ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ ე. წ. ლტოლვილთა კორპუსი შეძრა, - 18 წლის გ. კ. 30 წლის შავლეგ გ-მ დანით დაჩეხა, შემდეგ გასისხლიანებული მაიტოვა და მიიმალა. ფაქტი მით უფრო ამაზრზენია, რომ მოკლული და მკვლელი მეზობლები არიან და თურმე ოჯახებით ახლობლობდნენ კიდეც. ისინი ერთ კორპუსში პირველ და მესამე სართულებზე ცხოვრობდნენ. ტრაგედიის დეტალებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მოგვიყვა.
- ო.ლ: - ყველა შეძრული ვართ მომხდარით. უმეტესობა ამ კორპუსში მცხოვრებნი კოდორიდან ლტოლვილები ვართ, ერთმანეთს ვერ ვშორდებით და ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. თუმცა ის არ ვიცით, რა საქმე უნდა ჰქონოდა 18 წლის ბიჭთან 30 წლის კაცს, რა უნდა დაეშავებინა ამ პატარა ბიჭს ისეთი, სასიკვდილოდ რომ გაიმეტა?! თანაც, ისე მოკლა, იმასაც რომ ვერ იტყვი, ტვინი რაღაცამ აურიაო, - თურმე ჩაფიქრებული ჰქონია და საწყალს კორპუსის ეზოში დანით დახვდა, ჯერ უთქვამს, - სიგარეტი აქ გაქვთ, მომაწევინეთ, ბიჭებოო.
- ანუ გარდაცვლილი მარტო არ იყო?
- ამხანაგთან ერთად იყო. გარდაცვლილი წესიერი ბავშვი იყო, სკოლა არ დაამთავრა, პროფესიულ სასწავლებელში შევიდა, - ვიმუშავებ და ცოტა ფული მექნებაო. ახლა დალხინებულად არავინ ცხოვრობს, სახლში კიდევ 2 დედ-მამიშვილი ჰყავს, ეტყობა, იფიქრა, ოჯახს დავეხმარებიო.
- მკვლელობა სიგარეტის გამო მოხდა?
- სიგარეტი არაფერ შუაშია, ბიჭებმა რომ უთხრეს, იმ უნამუსოს, არა სიგარეტი არ გვაქვსო, - მაინც გზაზე გადაუდგა, - არა უშავს, მაშინ აქვე მაღაზიაში წამომყევით, მარტო წასვლა მეზარება, თან ლუდსაც ვიყიდიო. ესენიც გაჰყვნენ მორჩილად, რას მოიფიქრებდნენ, რომ მაღაზიაში მოსაკლავად მიერეკებოდა.