ამერიკელი მსახიობის, რობინ უილიამსის ქვრივმა სიუზენმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი არა დეპრესია, არამედ გონებასუსტობის გამომწვევი დაავადება გახლდათ.
”ის დეპრესიას არ მოუკლავს. დეპრესია 50-დან ერთ-ერთი სიმპტომი იყო, რაც მას აწუხებდა. მას ჰქონდა ჰალუცინაციები, შფოთვა, გამძაფრებული მგრძნობელობა და ა.შ. ერთხელ მან შუშის კარი ვერ დაინახა და თავით გაამტვრია”, - აცხადებს სიუზენ უილიამსი.
შეძენილი გონებასუსტობის ამ ფორმას ლევის სხეულების დემენცია ეწოდება. ამ დაავადებით მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება.