პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი
ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბია. დე­და­ქა­ლა­ქის მერი და­ვით ნარ­მა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვე­ბენ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი არე­ში­ძე და ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

გი­ორ­გი არე­ში­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას თა­ვი­დან­ვე სკან­და­ლი მოჰ­ყვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ­ბობ­და, რომ მისი და­ნიშ­ვნით "ქარ­თულ­მა" ოც­ნე­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნე­პო­ტიზ­მი გა­აძ­ლი­ე­რა, ვი­ნა­ი­დან არე­ში­ძე ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახა კა­ლა­ძის ცო­ლის ძმაა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ არე­ში­ძეს დე­და­ქა­ლა­ქის მერი და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებს. ნარ­მა­ნია ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი არე­ში­ძემ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვა, და მას რო­გორც მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ასე­ვე მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­პე­რი­ოდ­ში 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გვერ­დით ედგა.

რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, გი­ორ­გი არე­ში­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა თა­ვად და­ტო­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ნარ­მა­ნი­ამ თქვა, რომ არე­ში­ძის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კერ­ძო სექ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა.

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას კი არე­ში­ძე არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. პირ­ვე­ლად მას­ზე ხმა­მაღ­ლა მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი სა­ხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უდიპ­ლო­მო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ჰყავ­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც კა­ლა­ძის ცო­ლის ძმამ, გი­ორ­გი არე­ში­ძემ და­ამ­თავ­რა (წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­ცე­მულ დიპ­ლო­მებს სა­ხელ­მწი­ფო არ აღი­ა­რებს.

"დიპ­ლო­მის სკან­და­ლი" არა­ფე­რია იმას­თან, რის გა­მოც პა­სუ­ხის­გე­ბა გი­ორ­გი არე­ში­ძეს მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია. ოპო­ნენ­ტე­ბის ბრალ­დე­ბა ძა­ლი­ან მწვა­ვე იყო და ის სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო ხარ­ჯვას გუ­ლის­ხმობ­და. უფრო დე­ტა­ლუ­რად, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე­დი­ა­ტო­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გიგი კუბ­ლაშ­ვილ­მა იგი თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო ხარ­ჯვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ბა­ნა­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მისი მე­გობ­რის აი­პის­თვის თან­ხის უკა­ნო­ნო გა­და­რი­ცხვა­ში დას­დო ბრა­ლი. კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ გი­ორ­გი არე­ში­ძის სამ­სა­ხურს შე­ეძ­ლო ბა­ნა­კის სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მე­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი აიპი სამ­სა­ხუ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ესარ­გებ­ლა. მა­შინ არე­ში­ძემ გან­მარ­ტა, რომ მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა და მისი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის კი ბა­ნა­კის და­ნა­ხარ­ჯე­ბის დე­ტა­ლუ­რი ან­გარ­ში წა­რად­გი­ნა.

იხი­ლეთ დე­ტა­ლე­ბი სტა­ტი­ა­ში| რაში და­ი­ხარ­ჯა ბი­უ­ჯე­ტის 95 ათა­სი ლარი - კა­ლა­ძის ცო­ლის ძმამ შა­ო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი ბა­ნა­კის დე­ტა­ლუ­რი ხარჯთაღ­რი­ცხვა წა­რად­გი­ნა

რაც შე­ე­ხე­ბა ნე­პო­ტიზ­მის ბრალ­დე­ბას, რომ­ლის მოს­მე­ნა მას გა­უ­თა­ვებ­ლად უწევ­და, გი­ორ­გი არე­ში­ძე ასე პა­სუ­ხობ­და:

"ნე­პო­ტიზმს რაც შე­ე­ხე­ბა, მე ხში­რად აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემი კა­რი­ე­რა და­ვი­წყე აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად, მა­შინ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, ბა­ტო­ნი და­ვით ნარ­მა­ნი­ას გუნდში, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში." რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხას­თან კავ­შირს, იმის გარ­და, რომ კახა ჩემი ნა­თე­სა­ვია და ერთი და იგი­ვე პე­რი­ოდ­ში მოგ­ვი­წია ერთი და იგი­ვე პარ­ტი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, მეტი შე­ხე­ბა ჩვენ არ გვქო­ნია. მე სად­მე და­ვი­ნიშ­ნე­ბო­დი თუ არ და­ვი­ნიშ­ნე­ბო­დი, კონ­ტაქ­ტი ამ კუ­თხით კა­ხას­თან არას­დროს მქო­ნია.

რე­კო­მენ­და­ცია კა­ხას არ გა­უ­წე­ვია. მე მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს ბა­ტო­ნი ნარ­მა­ნი­ას გუნდში ვი­ყა­ვი. ჩვენ, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმუ­შა­ობ­დით. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბა­ტონ­მა და­ვით­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი მის გუნდში მე­რი­ა­ში და მე დავ­თან­ხმდი ამ წი­ნა­და­დე­ბას. წა­მო­ვე­დი, ვუდ­გა­ვარ გვერ­დში და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ 2015 წლი­დან­ვე და­ი­წყოს მე­რის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის იმ ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა სპორ­ტსა და გა­ნათ­ლე­ბის მხა­რეს. ჩემი აქ წა­მოს­ვლა პი­რა­დად ჩემ­სა და მერს შო­რის გა­და­წყდა, სხვა არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში".

იხი­ლეთ სტა­ტია| "ჩემ­თვის რე­კო­მენ­და­ცია კა­ხას არ გა­უ­წე­ვია" - გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ კახა კა­ლა­ძის ცო­ლისძმას­თან

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი არე­ში­ძის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან 2013 წელს იქორ­წი­ნა. წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია გა­და­ი­ხა­და და ჯვრის­წე­რას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც დღეს თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი არე­ში­ძე, რო­მე­ლიც დღე­ი­დან უკვე აღარ არის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, და შე­სა­ბა­მი­სად, აღარ შე­უქ­მნის უხერ­ხუ­ლო­ბას ვიცე-პრე­მი­ე­რის ცო­ლის ძმის სტა­ტუ­სი, სა­მო­მავ­ლოდ კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი

ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დედაქალაქის მერი დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი.

გიორგი არეშიძის თანამდებობაზე დანიშვნას თავიდანვე სკანდალი მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობდა, რომ მისი დანიშვნით "ქართულმა" ოცნებამ" ხელისუფლებაში ნეპოტიზმი გააძლიერა, ვინაიდან არეშიძე ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ცოლის ძმაა.

გათავისუფლებულ არეშიძეს დედაქალაქის მერი დადებითად მოიხსენიებს. ნარმანია ამბობს, რომ გიორგი არეშიძემ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა, და მას როგორც მერიაში მუშაობისას, ასევე მერის არჩევნების წინაპერიოდში 24-საათიან რეჟიმში გვერდით ედგა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გიორგი არეშიძემ თანამდებობა თავად დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას ნარმანიამ თქვა, რომ არეშიძის სამომავლო გეგმები კერძო სექტორს უკავშირდება.

თანამდებობაზე ყოფნისას კი არეშიძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. პირველად მასზე ხმამაღლა მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი სახით ხელისუფლებას უდიპლომო საჯარო მოხელე ჰყავდა.

უნივერსიტეტი, რომელიც კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ დაამთავრა (წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი), ავტორიზებული არ არის და შესაბამისად, აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომებს სახელმწიფო არ აღიარებს.

"დიპლომის სკანდალი" არაფერია იმასთან, რის გამოც პასუხისგება გიორგი არეშიძეს მერიაში მუშაობის მომდევნო პერიოდში მოუწია. ოპონენტების ბრალდება ძალიან მწვავე იყო და ის საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვას გულისხმობდა. უფრო დეტალურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელმა გიგი კუბლაშვილმა იგი თანხების უკანონო ხარჯვაში დაადანაშაულა და ბანაკის მომსახურებისთვის მისი მეგობრის აიპისთვის თანხის უკანონო გადარიცხვაში დასდო ბრალი. კუბლაშვილი აცხადებდა, რომ გიორგი არეშიძის სამსახურს შეეძლო ბანაკის სამუშაოებისთვის მერიაში არსებული აიპი სამსახურის მომსახურებით ესარგებლა. მაშინ არეშიძემ განმარტა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. დამაჯერებლობისთვის კი ბანაკის დანახარჯების დეტალური ანგარში წარადგინა.

იხილეთ დეტალები სტატიაში| რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

რაც შეეხება ნეპოტიზმის ბრალდებას, რომლის მოსმენა მას გაუთავებლად უწევდა, გიორგი არეშიძე ასე პასუხობდა:

"ნეპოტიზმს რაც შეეხება, მე ხშირად აღვნიშნავ, რომ ჩემი კარიერა დავიწყე აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ბატონი დავით ნარმანიას გუნდში, "ქართულ ოცნებაში." რაც შეეხება კახასთან კავშირს, იმის გარდა, რომ კახა ჩემი ნათესავია და ერთი და იგივე პერიოდში მოგვიწია ერთი და იგივე პარტიაში საქმიანობა, მეტი შეხება ჩვენ არ გვქონია. მე სადმე დავინიშნებოდი თუ არ დავინიშნებოდი, კონტაქტი ამ კუთხით კახასთან არასდროს მქონია.

რეკომენდაცია კახას არ გაუწევია. მე მერის არჩევნების დროს ბატონი ნარმანიას გუნდში ვიყავი. ჩვენ, ახალგაზრდები საარჩევნო პრობლემებიდან გამომდინარე ვმუშაობდით. არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ, ბატონმა დავითმა შემომთავაზა, წამოვსულიყავი მის გუნდში მერიაში და მე დავთანხმდი ამ წინადადებას. წამოვედი, ვუდგავარ გვერდში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2015 წლიდანვე დაიწყოს მერის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც ეხება სპორტსა და განათლების მხარეს. ჩემი აქ წამოსვლა პირადად ჩემსა და მერს შორის გადაწყდა, სხვა არავინ ჩარეულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში".

იხილეთ სტატია| "ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან

რაც შეეხება გიორგი არეშიძის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. წყვილმა მოკრძალებული ცერემონია გადაიხადა და ჯვრისწერას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

როგორც დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, გიორგი არეშიძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის მერიის თანამშრომელი, და შესაბამისად, აღარ შეუქმნის უხერხულობას ვიცე-პრემიერის ცოლის ძმის სტატუსი, სამომავლოდ კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."