პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპონენტების დისკრედიტაციისა თუ მხილების სააკაშვილისეული მახინჯი მეთოდის ტრადიცია გრძელდება?
ოპონენტების დისკრედიტაციისა თუ მხილების სააკაშვილისეული მახინჯი მეთოდის ტრადიცია გრძელდება?

ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა, რო­მელ­შიც, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს, ასე­ვე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვა­რა­მი­ას და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ესა­უბ­რე­ბა, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის. ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი არ არის და ამით "სა­უ­ბა­რი" არც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა ახა­ლი. სწო­რე­დაც რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ასე­თი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი კარ­გად ახ­სოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლის ეს უხე­ში და არა­ე­თი­კუ­რი მე­თო­დი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ და­ამ­კვიდ­რა.

2007 წელს, იმ დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი 2006 წლის მარ­ტში და­ი­წყო, რო­დე­საც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში კერ­ძო სექ­ტორ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ღიად ისა­უბ­რა, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს კი პრო­ცე­სე­ბი იმით დას­რულ­და, რომ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, ხელ­კე­ტე­ბით და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით იმედ­ში შე­იჭ­რა.

მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში, რო­მელ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315 მუხ­ლი - შეთ­ქმუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა საპ­რო­ცე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ორ­გა­ნო­ში იქ­ნას მოწ­ვე­უ­ლი და და­კი­თხუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სა­ხით".

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სე­რია 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს მოჰ­ყვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის კა­მე­რე­ბის სა­მიზ­ნე ამ­ჯე­რად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ - ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, გოგა ხა­ინ­დრა­ვა, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, კოკო გამ­სა­ხურ­დია. კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მთა­ვა­რი გმი­რი ყო­ფი­ლი "კონ­სერ­ვა­ტო­რი" კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი იყო.

ასე­ვე, უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბი­სას, მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი სწო­რედ ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი იყო, რო­მელ­შიც ის კო­დორ­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის მე­თა­ურს ემ­ზარ კვი­ცი­ანს ესა­უბ­რე­ბო­და.

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უხერ­ხუ­ლო­ბა შე­ექ­მნა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც, რო­მელ­საც 2011 წლის 26 მა­ი­სის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას შვილ­თან, ან­ზორ ბი­წა­ძეს­თან ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უქ­ვეყ­ნეს. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით, ან­ზორ ბი­წა­ძე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­დას სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დაშ­ვე­ბა­ზეც ესა­უბ­რე­ბა.

"თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებ, მა­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო ომზე წას­ვლაც ღირს; ღირს 100 კა­ცის სიკ­ვდი­ლიც და 500-საც", - ამ­ბობს ან­ზორ ბი­წა­ძე ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ამ დრომ­დე არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად სა­უბ­რის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ში­ნა­არ­სი­სა, მა­შინ­დელ პრო­კუ­რა­ტუ­რას არც ან­ზორ ბი­წა­ძე და არც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და­კი­თხვა­ზე არ და­უ­ბა­რე­ბია.

პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით აპე­ლი­რე­ბის პიკი 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი იყო. მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და მას­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი იყ­ვნენ. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე დღემ­დე ინა­ხავს იმ პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სე­რი­ას, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თინა ხი­და­შელს "ამ­კობს"[ვი­დეო], გია ხუ­ხაშ­ვი­ლი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძი­სა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" შე­სა­ხებ სა­უბ­რობს [ვი­დეო], ალა­სა­ნია და მისი ცნო­ბი­ლი "მე რა ვქნა, მე?" ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ [ვი­დეო], გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მხრი­დან ბე­რას არა­კო­რექ­ტუ­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ "მი­ლი­ო­ნე­რი უნდა გახ­დეს [ვი­დეო]... ჩა­მო­ნათ­ვა­ლი დი­დია, გუ­გლს კი ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ახ­სოვს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ოპო­ნენ­ტე­ბის და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბა ან დის­კრე­დი­ტა­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა.

გრძელ­დე­ბა თუ არა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში - AMBEBI.GE უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთ ავ­ტორს, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ლაშა ტუ­ღუშს ესა­უბ­რა. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, უს­მე­ნენ თუ არა ისევ ხალ­ხს, თუმ­ცა მისი თქმით, რა მას­შტა­ბის არის ეს პრო­ცე­სი, ანუ უს­მე­ნენ თუ არა ყვე­ლას, ან ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას, ეს ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

"ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა უფრო გა­ვამ­ყა­როთ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და ეს პრობ­ლე­მე­ბი, რაც უფრო რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა, უფრო მე­ტად გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, ანუ სა­ჭი­რო­ე­ბის დროს სა­ჭი­რო ხალ­ხი, სა­ჭი­რო ად­გილ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს არა­სა­ჭი­რო მა­სა­ლებს.

ის, რომ ბოლო დროს უც­ნა­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცამ რა­ტომ­ღაც ჩა­წე­რა და სა­დღაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ეს კი­დევ ერთხელ გვა­ფიქ­რებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნა ჩვენ­თვის იმი­ტომ, რომ გა­მო­დის, ჩვენ კვლავ ვართ მო­წყვლა­დე­ბი და ამას სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა".

რო­გორც ტუ­ღუ­ში ამ­ბობს, პრობ­ლე­მა არის ის, რომ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი დაჰ­კრავს - ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც არ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, არ შე­უძ­ლი­ათ თა­მა­მად გა­მოთ­ქვან სა­კუ­თა­რი აზრი ამ სა­კი­თხზე ისე, რომ მათ რო­მე­ლი­მე მხა­რის პო­ზი­ცია არ "მი­ა­კე­რონ".

- ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ აღ­მოჩ­ნდა ფა­რუ­ლი, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი, ეს სპექტრი გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ვი­ტა­ნოთ დას­კვნა, თუ რა­ტომ ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ იმით, რომ ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი ვერ მი­ვა­ყო­ლეთ ამ მა­სა­ლებს, რომ­ლის ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და, უფრო დიდი ნა­წი­ლი გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას, არ მოხ­და ამის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ამი­ტო­მაც ჩნდე­ბა დღეს ეს კი­თხვე­ბი, რომ მარ­თლა ისევ ისე ხდე­ბა, რაც ხდე­ბო­და".

მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე ორი წე­ლია გა­და­ცე­მუ­ლი აქვს უამ­რა­ვი მა­სა­ლა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას შე­დე­გი არ და­უ­დია და ამ სა­კი­თხზე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. "ეს კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და, რომ თავი დაგ­ვე­ზღვია და არ ყო­ფი­ლი­ყო ის კი­თხვე­ბი, რაც დღეს არ­სე­ბობს მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც ახლა ხდე­ბა, რა თქმა უნდა, ესეც სიგ­ნა­ლე­ბია, რომ რა­ღაც მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ არის, მაგ­რამ მას­შტაბ­ზე მსჯე­ლო­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ფა­რულ მოს­მე­ნებ­ზე ახლა ნე­ბარ­თვა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის­გან უნდა აი­ღონ...

- პირ­ველ რიგ­ში უნდა ვკი­თხოთ ამ ინ­სპექ­ტორს, თუ რო­გორ იცავს ის პი­რად მო­ნა­ცე­მებს, უნდა გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს ორ­გა­ნო და ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია ინ­სპექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას გარ­და, შე­საც­ვლე­ლი გვაქვს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი იმი­ტომ, რომ უშიშ­რო­ე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად კა­ნო­ნის გა­რე­შეა, ამ სის­ტე­მას არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უში­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლოა.

ერთ რა­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს არის თუ ხვალ, ამ სა­კითხს მა­ინც მო­ვუბ­რუნ­დე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ჟო­ნავს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, გას­კდე­ბა ამ­ბე­ბი, და­ი­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, თუ ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლად იყე­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას - ეს ასე ვერ მი­ფუ­ჩეჩ­დე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ვა­ლა­ლო ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ და გა­მო­ძი­ე­ბის მა­გი­და­ზე და­ი­დოს ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც გვე­ტყვის, რომ კი­დევ რა­ღაც არის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი.

ეს პირ­ველ რიგ­ში იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ცუდი, ვინც ახლა კარ­გად გრძნობს თავს და ჰგო­ნი­ათ, რომ გა­სუ­ლე­ბი არი­ან კონ­ტრო­ლის სივ­რცი­დან, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათ ამ მძი­მე კი­თხვებ­ზე მო­უ­წევთ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, ამი­ტომ ჯერ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­დოს ანა­ლი­ზი, მერე პარ­ლა­მენ­ტმა გა­ა­კე­თოს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა და შე­იქ­მნას და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტე­ბი იმი­სათ­ვის, რომ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ბევ­რად უფრო უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე დღეს გვაქვს, - ამ­ბობს ლაშა ტუ­ღუ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტის მიერ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის (რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი არა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფაქ­ტმა, არა­მედ მის­მა ში­ნა­არსმა აა­ღელ­ვა. ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ნა­ი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მტკივ­ნე­უ­ლად რე­ა­გი­რე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხი­ლე­ბის ამ "ჟანრ­ზე". ეს ელექ­ტო­რატ­ზე გავ­ლე­ნის კარგ ეფექტს იძ­ლე­ვა და ცხა­დია, ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლის ამ მე­თო­დის დათ­მო­ბა არც მოქ­მე­დი და არც მომ­დევ­ნო მთავ­რო­ბის­თვის იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი. მაგ­რამ და­ვი­ტო­ვოთ იმე­დი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი სა­მო­მავ­ლოდ უარს იტყვის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტე­ბის სა­ა­კაშ­ვი­ლი­სე­ულ ამ მე­თოდ­ზე და თუ სა­მო­მავ­ლოდ მო­ვის­მენთ ფა­რულ ჩა­ნა­წერს პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო მო­ქა­ლა­ქე­ებს ეტყვის, რომ ჩა­ნა­წე­რი სა­ხელ­მწი­ფოს არა უკა­ნო­ნოდ, არა­მედ კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ოპონენტების დისკრედიტაციისა თუ მხილების სააკაშვილისეული მახინჯი მეთოდის ტრადიცია გრძელდება?

ოპონენტების დისკრედიტაციისა თუ მხილების სააკაშვილისეული მახინჯი მეთოდის ტრადიცია გრძელდება?

ბოლო დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, რომელშიც, უკრაინული საიტის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ასევე "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება, დამტკიცებული არ არის. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ფარული ჩანაწერები საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ამით "საუბარი" არც საქართველოს ხელისუფლებისთვისაა ახალი. სწორედაც რომ ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაუპატიმრებიათ საქართველოში ადამიანები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ასეთი რამდენიმე ფაქტი კარგად ახსოვს საზოგადოებას. ოპონენტებთან ბრძოლის ეს უხეში და არაეთიკური მეთოდი ქართულ პოლიტიკაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ დაამკვიდრა.

2007 წელს, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომლის მთავარი მონაწილე ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო. ყველაფერი 2006 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესმენთა ასოციაციაში კერძო სექტორზე ხელისუფლების ზეწოლის შესახებ ღიად ისაუბრა, 2007 წლის 7 ნოემბერს კი პროცესები იმით დასრულდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი, ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით იმედში შეიჭრა.

მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "ბადრი პატარკაციშვილი ეჭვმიტანილია დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ამ საკითხთან დაკავშირებით გატარებული იქნება ყველა საპროცესო ღონისძიება, რათა ბადრი პატარკაციშვილი გამოძიების ორგანოში იქნას მოწვეული და დაკითხული ეჭვმიტანილის სახით".

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფარული ჩანაწერების სერია 7 ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა. პროკურატურის კამერების სამიზნე ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ - ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, კოკო გამსახურდია. კიდევ ერთი გახმაურებული ჩანაწერის მთავარი გმირი ყოფილი "კონსერვატორი" კობა დავითაშვილი იყო.

ასევე, უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრებისას, მისი ბრალეულობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი სწორედ ფარული სატელეფონო ჩანაწერი იყო, რომელშიც ის კოდორში გამაგრებული აჯანყებულების მეთაურს ემზარ კვიციანს ესაუბრებოდა.

ფარული ჩანაწერებით სააკაშვილის ხელისუფლებისგან უხერხულობა შეექმნა ნინო ბურჯანაძესაც, რომელსაც 2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენებისას შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს. საუბრის შინაარსის მიხედვით, ანზორ ბიწაძე ოპოზიციონერ დედას სამოქალაქო ომის დაშვებაზეც ესაუბრება.

"თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლაც ღირს; ღირს 100 კაცის სიკვდილიც და 500-საც", - ამბობს ანზორ ბიწაძე ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე არ დადასტურებულა. მიუხედავად საუბრის შემაშფოთებელი შინაარსისა, მაშინდელ პროკურატურას არც ანზორ ბიწაძე და არც ნინო ბურჯანაძე დაკითხვაზე არ დაუბარებია.

პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე ფარული ჩანაწერებით აპელირების პიკი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო. მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სამიზნე "ქართული ოცნება" და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ. ინტერნეტსივრცე დღემდე ინახავს იმ პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების სერიას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს "ამკობს"[ვიდეო], გია ხუხაშვილი რამაზ საყვარელიძისა და "რესპუბლიკელების" შესახებ საუბრობს [ვიდეო], ალასანია და მისი ცნობილი "მე რა ვქნა, მე?" ივანიშვილის შესახებ [ვიდეო], გუბაზ სანიკიძის მხრიდან ბერას არაკორექტულად მოხსენიება და სურვილი, რომ "მილიონერი უნდა გახდეს [ვიდეო]... ჩამონათვალი დიდია, გუგლს კი ყოველი მათგანი ახსოვს...

საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ჩანაწერების საშუალებით ოპონენტების დანაშაულში მხილება ან დისკრედიტაცია დღესაც გრძელდება.

გრძელდება თუ არა უკანონო მოსმენები საქართველოში - AMBEBI.GE უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, გაზეთ "რეზონანსის" მთავარ რედაქტორს, ლაშა ტუღუშს ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების დროსაც ჩნდება კითხვები, უსმენენ თუ არა ისევ ხალხს, თუმცა მისი თქმით, რა მასშტაბის არის ეს პროცესი, ანუ უსმენენ თუ არა ყველას, ან ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, ეს ძნელი სათქმელია.

"ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო გავამყაროთ კონტროლის მექანიზმები. ყოველთვის ვიქნებით პრობლემების წინაშე და ეს პრობლემები, რაც უფრო რთული პოლიტიკური ვითარება იქნება, უფრო მეტად გამოჩნდება ხოლმე, ანუ საჭიროების დროს საჭირო ხალხი, საჭირო ადგილზე გამოაქვეყნებს არასაჭირო მასალებს.

ის, რომ ბოლო დროს უცნაურად ქვეყნდება ძალიან მძიმე მასალები, რომელიც ვიღაცამ რატომღაც ჩაწერა და სადღაც გამოქვეყნდა, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ აუცილებელია დამატებითი გარანტიების შექმნა ჩვენთვის იმიტომ, რომ გამოდის, ჩვენ კვლავ ვართ მოწყვლადები და ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება".

როგორც ტუღუში ამბობს, პრობლემა არის ის, რომ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს - ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, არ შეუძლიათ თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი ამ საკითხზე ისე, რომ მათ რომელიმე მხარის პოზიცია არ "მიაკერონ".

- ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წინა ხელისუფლების გამოცდილებაზე იქიდან გამომდინარე, თუ რა კატეგორიის ადამიანების შესახებ აღმოჩნდა ფარული, უკანონო მოსმენები, ეს სპექტრი გვაძლევს იმის საშუალებას, გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მიუხედავად ამისა, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩვენ სერიოზული ანალიზი ვერ მივაყოლეთ ამ მასალებს, რომლის ნაწილი განადგურდა, უფრო დიდი ნაწილი გადაეცა პროკურატურას, არ მოხდა ამის სერიოზული გამოძიება, ამიტომაც ჩნდება დღეს ეს კითხვები, რომ მართლა ისევ ისე ხდება, რაც ხდებოდა".

მისი თქმით, პროკურატურას უკვე ორი წელია გადაცემული აქვს უამრავი მასალა ფარული ჩანაწერების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას შედეგი არ დაუდია და ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთებულა.  "ეს კი იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ თავი დაგვეზღვია და არ ყოფილიყო ის კითხვები, რაც დღეს არსებობს მოსმენებთან დაკავშირებით. რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ესეც სიგნალებია, რომ რაღაც მაინცდამაინც კარგად არ არის, მაგრამ მასშტაბზე მსჯელობა ძალიან ძნელია.

- კანონის მიხედვით, ფარულ მოსმენებზე ახლა ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან უნდა აიღონ...

- პირველ რიგში უნდა ვკითხოთ ამ ინსპექტორს, თუ როგორ იცავს ის პირად მონაცემებს, უნდა გავიგოთ, რამდენად ეფექტურია ეს ორგანო და ის კანონი, რომელიც მიღებულია ინსპექტორთან დაკავშირებით. ამას გარდა, შესაცვლელი გვაქვს უშიშროების სამსახურთან დაკავშირებული კანონი იმიტომ, რომ უშიშროება პრაქტიკულად კანონის გარეშეა, ამ სისტემას არავინ აკონტროლებს. შეიძლება ითქვას, რომ მოსმენებთან დაკავშირებით უშიროების სამსახური აბსოლუტურად უკონტროლოა.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არის თუ ხვალ, ამ საკითხს მაინც მოვუბრუნდებით, აუცილებლად გაჟონავს ასეთი ინფორმაციები, გასკდება ამბები, დაიდება კონკრეტული ფაქტები, თუ ვინმე კონკრეტულად იყენებს ძალაუფლებას - ეს ასე ვერ მიფუჩეჩდება, ამიტომ ძალიან არ მინდა, რომ მომავალში სავალალო ვითარებაში აღმოვჩნდეთ და გამოძიების მაგიდაზე დაიდოს ფაქტები, რომელიც გვეტყვის, რომ კიდევ რაღაც არის გაფუჭებული.

ეს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის იქნება ცუდი, ვინც ახლა კარგად გრძნობს თავს და ჰგონიათ, რომ გასულები არიან კონტროლის სივრციდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა, ამიტომ ჯერ გამოძიებამ უნდა დადოს ანალიზი, მერე პარლამენტმა გააკეთოს პოლიტიკური შეფასება და შეიქმნას დამატებითი ბერკეტები იმისათვის, რომ კონტროლის მექანიზმები ბევრად უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს გვაქვს, - ამბობს ლაშა ტუღუში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში უკრაინული საიტის მიერ სატელეფონო ჩანაწერების (რომლის ავთენტურობა გამოძიებას არ დაუდასტურებია) გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტმა, არამედ მისმა შინაარსმა ააღელვა. ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან მოქალაქეები მტკივნეულად რეაგირებენ პოლიტიკოსების მხილების ამ "ჟანრზე". ეს ელექტორატზე გავლენის კარგ ეფექტს იძლევა და ცხადია, ოპონენტებთან ბრძოლის ამ მეთოდის დათმობა არც მოქმედი და არც  მომდევნო მთავრობისთვის იქნება მარტივი. მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ პოლიტიკური სპექტრი სამომავლოდ უარს იტყვის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტების სააკაშვილისეულ ამ მეთოდზე და თუ სამომავლოდ მოვისმენთ ფარულ ჩანაწერს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, სახელმწიფო მოქალაქეებს ეტყვის, რომ ჩანაწერი სახელმწიფოს არა უკანონოდ, არამედ კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."