მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო
ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო

"დღეს ბა­თუ­მის იერ­სა­ხეს მრა­ვა­ლი ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე შტრი­ხი და­ე­მა­ტა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა რო­გორც ქა­ლა­ქის ხა­სი­ა­თი, ისე მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე. ეს ნი­უ­ან­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს, თუმ­ცა ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ დღეს ბა­თუ­მი შავი ზღვის სა­ნა­პი­როს ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტია"

დი­ა­კო­ნი­ძე­ე­ბის მე­ჩე­თი, XIX ს. (სო­ფე­ლი აგა­რა, ხელ­ვა­ჩა­უ­რი). გოგა ჩა­ნა­დი­რი

ფო­ტო­ალ­ბო­მი "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო" 12 +1 ტო­მის­გან შედ­გე­ბა. ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლი ტომი აჭა­რით იწყე­ბა და აფხა­ზე­თით მთავ­რდე­ბა, მე-13 ტომი კი თბი­ლი­სის ალ­ბო­მით დას­რულ­დე­ბა. სე­რი­ის თითო ტომი თვე­ში ერთხელ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. ფო­ტო­ალ­ბო­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არის მო­თხრო­ბი­ლი და ცნო­ბილ ფო­ტო­ხე­ლო­ვან­თა - ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძი­სა და გოგა ჩა­ნა­დი­რის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, დამ­წყე­ბი და მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი გზამ­კვლე­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის, რად­გან ყო­ველ ტომს, ფო­ტო­მა­სა­ლის გარ­და, ახ­ლავს კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის რუკა. სე­რია ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზეა.

ნეს­ტან მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი: - პრო­ექ­ტში, "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო", გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა, დამ­წყე­ბი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი - თავ­იანთ ნა­მუ­შევ­რებს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით გვიგ­ზავ­ნი­ან. ეს ალ­ბო­მე­ბი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რად­გან ხში­რად ჩვენც ვერ ვა­ხერ­ხებთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სრუ­ლად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. რაც მთა­ვა­რია, ეს ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი ფი­ნან­სუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა, რაც კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია მკი­თხვე­ლის­თვის.

ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია­, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი: - 14 ფო­ტო­ალ­ბო­მის ავ­ტო­რი ვარ. ჩემი სა­ი­მი­ჯო ალ­ბო­მე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ მინ­დო­და, რა­ი­მე ისე­თი მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, ხალ­ხის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო. ამ იდე­ის გან­ხორ­ციე­ლე­ბა­ში­ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რაL" და­მეხ­მა­რა.

მი­ხა­რია, რომ სწო­რედ მათ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბის ახა­ლი სე­რი­ის შე­ძე­ნა ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა. თვე­ში თითო ალ­ბო­მი გა­მო­ვა.

ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ა­თის შე­ნო­ბის ნა­წი­ლი. ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია

მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძე, ის­ტო­რი­კო­სი, კარ­ტოგ­რა­ფი: - ასე­თი სე­რი­უ­ლი გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არ არ­სე­ბობს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბი - ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია და გოგა ჩა­ნა­დი­რი. სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ერთი სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ იტევს, რამ­დე­ნიც არ­სე­ბობს. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ეს სა­უ­ცხოო დამ­ხმა­რე იქ­ნე­ბა. ის უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­თან ჩვენს ქვე­ყა­ნას ერ­თგვარ აგი­ტა­ცი­ას გა­უ­წევს, რომ აქა­უ­რო­ბა ნა­ხონ და ეს წიგ­ნე­ბი წა­ი­ღონ, რო­გორც სუ­ვე­ნი­რე­ბი.

გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი: - სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ეს პრო­ექ­ტი აჭა­რით იწყე­ბა, რად­გან იქ ყვე­ლა­ზე თვალ­ხი­ლუ­ლია­ ეთ­ნოგ­რა­ფია, მა­გა­ლი­თად, ლაზი ოს­ტა­ტე­ბის­ მიერ აგე­ბუ­ლი მე­ჩე­თე­ბი, მო­ხა­ტუ­ლი კა­რით,­ რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ კუთ­ხეში­ არ გვხვდე­ბა. აჭა­რა მთი­სა და ზღვის­ ნა­ზა­ვია,­ ბა­თუ­მი კი ულა­მა­ზე­სი ქალა­ქია.­ მინ­დო­და, აჭა­რა ცოტა სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­მე­დგი­ნა - მე­ჩე­თე­ბი, ბა­თუ­მის ქუ­ჩე­ბი, აჭა­რის მთი­ა­ნე­თის - ბახ­მა­რო­სა და ჭვა­ნას შო­რის მცხოვ­რებ­ნი, გად­მო­მე­ცა­ მათი პორ­ტრე­ტე­ბი და ყოფა, ჩაც­მის კულტ­ურა. წიგნ­ში შე­ტა­ნი­ლია ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი გო­ნი­ოს ციხე, რო­მე­ლიც ძლივს გა­ვი­მე­ტე გა­მო­ცე­მის­თვის.

მზად­დე­ბა ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბის სე­რი­ის სა­სა­ჩუქ­რე, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აც, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ ყუთ­ში იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი და 400 ლარი ეღი­რე­ბა. ამ გა­მო­ცე­მის გა­ყიდ­ვა­ში გა­მოს­ვლამ­დე მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ტე­ლე­ფო­ნით და­ჯავ­შნონ ის, რად­გან სა­სა­ჩუქ­რე ვერ­სია ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით და­ი­ბეჭ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო

ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო

"დღეს ბათუმის იერსახეს მრავალი ახალი, თანამედროვე შტრიხი დაემატა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ქალაქის ხასიათი, ისე მისი ვიზუალური მხარე. ეს ნიუანსები საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ დღეს ბათუმი შავი ზღვის სანაპიროს ნამდვილი მარგალიტია"

დიაკონიძეების მეჩეთი, XIX ს. (სოფელი აგარა, ხელვაჩაური). გოგა ჩანადირი

ფოტოალბომი "ჩემი საქართველო" 12 +1 ტომისგან შედგება. ანბანის მიხედვით პირველი ტომი აჭარით იწყება და აფხაზეთით მთავრდება, მე-13 ტომი კი თბილისის ალბომით დასრულდება. სერიის თითო ტომი თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. ფოტოალბომებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ არის მოთხრობილი და ცნობილ ფოტოხელოვანთა - ბადრი ვადაჭკორიას, ირაკლი გედენიძისა და გოგა ჩანადირის ფოტოებთან ერთად, დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. ფოტოალბომები გზამკვლევის როლს შეასრულებს ტურისტებისათვის, რადგან ყოველ ტომს, ფოტომასალის გარდა, ახლავს კონკრეტული რეგიონის რუკა. სერია ქართულ და ინგლისურ ენებზეა.

ნესტან მაღალაშვილი, პროექტის მენეჯერი: - პროექტში, "ჩემი საქართველო", გარდა პროფესიონალებისა, დამწყები ფოტოხელოვანებიც არიან ჩართულნი - თავ­იანთ ნამუშევრებს "ფეისბუქის" საშუალებით გვიგზავნიან. ეს ალბომები უცხოელი ტურისტებისა და ქართველებისთვის თანაბრად საინტერესო იქნება, რადგან ხშირად ჩვენც ვერ ვახერხებთ საკუთარი ქვეყნის სრულად დათვალიერებას. რაც მთავარია, ეს ფოტოალბომები ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება, რაც კარგი საჩუქარია მკითხველისთვის.

ბადრი ვადაჭკორია­, ფოტოხელოვანი: - 14 ფოტოალბომის ავტორი ვარ. ჩემი საიმიჯო ალბომები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ მინდოდა, რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ იდეის განხორ­ციე­ლებაში­ გამომცემლობა "პა­ლიტრაL" დამეხმარა.

მიხარია, რომ სწორედ მათთან ერთობლივი მუშაობით ფოტოალბომების ახალი სერიის შეძენა ყველას შეეძლება. თვეში თითო ალბომი გამოვა.

ასტრონომიული საათის შენობის ნაწილი. ბადრი ვადაჭკორია

მანანა შეყილაძე, ისტორიკოსი, კარტოგრაფი: - ასეთი სერიული გამოცემა საქართველოს მხარეების შესახებ, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობენ ცნობილი ფოტოხელოვანები - ბადრი ვადაჭკორია და გოგა ჩანადირი. საქართველოს მხარეების შესახებ ერთი სასკოლო სახელმძღვანელო იმდენ ინფორმაციას ვერ იტევს, რამდენიც არსებობს. ამიტომ მოსწავლეებისთვის ეს საუცხოო დამხმარე იქნება. ის უცხოელ ტურისტებთან ჩვენს ქვეყანას ერთგვარ აგიტაციას გაუწევს, რომ აქაურობა ნახონ და ეს წიგნები წაიღონ, როგორც სუვენირები.

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი: - სიმბოლურია, რომ ეს პროექტი აჭარით იწყება, რად­გან იქ ყველაზე თვალხილულია­ ეთნოგრაფია, მაგალითად, ლაზი ოსტატების­ მიერ აგებული მეჩეთები, მოხატული კარით,­ რომელიც საქართველოს არც ერთ კუთ­ხეში­ არ გვხვდება. აჭარა მთისა და ზღვის­ ნაზავია,­ ბათუმი კი ულამაზესი ქალა­ქია.­ მინდოდა, აჭარა ცოტა სხვანაირად წარმომე­დგინა - მეჩეთები, ბათუმის ქუჩები, აჭარის მთიანეთის - ბახმაროსა და ჭვანას შორის მცხოვრებნი, გადმომეცა­ მათი პორტრეტები და ყოფა, ჩაცმის კულტ­ურა. წიგნში შეტანილია ზემოდან გადაღებული გონიოს ციხე, რომელიც ძლივს გავიმეტე გამოცემისთვის.

მზადდება ფოტოალბომების სერიის სასაჩუქრე, ძვირად ღირებული ვერსიაც, რომელიც სპეციალურ ყუთში იქნება მოთავსებული და 400 ლარი ეღირება. ამ გამოცემის გაყიდვაში გამოსვლამდე მსურველებს საშუალება ექნებათ, ტელეფონით დაჯავშნონ ის, რადგან სასაჩუქრე ვერსია ლიმიტირებული ტირაჟით დაიბეჭდება.

თამთა დადეშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია