საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამერცხლეები" თბილისში - ანუ სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების დილემა
"სამერცხლეები" თბილისში - ანუ სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების დილემა

ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გახ­შირ­და სხვე­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თე­ბად გა­და­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რა­საც ე.წ. სა­მერ­ცხლე­ებს ვუ­წო­დებთ. ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი უმე­ტე­სად კა­ნო­ნი­ე­რად და­ი­წყო, რად­გან ამის სა­ფუძ­ველს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ო­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკა­ნო­ნო და­შე­ნე­ბად გა­და­იქ­ცა და მისი მფლო­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღეს და­ჯა­რი­მე­ბის და დე­მონ­ტა­ჟის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ნან, მათი ნა­წი­ლი კი უკვე და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია.

2015 წლის 20 აპ­რი­ლის ცვლი­ლე­ბით მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბი­დან "მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წე­სი­სა და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ" ამო­ღე­ბულ იქნა "მ" ქვე­პუნ­ქტი, რი­თიც ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ათა­სო­ბით ბო­ლო­წლებ­ში და­შე­ნე­ბუ­ლი ე.წ. სა­მერ­ცხლე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ვი­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცი­დან და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მო­ახ­დი­ნოს მცი­რე მნიშ­ვნე­ლო­ბის დარ­ღვე­ვის კო­რექ­ტი­რე­ბაც კი. მა­გა­ლი­თად, ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბამ­დე და­საშ­ვე­ბი იყო სხვე­ნის (ე.წ. სა­მერ­ცხლის) სი­მაღ­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო ცვლი­ლე­ბის, გა­ბა­რი­ტე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო ცვლი­ლე­ბის, ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ე­ბის, ფა­სა­დის ფე­რის ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით კო­რე­ტი­რე­ბა, რაც და­ჯა­რი­მე­ბის ყო­ველ­გვარ ალ­ბა­თო­ბას გა­მო­რი­ცხავ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით სა­მერ­ცხლე­ე­ბი ამო­ღე­ბულ იქ­ნენ პირ­ვე­ლი კლა­სის მშე­ნებ­ლო­ბის რი­გი­დან, მათ­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.

სა­დაო სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სწო­რი იყო თა­ვის დრო­ზე ამ ტი­პის და­შე­ნე­ბებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა, რამ­დე­ნად უხ­დე­ბა ის ქა­ლაქს და რამ­დე­ნად ერ­წყმის იერ­სა­ხეს. ამ სა­კი­თხზე დავა შე­იძ­ლე­ბა და უფრო მე­ტიც, შე­საძ­ლოა, უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი ნე­ბარ­თვე­ის გა­ცე­მა თბი­ლი­სი მე­რი­ას თა­ვის დრო­ზე არც და­ე­წყო, თუმ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ვი­ღებთ ბევ­რად უა­რეს შე­დეგს, კერ­ძოდ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მო­იქ­ცნენ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, ისარ­გებ­ლეს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ამ უფ­ლე­ბით, მი­ი­ღეს ნე­ბარ­თვა 2015 წლის 20 აპ­რი­ლამ­დე და მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მო­ე­ბი­სას და­უშ­ვეს ყოვ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო ხარ­ვე­ზე­ბი (მა­გა­ლი­თად, თეთი მე­ტა­ლო პლასტმა­სის ჩარ­ჩო­ე­ბის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნეს ყა­ვის­ფე­რი, იგი­ვე ჩარ­ჩოს მა­გა­ლით­ზე, მა­გა­ლი­თად 3 სმ-სი­გა­ნის ჩარ­ჩოს მა­გივ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს 4სმ-ის სის­ქის ჩარ­ჩო და ა.შ.) წარ­თმე­უ­ლი აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისარ­გებ­ლონ იმ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით, რო­მე­ლიც მათ­თვის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მის პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დებ­და. ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში სრუ­ლი­ად გა­უ­გო­ნა­რი მოვ­ლე­ნაა, რად­გან იმ კა­ნო­ნის უკუ­ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ა­რე­სებს პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია.

დღეს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე. ისი­ნი აღ­მოჩ­ნდნენ ამ სა­მარ­თლებ­რი­ვი ლაფ­სუ­სის მსხვერ­პლნი და დგა­ნან სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, მი­ი­ღონ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი. სა­მერ­ცხლის სი­მაღ­ლე­ში ორი მეტ­რით იქ­ნე­ბა გაზ­რდი­ლი თუ ფან­ჯრის ჩარ­ჩო იქ­ნე­ბა 2-სმ-თ გა­ნი­ე­რი, კა­ნონ­მდებ­ლის­თვის სუ­ლერ­თია და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე 8000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა და რად­გან პირ­ვე­ლი კლა­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი (სა­მერ­ცხლის შემ­თხვე­ვა­ში) გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი კო­რექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­უქ­მე­ბუ­ლია, და­ჯა­რი­მე­ბას­თან ერ­თად ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მო­ახ­დი­ნონ დარ­ღვე­ვე­ბის დე­მონ­ტა­ჟი, რაც ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა და თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ღვე­ვის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით შე­საძ­ლოა მთლი­ა­ნი და­შე­ნე­ბის დე­მონ­ტი­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, ყვე­ლა ის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც კა­ნო­ნი­ე­რი ნდო­ბა გა­აჩ­ნდა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­მართ და იცო­და, რომ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებ­და ფო­ტო­მონ­ტა­ჟის და­კო­რექ­ტი­რე­ბას, დღეს ამ უფ­ლე­ბის გა­რე­შეა. ძა­ლი­ან ბევრ მსგავს შემ­თხვე­ვა­ზე ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ას უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს და­ჯა­რი­მე­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბა, ბევ­რიც და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია. გა­მო­სავ­ლად, კი ქ. თბი­ლი­სის არი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გვთა­ვა­ზობს ვი­ყი­დოთ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (პირ­ვე­ლი კლა­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო), შე­ვა­თან­ხმოთ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა და პრო­ექ­ტი (პირ­ვე­ლი კლა­სის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ფო­ტო­მონ­ტა­ჟი თან­ხმდე­ბო­და) და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ხა­დოთ ჯა­რი­მა, რად­გან, პირ­ვე­ლი კლა­სის მშე­ნებ­ლო­ბის გარ­და, სხვა ნე­ბის­მი­ერ კლა­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე დარ­ღვე­ვით ნა­წარ­მო­ე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ჯა­რი­მის ქვით­რის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. სხვა­ნა­ი­რად, რომ ვთქვათ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბით ის რაც მა­ნამ­დე უფა­სო პრო­ცე­დუ­რა იყო, ახლა 8000 ლარი ღირს მი­ნი­მუმ და პრო­ექ­ტის შექ­მნის ხარ­ჯიც, რო­მე­ლიც 2000-3000 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ეს ხარ­ჯე­ბის შემ­ჭიდ­რო­ვე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის ყიდ­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, ეს კი ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. თა­ვისმხრივ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის ფასი კი შე­საძ­ლოა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლიც იყოს. ყვე­ლა ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი ფაქ­ტი ცხად­ყოფს, რომ სა­ხე­ზე გვაქვს ისე­თი სა­მარ­თლის ნორ­მის უკუ­ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ა­რე­სებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რო­ე­ბას, ეს კი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას გვინ­და მი­ვი­ღოთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბო­და სწო­რი, ან რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ვაღ­წი­ოთ თავი?

პირ­ველ რიგ­ში, ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ამ ცვლი­ლებ­მა­დე მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­მერ­ცხლის და­შე­ნე­ბის უფ­ლე­ბა უნდა მის­ცეს უფ­ლე­ბა ფო­ტო­მონ­ტა­ჟის კო­რექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იმა­ვე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბით, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ამ­გავ­რი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პე­რი­ოდ­ში. 2015 წლის 20 აპ­რი­ლის შემ­დეგ მსგავ­სი დარ­ღვე­ვის­თვის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან, ხოლო ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია გა­მო­ი­ყე­ნოს მხო­ლოდ იმ პი­რე­ბის მი­მართ ვის­ზეც სა­მერ­ცხლის მო­წყო­ბის ნე­ბარ­თვა 2015 წლის 20 აპ­რი­ლის შემ­დეგ გა­ი­ცა, ანუ არა­ვის­ზე, რად­გან რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, მსგავ­სი ტი­პის ნე­ბარ­თვებს მე­რია აღარ გას­ცემს. ეს გა­რე­მო­ე­ბა კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ შექ­მნი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა რე­ა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც სა­მერ­ცხლე­ე­ბის და­შე­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლით - თბი­ლი­სის მე­რი­ის მე­რი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვით აწარ­მო­ეს -თუმ­ცა დღეს დგა­ნან და­ჯა­რი­მე­ბის და დე­მონ­ტა­ჟის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე, რად­გან დღე­ვან­დე­ლი რე­გუ­ლა­ცია, მარ­თა­ლია იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან აბ­სტრაქ­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცეს მსგავ­სი და­შე­ნე­ბე­ბი, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდ და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ ამ გზით წას­ვლა არა­რე­ვე­ლან­ტუ­რია.

ექ­სპერ­ტი სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­ში,

სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი უჩა ზა­ქაშ­ვი­ლი

"სამერცხლეები" თბილისში - ანუ სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების დილემა

"სამერცხლეები" თბილისში - ანუ სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების დილემა

ბოლო წლებში თბილისში გახშირდა სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების შემთხვევები, რასაც ე.წ. სამერცხლეებს ვუწოდებთ. ეს მშენებლობები უმეტესად კანონიერად დაიწყო, რადგან ამის საფუძველს მოქმედი კანონმდებლობა იძლეოდა. თუმცა მოგვიანებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მათი უმრავლესობა უკანონო დაშენებად გადაიქცა და მისი მფლობელების უმეტესობა დღეს დაჯარიმების და დემონტაჟის განხორციელების საფრთხის წინაშე დგანან, მათი ნაწილი კი უკვე დაჯარიმებულია.

2015 წლის 20 აპრილის ცვლილებით მთავრობის დადგენილებიდან "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" ამოღებულ იქნა "მ" ქვეპუნქტი, რითიც ქალაქში არსებულ ათასობით ბოლოწლებში დაშენებული ე.წ. სამერცხლეების აბსოლუტური უმრავლესობა გავიდა სამართლებრივი სივრციდან და დღეის მდგომარეობით თითეული მათგანი მოკლებულია შესაძლებლობას გამარტივებული წესით მოახდინოს მცირე მნიშვნელობის დარღვევის კორექტირებაც კი. მაგალითად, ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე დასაშვები იყო სხვენის (ე.წ. სამერცხლის) სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილების, გაბარიტების უმნიშვნელო ცვლილების, ფანჯრის ჩარჩოების, ფასადის ფერის ცვლილების შემთხვევაში გამარტივებული წესით კორეტირება, რაც დაჯარიმების ყოველგვარ ალბათობას გამორიცხავდა. დღეის მდგომარეობით კი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით სამერცხლეები ამოღებულ იქნენ პირველი კლასის მშენებლობის რიგიდან, მათზე გამკაცრებული რეგულაციები ვრცელდება.

სადაო საკითხია, რამდენად სწორი იყო თავის დროზე ამ ტიპის დაშენებებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა, რამდენად უხდება ის ქალაქს და რამდენად ერწყმის იერსახეს. ამ საკითხზე დავა შეიძლება და უფრო მეტიც, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო მსგავსი ნებართვეის გაცემა თბილისი მერიას თავის დროზე არც დაეწყო, თუმცა ზემოაღნიშნული ცვლილების შემდეგ ვიღებთ ბევრად უარეს შედეგს, კერძოდ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მოიქცნენ კეთილსინდისიერად, ისარგებლეს კანონით მინიჭებული ამ უფლებით, მიიღეს ნებართვა 2015 წლის 20 აპრილამდე და მშენებლობის წარმოებისას დაუშვეს ყოვლად უმნიშვნელო ხარვეზები (მაგალითად, თეთი მეტალო პლასტმასის ჩარჩოების ნაცვლად გამოიყენეს ყავისფერი, იგივე ჩარჩოს მაგალითზე, მაგალითად 3 სმ-სიგანის ჩარჩოს მაგივრად გამოიყენეს 4სმ-ის სისქის ჩარჩო და ა.შ.) წართმეული აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ გამარტივებული პროცედურებით, რომელიც მათთვის ნებართვის მიცემის პერიოდში მოქმედებდა. ეს საკანონმდებლო სივრცეში სრულიად გაუგონარი მოვლენაა, რადგან იმ კანონის უკუძალის გამოყენება, რომელიც აუარესებს პირების სამართლებრივ მდგომარეობას, სრულიად დაუშვებელია.

დღეს არსებული პრობლემის წინაშე დგას ძალიან ბევრი მოქალაქე. ისინი აღმოჩნდნენ ამ სამართლებრივი ლაფსუსის მსხვერპლნი და დგანან საშიშროების წინაშე, მიიღონ საკმაოდ სოლიდური საჯარიმო სანქციები. სამერცხლის სიმაღლეში ორი მეტრით იქნება გაზრდილი თუ ფანჯრის ჩარჩო იქნება 2-სმ-თ განიერი, კანონმდებლისთვის სულერთია და ორივე შემთხვევაში მოქალაქე 8000 ლარით ჯარიმდება და რადგან პირველი კლასის მშენებლობისთვის დადგენილი (სამერცხლის შემთხვევაში) გამარტივებული კორექტირების პროცედურა გაუქმებულია, დაჯარიმებასთან ერთად ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ დარღვევების დემონტაჟი, რაც ტექნიკურად ძალიან რთული პროცედურაა და თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის გამოსწორების მიზნით შესაძლოა მთლიანი დაშენების დემონტირება გახდეს საჭირო. არსებულ ვითარებაში, ყველა ის კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელსაც კანონიერი ნდობა გააჩნდა მშენებლობის ნებართვის მიმართ და იცოდა, რომ დარღვევის შემთხვევაში შეძლებდა ფოტომონტაჟის დაკორექტირებას, დღეს ამ უფლების გარეშეა. ძალიან ბევრ მსგავს შემთხვევაზე ქ. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს დაჯარიმების საქმის წარმოება, ბევრიც დაჯარიმებულია. გამოსავლად, კი ქ. თბილისის არიტექტურის სამსახური გვთავაზობს ვიყიდოთ კოეფიციენტი (პირველი კლასის შემთხვევაში ეს აუცილებელი არ იყო), შევათანხმოთ მშენებლობის ნებართვა და პროექტი (პირველი კლასის შემთხვევაში მხოლოდ ფოტომონტაჟი თანხმდებოდა) და აუცილებლად გადავიხადოთ ჯარიმა, რადგან, პირველი კლასის მშენებლობის გარდა, სხვა ნებისმიერ კლასის მშენებლობაზე დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის პროექტის კორექტირება დასაშვებია მხოლოდ ჯარიმის ქვითრის წარდგენის საფუძველზე. სხვანაირად, რომ ვთქვათ ზემოაღნიშნული ცვლილებით ის რაც მანამდე უფასო პროცედურა იყო, ახლა 8000 ლარი ღირს მინიმუმ და პროექტის შექმნის ხარჯიც, რომელიც 2000-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ხარჯების შემჭიდროვებული ჩამონათვალია, ისიც იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტის ყიდვა არ გახდება საჭირო, ეს კი ძნელად წარმოსადგენია. თავისმხრივ კოეფიციენტის ფასი კი შესაძლოა ასტრონომიულიც იყოს. ყველა ზემოთ მითითებული ფაქტი ცხადყოფს, რომ სახეზე გვაქვს ისეთი სამართლის ნორმის უკუძალის გამოყენება, რომელიც აუარესებს მოქალაქეების მდგომაროებას, ეს კი კანონმდებლობით აკრძალულია.

ბუნებრივია, ყველას გვინდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რა იქნებოდა სწორი, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას დავაღწიოთ თავი?

პირველ რიგში, ქ. თბილისის მერიამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ცვლილებმადე მიღებული ჰქონდა სამერცხლის დაშენების უფლება უნდა მისცეს უფლება ფოტომონტაჟის კორექტირება განახორციელოს იმავე გამარტივებული წესებით, რომელიც მოქმედებდა ამგავრი ნებართვის გაცემის პერიოდში. 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ მსგავსი დარღვევისთვის დაჯარიმებული ყველა პირი უნდა გაათავისუფლოს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ახალი რეგულაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ პირების მიმართ ვისზეც სამერცხლის მოწყობის ნებართვა 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ გაიცა, ანუ არავისზე, რადგან რამდენადაც ცნობილია, მსგავსი ტიპის ნებართვებს მერია აღარ გასცემს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შექმნილი სამართლებრივი ბუნდოვანება რეალურ პრობლემას წარმოადგენს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სამერცხლეების დაშენება აბსოლუტურად ლეგალური საფუძვლით - თბილისის მერიის მერიის მიერ გაცემული ნებართვით აწარმოეს -თუმცა დღეს დგანან დაჯარიმების და დემონტაჟის განხორციელების საფრთხის წინაშე, რადგან დღევანდელი რეგულაცია, მართალია იძლევა ძალიან აბსტრაქტულ შესაძლებლობას სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს მსგავსი დაშენებები, მაგრამ იმდენად დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული მისი განხორციელება, რომ ამ გზით წასვლა არარეველანტურია.

ექსპერტი სამშენებლო სამართალში,

სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია