პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს
"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

უკ­რა­ი­ნუ­ლი ვებგ­ვერ­დი uarevo.in.ua ამ­ჯე­რად სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის სა­უბ­რის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს.

ვებგ­ვერ­დზე სამი აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც სა­უ­ბა­რი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბა­ზე მას შემ­დეგ, რაც მო­სა­მარ­თლე "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს. ერთ-ერთ მათ­გან­ში ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ კარ­გი გან­წყო­ბაა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი გა­მო­დი­ან, ნა­წი­ლი ხალ­ხის სა­სა­მარ­თლოს­თან მი­დი­ან, ხოლო 3 000 კა­ცამ­დე "რუს­თა­ვი 2"-თან მივა.

"კარ­ვე­ბი და რა­ღა­ცე­ე­ბი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი და ხვალ უკვე და­ი­წყე­ბენ და­მონ­ტა­ჟე­ბას. მე რა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, აქვთ მათ ეგე­თი სცე­ნა­რი, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი რომ იქ­ნე­ბა იქ, თვი­თო­ნაც მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­უ­კე­თონ 600 კაცს, იქ მოხ­დეს "ქლე­ში" და პო­ლი­ცია და ა.შ. ჩვენ ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი ჩა­მოგ­ვყავს, ცოტა ისე­თი ხალ­ხი, ადრე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და რა­ღა­ცა სა­მეგ­რე­ლო­დან. მე მგო­ნია, რომ რა­ღაც ამ­ყრალ­და და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს წიკ­ლა­უ­რი.

მე­ო­რე ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ნიგ­ზარ წიკ­ლა­ურს შო­რის გა­ი­მარ­თა, შემ­დეგ კი წიკ­ლა­ურ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­ლე­ფო­ნი გივი თარ­გა­მა­ძეს გა­და­ა­წო­და. ექს-პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­როა მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და კი­დევ უფრო დიდი მი­ტინ­გი და კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თოს.

"ჩვენ ასე ვფიქ­რობთ, თუ ეგრე თქვა ამან, რომ მერე რო­დეს­ღაც გა­მო­ვა­ცხა­დე­ბო, თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა აქ დავ­ტო­ვებთ 70-დან 100 კა­ცამ­დე, რომ კარ­ვებ­ში ვი­ღა­ცე­ე­ბი იყ­ვნენ და მერე და­ვი­წყებთ რა­ი­ო­ნებ­ში იმას და გა­მო­ცხა­დე­ბის წინა დღეს ხომ გაგ­ვა­გე­ბი­ნე­ბენ, ჩუ­მად ვერ გა­მო­ა­ცხა­დებს. იმის მე­ო­რე დღი­დან, როცა ეს იტყვის, რომ უნდა გა­მო­ვა­ცხა­დო გა­ნა­ჩე­ნიო, იქი­დან იწყე­ბა რე­ა­ლუ­რად პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, იმი­ტომ რომ იმის მერე ვე­ღარ ვსა­ზღვრავთ ჩვენ აღ­სრუ­ლე­ბას რო­დის იტყვის. შე­იძ­ლე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა არ თქვას და ჩუ­მად გა­დას­ცეს. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა და მაგ დრო­ის­თვის გვჭირ­დე­ბა დიდი მო­ბი­ლი­ზა­ცია", - ამ­ბობს ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, რის შემ­დე­გაც სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და გივი თარ­გა­მა­ძეს შო­რის გრძელ­დე­ბა. ექს-პრე­ზი­დენ­ტი ინ­ტე­რეს­დე­ბა, ვისი მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"მოკ­ლედ არის რა, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­ყავს. ზოგი ისე­თია, გაგ­დე­ბუ­ლე­ბი, ზოგი ჩვე­ნია, ზოგი ის არის, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, პირ­ველ ნა­წილს გა­ვუძ­ლოთ, მაგ­რამ პირ­ველ­საც გა­ვუძ­ლებთ, მე­ო­რე­საც და მე მგო­ნი მე­სა­მე­საც", - აცხა­დებს გივი თარ­გა­მა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინული ვებგვერდი uarevo.in.ua ამჯერად სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.

ვებგვერდზე სამი აუდიო-ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც საუბარი პერმანენტული აქციების დაწყებაზე მას შემდეგ, რაც მოსამართლე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ერთ-ერთ მათგანში ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ კარგი განწყობაა, არასამთავრობოები გამოდიან, ნაწილი ხალხის სასამართლოსთან მიდიან, ხოლო 3 000 კაცამდე "რუსთავი 2"-თან მივა.

"კარვები და რაღაცეები გვაქვს, ყველაფერი და ხვალ უკვე დაიწყებენ დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ მათ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ 600 კაცს, იქ მოხდეს "ქლეში" და პოლიცია და ა.შ. ჩვენ ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა სამეგრელოდან. მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა და ვნახოთ, რა იქნება", - აცხადებს წიკლაური.

მეორე ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მიხეილ სააკაშვილსა და ნიგზარ წიკლაურს შორის გაიმართა, შემდეგ კი წიკლაურმა სავარაუდოდ ტელეფონი გივი თარგამაძეს გადააწოდა. ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო დიდი მიტინგი და კონცერტი გაიმართოს.

"ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუ ეგრე თქვა ამან, რომ მერე როდესღაც გამოვაცხადებო, თუ აუცილებლობაა აქ დავტოვებთ 70-დან 100 კაცამდე, რომ კარვებში ვიღაცეები იყვნენ და მერე დავიწყებთ რაიონებში იმას და გამოცხადების წინა დღეს ხომ გაგვაგებინებენ, ჩუმად ვერ გამოაცხადებს. იმის მეორე დღიდან, როცა ეს იტყვის, რომ უნდა გამოვაცხადო განაჩენიო, იქიდან იწყება რეალურად პერმანენტული აქციები, იმიტომ რომ იმის მერე ვეღარ ვსაზღვრავთ ჩვენ აღსრულებას როდის იტყვის. შეიძლება აღსრულება არ თქვას და ჩუმად გადასცეს. ეს სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში მოხდება და მაგ დროისთვის გვჭირდება დიდი მობილიზაცია", - ამბობს ნუგზარ წიკლაური, რის შემდეგაც საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და გივი თარგამაძეს შორის გრძელდება. ექს-პრეზიდენტი ინტერესდება, ვისი მობილიზება მოახდინა თარგამაძემ.

"მოკლედ არის რა, საკმარისი რაოდენობით მომყავს. ზოგი ისეთია, გაგდებულები, ზოგი ჩვენია, ზოგი ის არის, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, პირველ ნაწილს გავუძლოთ, მაგრამ პირველსაც გავუძლებთ, მეორესაც და მე მგონი მესამესაც", - აცხადებს გივი თარგამაძე.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."