაგრამ იგივე სიტყვა ათმაგი ძალით უკან უბრუნდება ავტორს... და ამის დამამტკიცებელია ის, რომ მეზობელს რამდენიმე წლის შემდეგ სარკომა დაემართა და ტანჯვით გარდაიცვალა, ხოლო როდესაც მკითხაობას მოწყურებული ავანტიურისტი ბოშა თვალში აღარ მეცა და მეგობრებთან აღვნიშნე, ძლივს არ მოგვშორდა ჟენიათქო, რა ტვინს ბურღავდათქო, მიპასუხეს რომ მას მანქანამ დაარტყა შუა გზაზე და იქვე მოკლაო.

პ.ს. სანამ დაიწყევლებოდეს ვინმე გულში ან ხმამაღლა, დაფიქრდეს კარგად... იმ წუთას ის ადრესატთან მიდის. ადვილად მიდის, მაგრამ უკან სასტიკად უბრუნდება. მე არავინ არ მემეტება სიკვდილისთვის და უბედურებისთვის, თუმცა იცოდეს, რომ მისივე სიტყვა ბუმერანგის ძალას შეიცავს... მას თუ არა მის შვილებზე მიიტანს იერიშს. სამწუხაროა მაგრამ დიდი ზღვა არგუმენტები ამის მოწმეა.

ასე რომ თუ კარგის თქმა გიჭირთ, ცუდს მაინც ნუ იტყვით. ამ წამს გავიგე, რომ ჩემი უახლესი ადამიანი დაუწყევლია თურმე ერთ საწყალ ადამიანს, უკვე შედეგები წარმოვიდგინე... და შემეცოდა", - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს