მულტიპლიკაციურ სერიალს ქერის უბანს ახალი გმირი ჰყავს. ძველ და უკვე კარგად ნაცნობ გმირებთან ერთად მალე სერიალში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოჩნდება.
სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი საკუთარ გმირს თავად გაახმოვანებს. გახმოვანების პროცესი უკვე დაწყებულია და ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დუბლირების სტუდიაში ხმას წერს.
გრაფიკულმა დიზაინერებმა უკვე დაამზადეს ახალი გმირის 3D ვერსიაც.
ქერის უბნის შემოქმედებითი ჯგუფი დამატებით დეტალებს არ ახმოვანებს.