მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"

მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"

"12 წლიდან შენ მოგდევ, უფალოო" - უთხრა უფალს და მაცხოვრის ხატს მოეფერა. მერე ღამე იყო, მეორე დღის 4 საათამდე გაუსაძლისი ტკივილებით სავსე. მერე ხმაურით დაიწყო სუნთქვა. დედას უხმობდა . . . მერე სულის გასვლის ლოცვები წაუკითხეს. აღარაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალმოუშორებლად შესცქეროდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ლოცვის დამთავრებისას გაიღიმა და სული განუტევა. და, რადგანაც 2 ნოემბერს გარდაიცვალა, სწორედ ეს დღე დააწესა ქართულმა ეკლესიამ მამა გაბრიელის ხსენების დღედ, როდესაც იგი წმინდანთა დასში შერაცხა და წმინდა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი, უწოდა.

ეს მისი 66-წლიანი მიწიერი, ბრძოლებით სავსე ცხოვრების დასასრული და ზეციურ, მოზეიმე ეკლესიასთან შეერთების დღე და საათი იყო.

მაშინ დაიბადა, როდესაც საბჭოთა ტერორი და ათეიზმი სულსა და სხეულს ერთნაირად უმახინჯებდა ადამიანსაც და ერსაც. იქ, იმ სიმახინჯეში შეიცნო ღმერთი - აბსოლუტური, სრულყოფილი მშვენიერება. ჯერ კიდევ პატარა, კენჭებისაგან პატარა ეკლესიებს აგებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა.

7 წლის იყო, როდესაც მეზობლების ჩხუბს შეესწრო და ისიც გაიგო, ერთმა მეორე რომ უთხრა-რა ჯვარს მაცვი ქრისტესავითო. იმ მეზობელს ჰკითხა, რას ამბობო, მან კიდევ ეკლესიისაკენ მიუთითა. ტაძარში რომ შევიდა და ჯვარცმა დაინახა, ფეხებზე მოეხვია ქრისტეს და ცრემლები წამოუვიდა ღაპაღუპით, ასე როგორ გაგიმეტესო. მერე ეკლესიის დარაჯს უთხრა, ვინ იყო, მითხარიო. დარაჯმა კი უთხრა, მის ცხოვრებაზე წიგნია დაწერილი და "სახარება" ჰქვიაო. პატარა ვასიკომ ფულის შეგროვება დაიწყო წიგნის საყიდლად, მხოლოდ რამდენიმე მანეთის მოგროვება შეძლო. ნავთლუღის ბაზარში წავიდა, სადაც სახლიდან გამოტანილ ნივთებს ყიდიდნენ. სწორედ იქ შეიძინა სასწაულებრივად, წმინდა ნიკოლოზის ხელიდან, სახარება და მას შემდეგ ეს საოცარი წიგნი მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა: გამუდმებით კითხულობდა, მასზე ფიქრობდა, ქადაგებდა . . .

12 წლისას უკვე სასწაულმოქმედებისა და საღმრთო გამოცხადების ნიჭი მიემადლა: მეზობელი იხსენებდა "ბიძაჩემს საოცარი ღონის გამო "მუხას" ეძახდნენ. ერთხელ სახლში გაოცებული დაბრუნდა " წმინდა გიორგის დანგრეულ ეკლესიასთან რომ გამოვიარე, დავინახე, ვასიკო როგორ ასუფთავებდა დიდი ლოდებისაგან ტაძარსო. რომ შემამჩნია, მითხრა, მუხა ძია, მოდი, თუ შეძლებ, ეს ლოდი ასწიეო. რამდენი ვეცადე, ძვრაც ვერ ვუყავიო. ვასიკომ კიდე - ქრისტეს სახელითო - თქვა, ასწია და გარეთ გატანილ ლოდებთან დადოო". 12 წლისას დედამ სახარება საპირფარეშოში ჩაუგდო. ვასიკომ მაშინვე ამოიღო წიგნი, გაწმინდა და. . . სახლიდან წავიდა. მან უკვე იცოდა, რომ მისი ჯვარი ქრისტეს თავდაუზოგავ მსახურებას აკისრებდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია