"ის, რაც მინდა, რომ ყველამ წაიკითხოს", წერს ლიზა ყენია და ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ლიზა მისი ცხოვრებიდან რამდენიმე მომენტს იხსენებს, რომელმაც მთლიანად შეცვალა.
- ლიზა ყენია
- 1998 6 იანვარი (მოსკოვი)
- 1.75 (მგონი)
- დედა - მაია ჯაბუა
- მამა - აჩიკო ყენია
- უფროსი ძმა თორნიკე ბერიკაშვილი, უფროსი დები ანი ყენია, თიკუნა ყენია. უმცროსი ძმა- ნიკოლოზ ქუთათელაძე.
- დედა შავგვრემანი საშალო სიმაღლის ხაკისფერი თვალები, მომღერალი ადამიანი რომელიც ყველასთვის საყვარელია, მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის ვისაც მასთან რაიმე შეხება ჰქონია, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ღრმა ბავშვობაში ბებიაჩემმა (ლილი ჯანელიძემ) დედა კონკურსზე მიიყვანა, მაია მოუმზადებელი შევიდა კონკურსზე სადაც, მალევე გრამპრით დაბრუნდა შინ, ამ დღიდან დედამ დაიწყო სიმღერა და დღევანდელ დღემდე მომღერალია, ახლა 2015 წლის 4 ნოემბერია, და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.
დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მამა მოვლენაა, ნიჭიერების დიდი ლოდია, რომელსაც არ გაუმართლა ან საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოხვდა თორემ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი იქნებოდა.
მაღალი შავგვრემანი ყავისფერი თვალები მშვიდი და საინტერესო გარეგნობა, და იმ თაობის და ტიპაჟის წარმომადგენელი "ახალგაზრდობაში მთელ უნივერსტეტს მამაჩემი,რომ უყვარდა"
"ლუბოი" ენას რომ ერთ კვირაში ისე ისწავლიდა და იმავე ეროვნების ადამიანს რომ გააოცებდა, ერთი შეხვედრით ყველას რომ თავს აყვარებდა, სუფრაზე საუკეთესო მოსაუბრე "თამადა" რომ იყო და რა ინსტრუმენტზეც მოუნდებოდა იმაზე,რომ დაუკრავდა, ყველა ჯანრის მუსიკაზე,რომ შესაფერისად და ყველას გასაოცრად იცეკვებდა,უცხოსაც და ნაცნობსაც რომ კითხვას დაბადებდა ეს კაცი მოცეკვავეა?
ალბათ ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე რომ,9 თვის ლიზა "ჭოჭინაში" მუსიკის გაგონებაზე შეუჩერებელ ცეკვას ან სიმღერას,რომ იწყებდა.
როგორც მაიამ თქვა იმ მომენტიდან მიხვდა,რომ სცენისთვის დავიბადე, და დარგი მისთვის დაუდგენელი იყო, რეალურად დღემდე არ ვიცი, როგორ გავიყო, მსახიობი ვარ ვგრძნობ, 7 წელი ბალეტზე ვიარე და ცეკვაზე უარს არასოდეს ვამბობ, პირიქით,შეიძლება ითქვას ჩემი ჰობიც არის,სიმღერას რაც შეეხება, არც ერთი ჯანრი თითქოს ჩემთვის უცხო არ არის, კლასიკა, ჯაზზი,ესტრადა, შეუძლებელია დღემ ისე ჩაიაროს მინიმუმ 5 სიმღერა არ შევასრულო და სახლიდან ისე გავიდე, ან შემოვიდე დედას არასოდეს დაუძალებია ვინ ვიქნებოდი მომავალში, როგორც კარიერის თვალსაზრისით,ასევე პიროვნების.
ის უბრალოდ სწორ მითითებებს მაძლევდა, არჩევანი ყოველთვის ჩემზე იყო,6 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩოგბურთზე სიარული მინდოდა, ამ საქმიანობას 8 წელი შევწირე მაგრამ, დადგა ის რთული პერიოდი, რომ 14 წლის ლიზას დამოუკიდებლად გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თან იმდენად სერიოზული და რთული რომ, ამაზე თითქმის ერთი წელი ფიქრობდა,ჩოგბურთი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ეს ერთგვარი ინვესტიციაა, უბრალოდ ძალიან რისკიანი, დებ დიდ თანხას და ეს ყველაფერი შეიძლება ერთმა ტრამვამ ერთ დიდ ჭაობში ჩაყაროს, შენი შრომა, შენი დრო და თანხები.
მივხვდი რომ რთული სიტუაცია იყო, ჩემს იმ დროინდელ კარიერაზე და რისკიან ინვესტიციაზე ვახო ზრუნავდა, დედაჩემის მეუღლე,რომელიც ჩემი მეორე მამაა, თითქმის არაფრით, რომ არ განსხვავდება აჩიკოსგან, მას არასოდეს უგრძნობინებია ჩემთვის,რომ მე მისი შვილი არ ვარ, პირიქით ხანდახან კითხვაც გამჩენია ამდენს,
რატომ აკეთებს ჩემთვის,მაგრამ ეს ისეთი პიროვნებაა ვერასოდეს დავამთავრებ მასზე ლაპარაკს,რომ დავიწყო ამიტომ აქვე მოვრჩები, ვგრძნობდი,რომ განიცდიდნენ ჩემს კარიერულ ვარდნას.
გადავწყვიტე მეპოვნა გზა, რომელიც სწორი იქნებოდა, ახლაც ცრემლები მომდის, ეს ხომ ჩემი ცხოვრება იყო, ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ნაწილი, რომელიც უბრალოდ ბედმა ჩამომგლიჯა ხელებიდან, ჩემი 8 წლიანი დაუღალავი შრომა და ენერგია რაღაც ამოუცნობს გავატანე, 14 წლის ლიზამ მოიფიქრა სწორი გამოსავალი, რითაც არც მშობლებს ატკენდა და არც საფიქრალს დაუტოვებდა, თუ როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს და რამდენად მტკივნეული იყო ჩემთვის.
ვარჯიშიდან დაბრუნებულმა მიზეზი მოვიფიქრე რომ, მუხლი მაწუხებდა,ეს იცოდნენ და ასეც იყო მქონდა პატარა პრობლემები თუმცა არაფერი ისეთი,რაც "ინვესტიცია" კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა თუმცა, მე ხომ კარგი მსახიობი ვარ, ეს ყველაფერი ძალიან გავამუქე ! და ჩოგანი რომელიც ჩოგბურთელობის პერიოდში 2 წლით ადრე უნდა გამომეცვალა და ჩოგანი, რომელიც ბოლო ვარჯიშამდე მეჭირა, სამუდამოდ მიებარა კარადის თავს, რომელსაც აუტანელი მტვერი დაედო, რთულია ავხსნა, რაც განვიცდიდი უახლოესი ერთი წელი.
ძვლების ტკივილი (უვარჯიშობლობის გამო) საშინელი სიზმრები, დეპრესია, რაც აქამდე ჩემთვის გაურკვეველი ხილი იყო, ჩემი თანატოლები რომ გაიძახოდნენ ან უფროსები, მივხვდი რას ერქვა დეპრესია, უძილობა, რეჟიმის არევა,და ცხოვრების თავდაყირა დაყენება, და რა სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი 14 წლის ასაკში თავზე დამეყარა, ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთივე უცხო იყო როგორც, ბრმისთვის თვალის ახელა, ინვალიდისთვის პირველად გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯები, მივხვდი რომ ეს ყველაფერი ერთ შავ ორმოში ჩამიყვანდა, რომლიდანაც ვერასოდეს ამოვიდოდი და თან სულ "ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი" მექნებოდა მოწეპებული მე კი ამას არასოდეს შევეგუებოდი, მე ხომ დაბადების პირველი წუთიდან მებრძოლი დავიბადე და თან ძალიან მშრომელი, მე ასე გავიზარდე, ასე მომიწია.'
დავადექი გზას, რომელიც დედამ 9 თვის ლიზას "დააბედა" და მას მერე ასე მოვდივარ,ჩემი ცხოვრება კი რეალურად ახლა დაიწყო, ცხოვრება რომელიც მანამდე არ მაინტერესებდა.
15 წლის ასაკში ერთი "მეამბოხე" ხოხო გავხდი, რომელიც თავგადასავლების ძიებით კი არ იყო დაკავებული,არამედ თავგადასავლების შექმნით, რომელიც ყველას იზიდავდა და ყველასთვის საინტერესო იყო თუმცა არა ყველასთვის მისაღწევადი, 13 წლის ასაკში შევიძინე საუკეთესო მეგობარი, ოღონდ აზრი არააქვს ჩვენი მეგობრობის ახსნას, ეს აუხსნელია, ეს მხოლოდ მე ელენემ და ზემოთ რო პატივცემულია იმან იცის, ჩვენ რა გვაკავშირებს,ელენე ჩემგან განსხვავებით არასოდეს ყოფილა "მოამბოხე" გოგონა რომელიც გაგიჟებით ეძებს და ქმნის თავგადასავლებს.
თუმცა ასეთიც შევიძინე, ნინა,ვერც ამ თემაზე ვილაპარაკებ ის რას ნიშნავდა ჩემთვის, ამ თემაზე თუ ვილაპარაკებ მხოლოდ იმის ახსნა მომიწევს რას ნიშნავდა ნინა ჩემთვის, თუმცა ვერასოდეს ვიტყვი რომ ჩვენი მეგობრობა, მისთვის ძვირფასი იყო, ჩემთვის ყველაფერზე უფრო ძვირფასი იყო, მე მისი მეგობარი არ ვიყავი, მე მისი და ვიყავი, დედა ვიყავი, დეიდაც ვიყავი ხანდახან, მაგრამ მე მგონი, ეგონა იმდენად დაჭკვიანდა, რომ
მე მისთვის ბოროტი დედინაცვალიც გავხდი, თუმცა არაუშავს, ის ხომ პატარა გამოუცდელი მეამბოხე გოგონაა, რომელიც ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მე მისი მფარველი ვიყავი, მთელი ჩემი არსებით,და ასეც იქნება და არის, უბრალოდ ჩემი სახელით და გვარით ამას ვერ იგრძნობს, მე არ მინდა და ამიტომ, მე და ნინამ ვაკეთეთ ის რაც 15 წლის ასაკში ვთვლი, რომ ნაადრევია, სახლიდან გაპარვა, კლუბში სრულწლოვნად თავის გასაღება და შიგნით შეპარვა, იმის გამო რომ "სვანსიკის" ივენთზე ჩვენც გვინდოდა. განაგრძეთ კითხვა