პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს
"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს

თა­მარ ჩორ­გე­ლე­იშ­ვი­ლი ბოლო დღებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს:

"დი­ლი­დან შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და და ახლა მო­ვი­ცა­ლე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას:

1. და­ვი­წყებ თქვე­ნი "მო­გე­ბით" - სა­ა­კაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად და­ა­ზი­ა­ნეთ ამ სა­უბ­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, არა ამ სა­უბ­რე­ბის ში­ნა­არ­სის არა­მედ თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის ტო­ნის გამო.

რამ­დე­ნად იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც კი ვერ მი­ი­ღებს, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ იქ­ნე­ბა - უფრო მე­ტიც, პარ­ტი­ის წევ­რიც კი ვერ იქ­ნე­ბა და ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, ცალ­კე სა­კი­თხია.

2. ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ერ­თგვა­რი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წი­ეთ - ვინც აქამ­დე ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პარ­ტი­ის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დიქ­ტა­ტო­რი, ანუ ენმ-ის ბი­ძი­ნა, მათ სა­სა­უბ­რო არ აქვთ, გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რჩე­ვე­ბი, თუ მი­თი­თე­ბე­ბი არც პარ­ტი­ის ლი­დერ­შიფ­მა არც რუს­თა­ვი ორმა არ გა­ი­ზი­ა­რა.

3. რაც მეტს იყ­ვი­რებთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი "სის­ხლისღვრას" აწყობ­და, მით უფრო სუ­ლე­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, იმი­ტომ რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, ვი­საც საღი აზრი აქვს და ვის სი­ტყვა­საც წონა აქვს, რო­გორც აქ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ზუს­ტად ხვდე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამს ბი­ძი­ნას გეგ­მა­ზე, სის­ხლი დაღ­ვა­როს და იმა­ზე, რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი.

ამას ის სამი წე­ლია ამას ამ­ბობს. სამი წე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სის­ხლის და­უღვრე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არ წავა.

ილო­ცეთ, რომ მიშა მარ­თა­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს. ილო­ცეთ!

4. ადრე თუ მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფიქ­რობ­და, რომ ბი­ძი­ნა სის­ხლს დაღ­ვრის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და კონ­სენ­სუ­სი პარ­ტი­ა­შიც არ ჰქონ­და, ახლა ამა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და­ფიქ­რდა. ანუ მათ თავ­შიც გაჩ­ნდა აზრი, რომ შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ამ გზას და­ად­გეს. ჯერ ჯე­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა ეს აზრი ბჟუ­ტავს, მაგ­რამ იქაა.

ეს ბი­ძი­ნას არ აწყობს, ვი­ნა­ი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს და უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ეს უკვე ასეც ხდე­ბა - წე­სით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა იყოთ ამის შე­სა­ხებ.

5. კი­დევ ერთხელ თავი მო­ი­ჭე­რით სა­ერ­თშო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, იმი­ტომ რომ ელა­პა­რა­კე­ბით იმ სა­უბ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­საც კი ვერ ადას­ტუ­რებთ - რაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია თქვენ­თვის, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად წარ­მო­გა­ჩენთ.

6. ნა­კე­რავ­ზე იხე­ვით, წა­მე­ბის კად­რებს სა­ჯა­როდ აჩ­ვე­ნებთ ქა­ლა­ქის ცენ­ტრებ­ში, პრე­მი­ე­რი პირ­და­პირ მო­უ­წო­დებს აქ­ტი­ვის­ტებს ენმ-ის დარ­ბე­ვის­კენ, პი­რად სა­უბ­რებს აქ­ვეყ­ნებთ რომ ხალ­ხი გა­აბ­რა­ზოთ - ჩემი ფეხი! გონ­ჯი სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დარ­ბი­ან ხელ­ში პა­მიდვ­რე­ბით - ვე­რა­ნა­ი­რი აგ­რე­სია ვერ აა­გო­რეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მცდე­ლო­ბა არ და­ა­კე­ლით.

7. რუს­თა­ვი ორს ეცით, თავი მო­ი­ჭე­რით, სა­სა­მარ­თლო­საც თავი მო­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­აღ­ვი­ძეთ და მი­ახ­ვედ­რეთ, რომ ბი­ძი­ნას სა­მე­ფო­ში რა­ღაც ძა­ლი­ან მაგ­რად ყარს - ანუ ზი­ა­ნი მი­ი­ღეთ და ვერ წა­ი­ღეთ.

მე­ო­რე მხრივ - შე­იძ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მად­ლო­ბაც კი გა­და­უ­ხა­დოთ რომ ეხიტ სტრა­ტე­გია გა­პოვ­ნი­ნათ. აშ­კა­რად გე­ტყო­ბო­დათ რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცი­ას უკვე შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ყავ­დით - სხვა შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლამ ვი­ცით, რომ 19 ოქ­ტომ­ბერს თუ არა, 22 ოქ­ტომ­ბერს ნამ­დვი­ლად მი­გ­ქონ­დათ. ბი­ძი­ნას ბრძა­ნე­ბა ასე­თი იყო და ვე­რა­ფერს შვე­ბო­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაგ­რად გე­ში­ნო­დათ.

8. რუს­თა­ვი ორზე წა­პო­ტი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­გა­შის შე­დე­გად, ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მა­ტუ­რი თემა გა­აღ­ვი­ძეთ - მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, რო­მე­ლიც ასე თუ ისე, შერ­ჩე­ნი­ლი გქონ­დათ უკ­რა­ი­ნის და იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს გა­მოც­დი­ლე­ბის გამო (შე­მიძ­ლია გან­გი­მარ­ტოთ, რას ვგუ­ლის­ხმობ - თუ ვერ იგებთ).

ახლა, რო­დე­საც ახალ, მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ სტრა­ტე­გი­ას შე­ი­მუ­შა­ვებს და­სავ­ლე­თი თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, იქ არა მხო­ლოდ რუს­თა­ვი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის, არა­ფორ­მა­ლუ­რი მარ­თვის და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხე­ბიც მოხ­ვდე­ბა.

9. ამ აყალ­მა­ყა­ლის შე­დე­გად ეკო­ნო­მი­კა კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნეთ და რაც თქვე­ნი მთვა­რი პრობ­ლე­მაა - უმუ­შევ­რო­ბა, სი­ღა­რი­ბე, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი და ა. შ. კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და.

10. თქვე­ნი რე­ი­ტინ­გი დღეს 14%-ზე და­ბა­ლია - ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ წინა კვლე­ვის­თვის ველი აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო - აგ­ვის­ტოს მერე ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქვით­რე­ბი მი­ი­ღო მო­სახ­ლე­ო­ბამ და გა­ი­გო, რომ 2016 წელს მათი პენ­სია არ მო­ი­მა­ტებს.

ჰოდა ჩემი რჩე­ვა თუ გინ­დათ, ხმა ჩა­იგ­დეთ - მორ­ჩით ამ უაზ­რო ცირკს და უკა­ნო­ნო პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ან არ მორ­ჩეთ - სულ ერ­თია აწი, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­გას აღარ აქვს.

მი­ეთ­რი­ეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ისე, რომ ქვე­ყა­ნას კი­დევ უფრო მეტი ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოთ და მერე და­ახ­ვი­ეთ" - ნათ­ქვა­მია პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს

"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს

თამარ ჩორგელეიშვილი ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებზე წერს:

"დილიდან შეხვედრები მქონდა და ახლა მოვიცალე.

საქართველოს მთავრობას:

1. დავიწყებ თქვენი "მოგებით" - სააკაშვილი ნამდვილად დააზიანეთ ამ საუბრების გამოქვეყნებით, არა ამ საუბრების შინაარსის არამედ თავად სააკაშვილის ტონის გამო.

რამდენად იყო თქვენი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დაზიანება, რომელიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე არ იქნება - უფრო მეტიც, პარტიის წევრიც კი ვერ იქნება და ამ ეტაპზე უკრაინელი პოლიტიკოსია, ცალკე საკითხია.

2. ნაციონალურ მოძრაობას ერთგვარი სამსახური გაუწიეთ - ვინც აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არის პარტიის ერთპიროვნული დიქტატორი, ანუ ენმ-ის ბიძინა, მათ სასაუბრო არ აქვთ, გამოჩნდა, რომ სააკაშვილის რჩევები, თუ მითითებები არც პარტიის ლიდერშიფმა არც რუსთავი ორმა არ გაიზიარა.

3. რაც მეტს იყვირებთ, რომ სააკაშვილი "სისხლისღვრას" აწყობდა, მით უფრო სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს და ვის სიტყვასაც წონა აქვს, როგორც აქ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში ზუსტად ხვდება, რომ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს ბიძინას გეგმაზე, სისხლი დაღვაროს და იმაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი.

ამას ის სამი წელია ამას ამბობს. სამი წელია სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სისხლის დაუღვრელად ხელისუფლებიდან არ წავა.

ილოცეთ, რომ მიშა მართალი არ აღმოჩნდეს. ილოცეთ!

4. ადრე თუ მხოლოდ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ბიძინა სისხლს დაღვრის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კონსენსუსი პარტიაშიც არ ჰქონდა, ახლა ამაზე საერთაშორისო საზოგადოებაც დაფიქრდა. ანუ მათ თავშიც გაჩნდა აზრი, რომ შეიძლება ბიძინა ამ გზას დაადგეს. ჯერ ჯერობით შეიძლება ეს აზრი ბჟუტავს, მაგრამ იქაა.

ეს ბიძინას არ აწყობს, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და უფრო მობილიზებული იქნება და ეს უკვე ასეც ხდება - წესით ინფორმირებულები უნდა იყოთ ამის შესახებ.

5. კიდევ ერთხელ თავი მოიჭერით საერთშორისო საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ელაპარაკებით იმ საუბრებზე დაყრდნობით, რომლის ავთენტურობასაც კი ვერ ადასტურებთ - რაც ძალიან, ძალიან დამაზიანებელია თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან არასერიოზულად წარმოგაჩენთ.

6. ნაკერავზე იხევით, წამების კადრებს საჯაროდ აჩვენებთ ქალაქის ცენტრებში, პრემიერი პირდაპირ მოუწოდებს აქტივისტებს ენმ-ის დარბევისკენ, პირად საუბრებს აქვეყნებთ რომ ხალხი გააბრაზოთ - ჩემი ფეხი! გონჯი სადღობელაშვილი და თვითმმართველობის თანამშრომლები დარბიან ხელში პამიდვრებით - ვერანაირი აგრესია ვერ ააგორეთ, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დააკელით.

7. რუსთავი ორს ეცით, თავი მოიჭერით, სასამართლოსაც თავი მოჭერით, საერთაშორისო საზოგადოება ბოლომდე გამოაღვიძეთ და მიახვედრეთ, რომ ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს - ანუ ზიანი მიიღეთ და ვერ წაიღეთ.

მეორე მხრივ - შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობაც კი გადაუხადოთ რომ ეხიტ სტრატეგია გაპოვნინათ. აშკარად გეტყობოდათ რომ საერთაშორისო რეაქციას უკვე შეშინებულები ყავდით - სხვა შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ 19 ოქტომბერს თუ არა, 22 ოქტომბერს ნამდვილად მიგქონდათ. ბიძინას ბრძანება ასეთი იყო და ვერაფერს შვებოდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად გეშინოდათ.

8. რუსთავი ორზე წაპოტინების შემდეგ საერთაშორისო განგაშის შედეგად, ყველა სხვა პრობლემატური თემა გააღვიძეთ - მათ შორის პოლიტიკური პატიმრები, რომელიც ასე თუ ისე, შერჩენილი გქონდათ უკრაინის და იულია ტიმოშენკოს გამოცდილების გამო (შემიძლია განგიმარტოთ, რას ვგულისხმობ - თუ ვერ იგებთ).

ახლა, როდესაც ახალ, მოდიფიცირებულ სტრატეგიას შეიმუშავებს დასავლეთი თქვენთან ურთიერთობისთვის, იქ არა მხოლოდ რუსთავი, არამედ პოლიტიკური პატიმრების, არაფორმალური მართვის და პოლიტიკური ძალადობის საკითხებიც მოხვდება.

9. ამ აყალმაყალის შედეგად ეკონომიკა კიდევ უფრო დააზიანეთ და რაც თქვენი მთვარი პრობლემაა - უმუშევრობა, სიღარიბე, გაუფასურებული ლარი და ა. შ. კიდევ უფრო დამძიმდა.

10. თქვენი რეიტინგი დღეს 14%-ზე დაბალია - ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა კვლევისთვის ველი აგვისტოში დაიწყო - აგვისტოს მერე ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, გაძვირებული ელექტროენერგიის ქვითრები მიიღო მოსახლეობამ და გაიგო, რომ 2016 წელს მათი პენსია არ მოიმატებს.

ჰოდა ჩემი რჩევა თუ გინდათ, ხმა ჩაიგდეთ - მორჩით ამ უაზრო ცირკს და უკანონო პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებას, ან არ მორჩეთ - სულ ერთია აწი, არანაირი მნიშვნელობა მაგას აღარ აქვს.

მიეთრიეთ არჩევნებამდე ისე, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოთ და მერე დაახვიეთ" - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს