პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბარბარა: ყველაფერი "ნიჭიერის" ახალი ვარსკვლავის შესახებ
ვინ არის ბარბარა: ყველაფერი "ნიჭიერის" ახალი ვარსკვლავის შესახებ

"ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნილ­მა ლა­გო­დე­ხელ­მა ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძემ მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­ო­ცა, მან ცნო­ბი­ლი ჰიტი "I will survive" შე­ას­რუ­ლა. თა­ვი­დან გო­გო­ნას სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდნენ, თუმ­ცა, როცა ხმა ამო­ი­ღო, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი და დარ­ბაზ­ში მსხდომ­ნი გა­ოც­დნენ. ბარ­ბა­რას შეს­რუ­ლე­ბით აღ­ტა­ცე­ბულ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ კი ოქ­როს­ფერ ღი­ლაკს და­ა­ჭი­რა ხელი და ბარ­ბა­რა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

AMBEBI.GE ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რომ ის უკეთ გა­აც­ნოს მკი­თხველს.

- ბარ­ბა­რა ხარ თუ ბარ­ბა­რე?

- ბარ­ბა­რა.

- ბე­ბოს სა­ხე­ლი გქვია?

- არა­ვის სა­ხე­ლი არ მქვია, - რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, დე­დას რა­ღაც ძა­ლამ ჩას­ძა­ხა, ბარ­ბა­რა და­არ­ქვიო და ასეც მო­იქ­ცნენ.

- მოგ­წონს შენი სა­ხე­ლი?

- ძა­ლი­ან, უკე­თე­სი არ არ­სე­ბობს (იცი­ნის).

- დე­დი­სერ­თა ხარ?

- უფ­რო­სი და მყავს, რო­მე­ლიც უკვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს.

- ე.ი. 14 წლის ხარ.

- უკვე 15 წლის გავ­ხდი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­დან მე­ო­რე დღეს, 12 ოქ­ტომ­ბერს.

- რო­გორც თქვი, ვო­კა­ლის პე­და­გო­გი არ გყო­ლია. სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ი­დან გაჩ­ნდა შენ­ში? ვინ­მე მღე­რის თქვენ­თან?

- დე­ი­დას აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი და პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე რო­გორც თა­ვის უმ­ცროს დას, ისე მე­თა­მა­შე­ბო­და, სულ სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით მზრდი­და. "ბას­ტი-ბუ­ბუს" სიმ­ღე­რებს მა­ს­მე­ნი­ნებ­და. ჩემ­ზე დე­ი­დამ დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

- თა­ვად რო­გორ გა­ფა­სებს?

- რა­საც ამ­ბობს, მისი პროგ­ნო­ზე­ბი ყო­ველ­თვის მარ­თლდე­ბა, თით­ქოს, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ნიჭი აქვს. 4 წლის რომ ვი­ყა­ვი, თურ­მე უთ­ქვამს, - ეს გა­იზ­რდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­ო­ცებ­სო. ოღონდ, ჯერ არ ვიცი, უკვე გა­ვი­ზარ­დე თუ არა... დე­ი­და­ჩე­მი და დე­დაც ისეთ რა­ღა­ცებს მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გული სა­გუ­ლე­ში მაქვს, და­ი­მე­დე­ბუ­ლი ვარ (იცი­ნის).

- ნო­მე­რი, რო­მე­ლიც სა­კონ­კურ­სოდ წარ­მო­ად­გი­ნე, და­მო­უ­კი­დებ­ლად რო­გორ მო­ამ­ზა­დე?

- ისევ დე­ი­და­ზე გავ­ნაგ­რძობ სა­უ­ბარს, რად­გა­ნაც ყვე­ლა გზა მა­ინც მის­კენ მი­დის. 6 წლის ვი­ყა­ვი, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს (ჩემ და­საც მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი). დე­ი­და გვე­უბ­ნე­ბო­და, სა­ნამ მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დიპ­ლომს არ და­მა­ნახ­ვებთ, დე­ი­და არ და­მი­ძა­ხო­თო. მისი ხათ­რით ვსწავ­ლობ­დით. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­და­ჩემ­ზე მე­ტად დე­ი­და მიყ­ვარ­და. მოკ­ლედ, შარ­შან და­ვამ­თავ­რე მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა, მაგ­რამ იქ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი ვის­წავ­ლე. ერ­თა­დერ­თი დაკ­ვრა, ვო­კა­ლუ­რად არ გავზრდილ­ვარ. მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მიხ­და.

- რა­ტომ?

- რა­ი­ონ­ში ორ კვი­რა­ში 6-7 კონ­ცერ­ტზე მო­მი­წია გუნდში სიმ­ღე­რამ. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვე­ღარ ვას­წრებ­დი და დიპ­ლო­მი რომ ავი­ღე, ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ვიცი, გუნ­დის ნი­შა­ნი, ანუ სიმ­ღე­რა­ში 8-იანი მე­წე­რა, დი­რექ­ტორს ვუ­თხა­რი: ნატო მას, შე­იძ­ლე­ბა 8-ს დღეს ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ 10-იანს "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე და­ვამ­ტკი­ცებ-მეთ­ქი.

- გეგ­მავ­დი გა­მოს­ვლას?

- კი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე მარ­ტო იმის­თვის ვიმ­ღე­რე კარ­გად, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ 8-იანი არ მე­კუთ­ვნო­და.

- მშობ­ლებ­მა მხა­რი და­გი­ჭი­რეს, რომ მე­გაპ­რო­ექ­ტში მი­გე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ჯერ არ მთან­ხმდე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, კონ­კურ­სებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყო­ბით არი­სო... თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, კადრს მიღ­მა რამ­ხე­ლა შრო­მაა თურ­მე სა­ჭი­რო, რომ ასე­თი შე­დე­გი მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­დე­საც "შე­სარ­ჩევ­ზე" მი­ვე­დი, მი­თხრეს, შენი ცხოვ­რე­ბა დღე­ი­დან შე­იც­ვლე­ბაო!

მოკ­ლედ, ამ პრო­ექ­ტში ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით მოვ­ხვდი.

- სცე­ნა­ზე რომ გახ­ვე­დი, რას ფიქობდი?

- ფი­ზი­კუ­რო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ხომ იცით, შო­უ­ებ­ში უფრო გა­რეგ­ნო­ბას აფა­სე­ბენ, ვიდ­რე ნიჭს, მაგ­რამ მე მი­ვე­დი პრო­ექ­ტში, სა­დაც ნიჭი ფას­დე­ბა და არა "ვი­ზუ­ა­ლი", სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ნამ­დვი­ლად არ მივ­სულ­ვარ (იცი­ნის). ჩემი აზ­რით, რო­დე­საც გა­რეგ­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­დის პრო­ექ­ტში და ვერ მღე­რის, ის უფრო სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვიდ­რე ნაკ­ლე­ბი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე და მა­ყუ­რე­ბელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს.

- სო­ფელ­ში დე­დას სახ­ლის საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბი?

- მაგ საქ­მე­ე­ბის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ, რად­გა­ნაც ბებო და დედა ყვე­ლა­ფერს კარ­გად უძღვე­ბი­ან. თან, სკო­ლის გარ­და, დე­და­თა მო­ნას­ტერ­შიც ვგა­ლობ და დროც არ მრჩე­ბა.

თუმ­ცა ჩემი ერ­თა­დერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სიმ­ღე­რაა. ამის გამო მეტ­სა­ხე­ლიც კი შე­მირ­ჩია დე­და­ჩემ­მა - "ჭრი­ჭი­ნა".

- სა­კონ­კურ­სო ნომ­რად ეს ცნო­ბი­ლი ჰიტი რა­ტომ შე­არ­ჩიე?

- ერთი ამ­ბა­ვიც უნდა გი­თხრათ, 9 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც "ნი­ჭი­ერ­ში" პირ­ვე­ლად ვცა­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ჩემი იმე­დე­ბი არ გა­მარ­თლდა. არ ვიცი, ხელ­შეშ­ლა რა­ი­ო­ნი­დან იყო, თუ სა­ი­დან, ფაქ­ტია, რომ ჩემი შევ­სე­ბუ­ლი ან­კე­ტა და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ის ამ­ბა­ვი არ გა­მო­მი­ძი­ე­ბია. იმის მერე გა­და­ვი­ფიქ­რე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე­გო­ნა, სულ ასე იქ­ნე­ბო­და.

იმ პე­რი­ოდ­ში კი, როცა პირ­ვე­ლად ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სკო­ლა­ში მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და და მან შე­მირ­ჩია ეს სიმ­ღე­რა, მი­თხრა, - ყვე­ლა დრო­ის ჰი­ტი­აო. ამის შემ­დეგ მისი და­მუ­შა­ვე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. თან, ინ­ტერ­ნეტ­შიც ვნა­ხე, რომ არც ერთ მსგავს პრო­ექ­ტში კონ­კურ­სან­ტებს არ უმ­ღე­რია. ამი­ტომ უფრო მო­მინ­და სცე­ნა­ზე მისი შეს­რუ­ლე­ბა.

- გე­ტყო­ბო­და, რომ ძა­ლი­ან ღე­ლავ­დი.

- კი... ბო­ლოს ვი­ტი­რე კი­დეც, აბა, იმ­ხე­ლა ემო­ცი­ას რა გა­უძ­ლებ­და?

- ელო­დი იმ შე­ფა­სე­ბებს, რაც მი­ი­ღე?

- რო­დე­საც X-თან დავ­დე­ქი, ღრმად ამო­ვი­სუნ­თქე, ჩა­ვი­სუნ­თქე და გულ­ში ვთქვი, რაც ღვთის ნე­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მქონ­და გარ­და "ოქ­როს ღი­ლა­კი­სა"...

- რა გაგ­მე­ბი გაქვს - რას აპი­რებ?

- რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მივ­ყვე­ბი ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას, არა­ნა­ი­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ მაქვს, უბ­რა­ლოდ მაქვს ჩემი ფან­ტა­ზია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა გეგ­მაც ვუ­წო­დო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ვინ არის ბარბარა: ყველაფერი "ნიჭიერის" ახალი ვარსკვლავის შესახებ

ვინ არის ბარბარა: ყველაფერი "ნიჭიერის" ახალი ვარსკვლავის შესახებ

"ნიჭიერის" სცენაზე გამოჩენილმა ლაგოდეხელმა ბარბარა სამხარაძემ მაყურებელი გააოცა, მან ცნობილი ჰიტი "I will survive" შეასრულა. თავიდან გოგონას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა, როცა ხმა ამოიღო, ჟიურის წევრები და დარბაზში მსხდომნი გაოცდნენ. ბარბარას შესრულებით აღტაცებულმა ნიკა გვარამიამ კი ოქროსფერ ღილაკს დააჭირა ხელი და ბარბარა ნახევარფინალში გადაიყვანა.

AMBEBI.GE ბარბარა სამხარაძეს დაუკავშირდა, რომ ის უკეთ გააცნოს მკითხველს.

- ბარბარა ხარ თუ ბარბარე?

- ბარბარა.

- ბებოს სახელი გქვია?

- არავის სახელი არ მქვია, - რაც უნდა გასაკვირი იყოს, დედას რაღაც ძალამ ჩასძახა, ბარბარა დაარქვიო და ასეც მოიქცნენ.

- მოგწონს შენი სახელი?

- ძალიან, უკეთესი არ არსებობს (იცინის).

- დედისერთა ხარ?

- უფროსი და მყავს, რომელიც უკვე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.

- ე.ი. 14 წლის ხარ.

- უკვე 15 წლის გავხდი გადაცემის ჩაწერიდან მეორე დღეს, 12 ოქტომბერს.

- როგორც თქვი, ვოკალის პედაგოგი არ გყოლია. სიმღერის სიყვარული და მუსიკალური მონაცემები საიდან გაჩნდა შენში? ვინმე მღერის თქვენთან?

- დეიდას აქვს დამთავრებული მუსიკალური შვიდწლედი და პატარაობიდანვე როგორც თავის უმცროს დას, ისე მეთამაშებოდა, სულ სიმღერ-სიმღერით მზრდიდა. "ბასტი-ბუბუს" სიმღერებს მასმენინებდა. ჩემზე დეიდამ დიდი ზეგავლენა მოახდინა.

- თავად როგორ გაფასებს?

- რასაც ამბობს, მისი პროგნოზები ყოველთვის მართლდება, თითქოს, წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს. 4 წლის რომ ვიყავი, თურმე უთქვამს, - ეს გაიზრდება და საქართველოს გააოცებსო. ოღონდ, ჯერ არ ვიცი, უკვე გავიზარდე თუ არა... დეიდაჩემი და დედაც ისეთ რაღაცებს მეუბნებიან, რომ გული საგულეში მაქვს, დაიმედებული ვარ (იცინის).

- ნომერი, რომელიც საკონკურსოდ წარმოადგინე, დამოუკიდებლად როგორ მოამზადე?

- ისევ დეიდაზე გავნაგრძობ საუბარს, რადგანაც ყველა გზა მაინც მისკენ მიდის. 6 წლის ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში რომ მიმიყვანეს (ჩემ დასაც მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული). დეიდა გვეუბნებოდა, სანამ მუსიკალური სკოლის დიპლომს არ დამანახვებთ, დეიდა არ დამიძახოთო. მისი ხათრით ვსწავლობდით. პატარა ვიყავი და დედაჩემზე მეტად დეიდა მიყვარდა. მოკლედ, შარშან დავამთავრე მუსიკალური სკოლა, მაგრამ იქ ბევრი ვერაფერი ვისწავლე. ერთადერთი დაკვრა, ვოკალურად არ გავზრდილვარ. მუსიკალური სკოლის დამთავრებისას დიდი სირთულეების გადალახვა მომიხდა.

- რატომ?

- რაიონში ორ კვირაში 6-7 კონცერტზე მომიწია გუნდში სიმღერამ. ფორტეპიანოზე მეცადინეობას ვეღარ ვასწრებდი და დიპლომი რომ ავიღე, ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, გუნდის ნიშანი, ანუ სიმღერაში 8-იანი მეწერა, დირექტორს ვუთხარი: ნატო მას, შეიძლება 8-ს დღეს ვამართლებ, მაგრამ 10-იანს "ნიჭიერის" სცენაზე დავამტკიცებ-მეთქი.

- გეგმავდი გამოსვლას?

- კი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. ''ნიჭიერის'' სცენაზე მარტო იმისთვის ვიმღერე კარგად, დამემტკიცებინა, რომ 8-იანი არ მეკუთვნოდა.

- მშობლებმა მხარი დაგიჭირეს, რომ მეგაპროექტში მიგეღო მონაწილეობა?

- ჯერ არ მთანხმდებოდნენ, რადგანაც მეუბნებოდნენ, კონკურსებში ყველაფერი ჩაწყობით არისო... თავიდან არ ვიცოდი, კადრს მიღმა რამხელა შრომაა თურმე საჭირო, რომ ასეთი შედეგი მიიღო, მაგრამ როდესაც "შესარჩევზე" მივედი, მითხრეს, შენი ცხოვრება დღეიდან შეიცვლებაო!

მოკლედ, ამ პროექტში ახლობლების, მეგობრების მხარდაჭერით მოვხვდი.

- სცენაზე რომ გახვედი, რას ფიქობდი?

- ფიზიკურობით არ გამოვირჩევი, ხომ იცით, შოუებში უფრო გარეგნობას აფასებენ, ვიდრე ნიჭს, მაგრამ მე მივედი პროექტში, სადაც ნიჭი ფასდება და არა "ვიზუალი", სამოდელო სააგენტოში ნამდვილად არ მივსულვარ (იცინის). ჩემი აზრით, როდესაც გარეგნობით გამორჩეული ადამიანი მიდის პროექტში და ვერ მღერის, ის უფრო საშინელებაა, ვიდრე ნაკლები გარეგნობის მქონე და მაყურებელზე შთაბეჭდილებას ახდენს.

- სოფელში დედას სახლის საქმეებში ეხმარები?

- მაგ საქმეებისგან გამოთავისუფლებული ვარ, რადგანაც ბებო და დედა ყველაფერს კარგად უძღვებიან. თან, სკოლის გარდა, დედათა მონასტერშიც ვგალობ და დროც არ მრჩება.

თუმცა ჩემი ერთადერთი საქმიანობა სიმღერაა. ამის გამო მეტსახელიც კი შემირჩია დედაჩემმა - "ჭრიჭინა".

- საკონკურსო ნომრად ეს ცნობილი ჰიტი რატომ შეარჩიე?

- ერთი ამბავიც უნდა გითხრათ, 9 წლის ვიყავი, როდესაც "ნიჭიერში" პირველად ვცადე მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩემი იმედები არ გამართლდა. არ ვიცი, ხელშეშლა რაიონიდან იყო, თუ საიდან, ფაქტია, რომ ჩემი შევსებული ანკეტა დაიკარგა, მაგრამ ის ამბავი არ გამომიძიებია. იმის მერე გადავიფიქრე კონკურსში მონაწილეობა, მეგონა, სულ ასე იქნებოდა.

იმ პერიოდში კი, როცა პირველად ამ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე, სკოლაში მუსიკის მასწავლებელი მყავდა და მან შემირჩია ეს სიმღერა, მითხრა, - ყველა დროის ჰიტიაო. ამის შემდეგ მისი დამუშავება გადავწყვიტე. თან, ინტერნეტშიც ვნახე, რომ არც ერთ მსგავს პროექტში კონკურსანტებს არ უმღერია. ამიტომ უფრო მომინდა სცენაზე მისი შესრულება.

- გეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდი.

- კი... ბოლოს ვიტირე კიდეც, აბა, იმხელა ემოციას რა გაუძლებდა?

- ელოდი იმ შეფასებებს, რაც მიიღე?

- როდესაც X-თან დავდექი, ღრმად ამოვისუნთქე, ჩავისუნთქე და გულში ვთქვი, რაც ღვთის ნებაა, ყველაფერი ისე იქნება-მეთქი. ყველაფერი გათვალისწინებული მქონდა გარდა "ოქროს ღილაკისა"...

- რა გაგმები გაქვს - რას აპირებ?

- რაც უნდა გასაკვირი იყოს, მივყვები ცხოვრების დინებას, არანაირი სამოქმედო გეგმა არ მაქვს, უბრალოდ მაქვს ჩემი ფანტაზია, რომელსაც შეიძლება გეგმაც ვუწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია