სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები ყარამანაშვილები სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
ძმები ყარამანაშვილები სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, "რუს­თა­ვი 2"-ის 91 %-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი, ძმე­ბი ყრა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან . "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლე­ად გთა­ვა­ზობთ.

"პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლას, ვინც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და და გულ­შე­მატ­კივ­რობ­და "რუს­თა­ვი 2"-ს და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ყვე­ლა რი­გით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. თქვენ თქვე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ბრძო­ლით, ამ ეტაპ­ზე მო­ა­ხერ­ხეთ, შან­სი მი­გე­ცათ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუმ­ცა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის ჯერ კი­დევ წინ არის. მთა­ვა­რი მად­ლო­ბა გვინ­და ვუ­თხრათ "რუს­თა­ვი 2"-ის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­თაც მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის განმვა­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წნე­ხის ქვეშ უწევთ მუ­შა­ო­ბა და მა­ინც უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან თა­ვის საქ­მეს.

დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის თვალ­წინ გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მარლთმსა­ჯუ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი აქტი. სა­ხელ­მწი­ფომ იძა­ლა­და არა კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ა­ზე, რუს­თა­ვი 2ზე, არა­მედ თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­ზე და ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლანრ­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე. ჩვენ, რუს­თა­ვი 2 ის მფლო­ბე­ლე­ბი, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეჭვი არ გვე­პა­რე­ბა ჩვენს სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა­ში, იმა­ში, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მა­ინც შევ­ძლებთ ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვას. რა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­საც არ უნდა მი­მარ­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზონ­დერ­მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ჩვენ მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ რუს­თა­ვი2-ს, რად­გან სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­საა, სა­ხელ­მწი­ფო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­ცვე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოა და, რაც მთა­ვა­რია, ამ­გვა­რია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება, რო­მელ­საც სურს დე­მოკ­რა­ტია, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლა­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია, სურს ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი, რის წარ­თმე­ვა­საც დღეს ცდი­ლობს მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

რუს­თა­ვი 2ის გა­რე­შე, კრი­ტი­კუ­ლი სი­ტყვის გა­რე­შე, ქვე­ყა­ნას ერ­თმე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შან­სი, რა­საც მივ­ყე­ვართ სა­ხელ­მწი­ფოს­კენ, სა­დაც ერთი პი­რის ხელ­შია თავ­მოყ­რი­ლი მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოც და მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც - მე­დია, და უქ­მდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტი - თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რის ნაც­ვლა­დაც ვი­ღებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მით­ვი­სე­ბას და ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟიმს.

ჩვენ გვინ­და ყვე­ლას, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვის გა­სა­გო­ნად გან­ვა­ცხა­დოთ: რუ­სუ­ლი სცე­ნა­რით მიმ­დი­ნა­რე ეს ოლი­გარ­ქი­უ­ლი თავ­დას­ხმა ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე და ამ ბრძო­ლა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ.

"რუს­თა­ვი 2" არის და იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ძმები ყარამანაშვილები სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ძმები ყარამანაშვილები სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "რუსთავი 2"-ის 91 %-იანი წილის მფლობელები, ძმები ყრამანაშვილები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან . "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ.

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იცავდა და გულშემატკივრობდა "რუსთავი 2"-ს და სიტყვის თავისუფლებას. ყველა რიგით საქართველოს მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. თქვენ თქვენი თანმიმდევრული, პრინციპული და სამართლიანი ბრძოლით, ამ ეტაპზე მოახერხეთ, შანსი მიგეცათ დემოკრატიისთვის, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის ჯერ კიდევ წინ არის. მთავარი მადლობა გვინდა ვუთხრათ "რუსთავი 2"-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც მთელი ამ პერიოდის განმვალობაში წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა და მაინც უმაღლესი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს.

დღეს მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ განხორციელდა პოლიტიკური მარლთმსაჯულების ძალადობრივი აქტი. სახელმწიფომ იძალადა არა კონკრეტულ კომპანიაზე, რუსთავი 2ზე, არამედ თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანრტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ, რუსთავი 2 ის მფლობელები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში, იმაში, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მაინც შევძლებთ ჩვენი საკუთრების დაცვას. რა მანიპულაციებსაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ზონდერმოსამართლეების მეშვეობით, ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ რუსთავი2-ს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, სახელმწიფოში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატიის დამცველი ინსტიტუციები, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა და, რაც მთავარია, ამგვარია ქართველი ხალხის ნება, რომელსაც სურს დემოკრატია, ქვეყნის ევროატლატიკური ინტეგრაცია, სურს ქვეყნის წარმატებული მომავალი, რის წართმევასაც დღეს ცდილობს მოძალადე ხელისუფლება.

რუსთავი 2ის გარეშე, კრიტიკული სიტყვის გარეშე, ქვეყანას ერთმევა წარმატებული განვითარების და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი, რასაც მივყევართ სახელმწიფოსკენ, სადაც ერთი პირის ხელშია თავმოყრილი მთელი ხელისუფლება, მათ შორის სასამართლოც და მეოთხე ხელისუფლებაც - მედია, და უქმდება დემოკრატიის ფუნდამენტი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის ნაცვლადაც ვიღებთ ხელისუფლების მითვისებას და ტოტალიტარულ რეჟიმს.

ჩვენ გვინდა ყველას, პირველ რიგში, ჩვენი მაღალპროფესიონალური კოლექტივის გასაგონად განვაცხადოთ: რუსული სცენარით მიმდინარე ეს ოლიგარქიული თავდასხმა ვერ იქნება წარმატებული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

"რუსთავი 2" არის და იქნება მთავრობისგან დამოუკიდებელი, ყველაზე მაღალპროფესიული მედია საქართველოში", - ნათქვამია ყარამანაშვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები