სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება , ბორტზე 20 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები და მგზავრები იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია 2 გადარჩენილზე.
სააგენტო "რია ნოვოსტი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ კატასტროფის ადგილზე შესაძლოა, 40-ზე მეტი ცხედარი იყოს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ქალაქ პალოჩში მიემგზავრებოდა და დედაქალაქ ჯუბას აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა.
სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ თვითმფრინავის ფრაგმენტები მდინარე თეთრი ნილოსის ნაპირის გასწვრივ აღმოაჩინეს.