მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დააკავეს

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დააკავეს

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო France Presse-ი იუწყება.

ბენზემას გვარი ფიგურირებს საქმეში, რომელიც ფეხბურთელ მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება, "ლიონის" ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.

ამავე საქმეზე მანამდე პოლიციამ ოთხი პირი, მათ შორის, "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისეც დააკავა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას ხუთწლიანი ციხე ემუქრება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა