საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ
შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

ზვი­ად მი­ქა­ძე და თენ­გიზ მი­ქე­ლა­ძე მათ მიერ გა­შე­ნე­ბუ­ლი მოც­ვის პლან­ტა­ცი­ის­გან ნა­ყო­ფი­ერ მო­სა­ვალს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ელი­ან.

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბუ­თუ­რა­ულ­ში კო­ო­პე­რა­ტი­ვი "გედი" სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მის (ENPARD) მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა.

თენ­გიზ მი­ქე­ლა­ძის თქმით, კო­ო­პე­რა­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მე­ზობ­ლის­გან შე­ი­ტყო და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ორი ჯი­შის მოც­ვი: ბლუკ­რო­პი და ლე­გა­სი (ლურ­ჯი მოც­ვი). ჩვე­ნი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ტექ­ნი­კა, დაგ­ვი­მონ­ტა­ჟეს სის­ტე­მა, წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლი ძრა­ვა, მოგ­ვა­წო­დეს ჭურ­ჭე­ლი და 900 ძირი ნერ­გი. მცი­რე ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ზო­გის სა­ხით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩვე­ნი წი­ლიც შე­ვი­ტა­ნეთ. შე­ვი­ძი­ნეთ და­მა­ტე­ბით 200 ძირი ნერ­გი. მო­სა­ვალს მოც­ვი სამ წელ­ში იძ­ლე­ვა. უკვე თით­ქმის ორი წელი სრულ­დე­ბა, რაც პლან­ტა­ცია გა­ვა­შე­ნეთ და პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფიც მოგ­ვცა. ბუჩ­ქი და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი­დან ოთხ მეტ­რამ­დე უნდა გა­ი­ზარ­დოს, ძი­რის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა კი ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, 4-დან 7 კი­ლოგ­რა­მამ­დე იქ­ნე­ბა. სულ მოც­ვის 1100 ძირი გვაქვს დარ­გუ­ლი. მოც­ვის მო­საყ­ვა­ნად ძა­ლი­ან დიდი შრო­მაა სა­ჭი­რო. პირ­ველ რიგ­ში, რაც მთა­ვა­რია ბუჩ­ქე­ბი უნდა გა­სუფ­თავ­დეს სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხე­ბის­გან. ქი­მი­უ­რი შე­წამ­ვლა არ ხდე­ბა, მკვე­ბავ ორ­გა­ნულ ნა­ერ­თს ვი­ყე­ნებთ", - ამ­ბობს თენ­გიზ მი­ქე­ლა­ძე.

კო­ო­პე­რა­ტივ "გე­დის" თავ­მჯდო­მა­რის, ზვი­ად მი­ქა­ძის თქმით, მოც­ვის პლან­ტა­ცია საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა კო­ო­პე­რა­ტივ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის­თვის.

"მოც­ვით მო­ვა­მა­რა­გებთ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს და შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზეც გა­ვი­დეთ", - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად მი­ქა­ძემ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

ზვიად მიქაძე და თენგიზ მიქელაძე მათ მიერ გაშენებული მოცვის პლანტაციისგან ნაყოფიერ მოსავალს უახლოეს მომავალში ელიან.

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულში კოოპერატივი „გედი“ სოფლის მეურნეობისა და განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით შეიქმნა.

თენგიზ მიქელაძის თქმით, კოოპერატივთან დაკავშირებული ინფორმაცია მეზობლისგან შეიტყო და პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

"შემოგვთავაზეს ორი ჯიშის მოცვი: ბლუკროპი და ლეგასი (ლურჯი მოცვი). ჩვენი თანხმობის შემდეგ გამოგვიგზავნეს ტექნიკა, დაგვიმონტაჟეს სისტემა, წყლის მიმწოდებელი ძრავა, მოგვაწოდეს ჭურჭელი და 900 ძირი ნერგი. მცირე ფინანსური დანაზოგის სახით, პროექტის განხორციელებაში ჩვენი წილიც შევიტანეთ. შევიძინეთ დამატებით 200 ძირი ნერგი. მოსავალს მოცვი სამ წელში იძლევა. უკვე თითქმის ორი წელი სრულდება, რაც პლანტაცია გავაშენეთ და პირველი ნაყოფიც მოგვცა. ბუჩქი დაახლოებით სამიდან ოთხ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, ძირის მოსავლიანობა კი ჩვენი ვარაუდით, 4-დან 7 კილოგრამამდე იქნება. სულ მოცვის 1100 ძირი გვაქვს დარგული. მოცვის მოსაყვანად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. პირველ რიგში, რაც მთავარია ბუჩქები უნდა გასუფთავდეს სარეველა ბალახებისგან. ქიმიური შეწამვლა არ ხდება, მკვებავ ორგანულ ნაერთს ვიყენებთ", - ამბობს თენგიზ მიქელაძე.

კოოპერატივ "გედის“ თავმჯდომარის, ზვიად მიქაძის თქმით, მოცვის პლანტაცია საკმაოდ შემოსავლიანი იქნება კოოპერატივში გაერთიანებული ოჯახების ფინანსური შემოსავლებისთვის.

"მოცვით მოვამარაგებთ ადგილობრივ ბაზარს და შესაძლოა, მომავალში ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ", - აღნიშნა ზვიად მიქაძემ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს