მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე
ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

ჯაში იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის დამ­გეგ­მა­ვი იმ ჯგუ­ფის­თვის, რო­მელ­შიც ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი შე­დი­ო­და. ილი­ას მკვლე­ლო­ბა იყო და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. ივა­ნე ინაშ­ვი­ლი ილი­ას მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ იყო, დი­მიტ­რი ჯაში კი - მკვლე­ლო­ბის დამ­გეგ­მავ-ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი

ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა თენ­გიზ სი­მაშ­ვილ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას" უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი და მა­სა­ლე­ბი­ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და.

თენ­გიზ სი­მაშ­ვი­ლი: - 2008 წელს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე გა­მოკ­ვლე­ვა "სო­ცი­ალ-დე­მოკრ­ატი ბოლ­შე­ვი­კი ტე­რო­რის­ტე­ბი - ილი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი", სა­დაც მკვლე­ლო­ბის მე­ო­თხე სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლის, ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მოვ­თქვი მო­საზ­რე­ბა... თბი­ლის­ში ილია იმერ­ლიშ­ვილს მეტ­სა­ხე­ლად "ილია მცხე­თელს" ეძახ­დნენ, დუ­შე­თის მაზ­რა­ში - "იმე­რელს", რად­გან მისი წი­ნა­პა­რი ლე­ჩხუ­მი­დან ყო­ფი­ლა გად­მო­სუ­ლი. ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ობ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტო­რი ნო­დარ გრი­გა­ლაშ­ვი­ლიც. 2010 წელს გა­მოს­ცა ნაშ­რო­მი "თა­ნამ­დე­ვი სული", სა­დაც­ ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ასა­ბუ­თებ­და, რომ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი იყო სწო­რედ ილი­ას მკვლე­ლო­ბის მე­ო­თხე მო­ნა­წი­ლე. მისი ნაშ­რო­მის გაც­ნო­ბის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ ჩემი მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­და­მუ­შა­ვე­ბას, ახა­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და...

ეროვ­ნულ, ასე­ვე შს სა­მი­ნის­ტროს პარ­ტი­ულ და უშიშ­რო­ე­ბის არ­ქი­ვებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი­ მო­ვი­ძიე, მათ შო­რის არის ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­თა ფო­ტო­ე­ბიც. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს "ვინ მოკ­ლა ილია?", რო­მე­ლიც შსს-ს არ­ქი­ვის ხელ­შე­წყო­ბით გა­და­ი­ღო რე­ჟი­სორ­მა მი­ხე­ილ ბე­რი­ნაშ­ვილ­მა­ (ილი­ას როლს თა­მაშ­ობს აწ გარ­დაცვ­ლილი მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა)...

აღ­მო­ვა­ჩი­ნე დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი პირ­და­პირ არის და­სა­ხელ­ებუ­ლი სა­გუ­რა­მო­ში მოქ­მე­დი წი­თე­ლი­ რა­ზმის­ ხელ­მძღვა­ნე­ლად, რომ­ლის წევ­რე­ბიც­ არი­ან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლე­ბი: ივა­ნე­ ინაშ­ვი­ლი, პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი... ისი­ნი ავ­სე­ბენ ჩემ მიერ ადრე მო­ძი­ე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს, სა­დაც­ ილი­ას მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი.

ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის ჟან­დარ­მე­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს კარ­ტო­თე­კა­ში და­ცულ მა­სა­ლა­სა­ და ფო­ტო­ზე, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მო­უ­რა­ვი დი­მიტ­რი სოფრ­ომის ძე ჯაში. იგი ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, ათი წლის ასა­კი­დან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ თა­ვარ­თქი­ლა­ძის სტამ­ბა­ში. 1906 წლი­დან კი ცნო­ბი­ლი ბოლ­შე­ვი­კი-ტე­რო­რის­ტის, ალექ­სან­დრე ობოლ­აძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი ტე­რო­რი­სტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გახ­დნენ. დღეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ილი­ას მო­უ­რა­ვის, მოსე მე­მარ­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლობ­აში (რომ­ლის ად­გი­ლიც შემ­დგომ დი­მიტ­რი ჯაშ­მა და­ი­კა­ვა) მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი, ივა­ნე­ ინაშ­ვი­ლი, პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი­ (ფაქ­ტობ­რი­ვად ისი­ნი, ვინც მერე ილია მოკ­ლეს). მე­მარ­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლეს, რათა ჯა­შის­თვის მო­უ­რა­ვის ად­გი­ლი გა­ე­თავ­ისუფ­ლე­ბი­ნათ. იმერ­ლიშ­ვილს კი ილი­ას მა­მულ­ში სან­დო კაცი სჭირ­დე­ბო­და­. ილი­ას მკვლე­ლო­ბა იყო და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. ილი­ას მე­ეტ­ლე თედო ლა­ბა­უ­რიც კი წი­თელ­რაზ­მე­ლი ყო­ფი­ლა. მე­ტიც, დას­ტურ­დე­ბა, რომ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი იყო სა­გუ­რა­მო­ში მოქ­მედ წი­თელ­რაზ­მელ­თა­ ხელ­მძღვა­ნე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ტე­რო­რის­ტი, ბოლ­შე­ვი­კი. მის რაზმში კი შე­დი­ოდ­ნენ უკვე ნახ­სე­ნე­ბი პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი, ივა­ნე ინაშ­ვი­ლი, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

ჯაში იყო ტერორისტული აქტების დამგეგმავი იმ ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ივანე ინაშვილი ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილე­ იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" უნიკალური ფოტოები და მასალები­ ექსკლუზიურად მიაწოდა.

თენგიზ სიმაშვილი: - 2008 წელს გამოვაქვეყნე გამოკვლევა "სოციალ-დემოკრ­ატი ბოლშევიკი ტერორისტები - ილიას მკვლელობის შემსრულებლები", სადაც მკვლელობის მეოთხე სავარაუდო მონაწილის, ილიკო იმერლიშვილის შესახებ გამოვთქვი მოსაზრება... თბილისში ილია იმერლიშვილს მეტსახე­ლად ,,ილია მცხეთელს" ეძახდნენ, დუშეთის მაზრაში - ,,იმერელს", რადგან მისი წინაპარი ლეჩხუმიდან ყოფილა გადმოსული. ამ საკითხზე მუშაობდა შესანიშნავი ლიტერატორი ნოდარ გრიგალაშვილიც. 2010 წელს გამოსცა ნაშრომი "თანამდევი სული", სადაც­ ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყ­რდნობით ასაბუთებდა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო სწორედ ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე. მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოპოვებული მასალები გადამუშავებას, ახალი საარქივო მასალის მოძიებას საჭიროებდა...

ეროვნულ, ასევე შს სამინისტროს პარტიულ და უშიშროების არქივებში ძალიან საინტერესო მასალები­ მოვიძიე, მათ შორის არის ილიას მკვლელობაში მონაწილეთა ფოტოებიც. ეს დოკუმენტები საფუძვლად დაედო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?", რომელიც შსს-ს არქივის ხელშეწყობით გადაიღო რეჟისორმა მიხეილ ბერინაშვილმა­ (ილიას როლს თამაშ­ობს აწ გარდაცვ­ლილი მსახიობი კოტე თოლორდავა)...

აღმოვაჩინე დოკუმენტები, სადაც ილიკო იმერლიშვილი პირდაპირ არის დასახელ­ებული საგურამოში მოქმედი წითელი­ რა­ზმის­ ხელმძღვანელად, რომლის წევრებიც­ არიან ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი... ისინი ავსებენ ჩემ მიერ ადრე მოძიებულ დოკუმენტებს, სადაც­ ილიას მკვლელობის მონაწილედ დასახელე­ბულია ილიკო იმერლიშვილი.

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს კარტოთეკაში დაცულ მასალასა­ და ფოტოზე, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი სოფრ­ომის ძე ჯაში. იგი ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი იყო, ათი წლის ასაკიდან ერთად მუშაობდნენ თავართქილაძის სტამბაში. 1906 წლიდან კი ცნობილი ბოლშევიკი-ტერორისტის, ალექსანდრე ობოლ­აძის ხელმძღვანელობით მოქმედი ტერორი­სტული ჯგუფის წევრები გახდნენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ილიას მოურავის, მოსე მემარნიშვილის მკვლელობ­აში (რომლის ადგილიც შემდგომ დიმიტ­რი ჯაშმა დაიკავა) მონაწილეობდნენ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი­ (ფაქტობრივად ისინი, ვინც მერე ილია მოკლეს). მემარნიშვილი მოკლეს, რათა ჯაშისთვის მოურავის ადგილი გაეთავ­ისუფლებინათ. იმერლიშვილს კი ილიას მამულში სანდო კაცი სჭირდებოდა­. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ილიას მეეტლე თედო ლაბაურიც კი წითელრაზმელი ყოფილა. მეტიც, დასტურდება, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა­ ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ უკვე ნახსენები პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები.

გაგრძელება