პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათს, უალკოჰოლო სასმელებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს სიძვირის ახალმა ტალღამ გადაუარა
სურსათს, უალკოჰოლო სასმელებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს სიძვირის ახალმა ტალღამ გადაუარა

წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სურ­სათ­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­ზე, ასე­ვე ფარ­მა­ცევ­ტულ ნა­წარმ­ზე.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა ინფლა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0,8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 0,9 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 0,26 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ი­ზარ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (3,3 პრო­ცენ­ტი) და ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (6,5 პრო­ცენ­ტი). ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და ხილ­სა და ყუ­რძენ­ზე (-9,2 პრო­ცენ­ტი);

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 2,0-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა, რაც ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0,20 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ჯგუფ­ში ფა­სე­ბი ძი­რი­თა­დად გაზ­რდი­ლი იყო ფარ­მა­ცევ­ტულ ნა­წარმ­ზე (6,7 პრო­ცენ­ტი);

სას­ტუმ­რო­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი: ჯგუფ­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 2,0 პრო­ცენ­ტით, რა­მაც 0,11 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა ინ­დექ­სის მთლი­ან ცვლი­ლე­ბა­ზე.

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5,8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: 12-თვი­ან პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 4,1 პრო­ცენ­ტით და ჯგუ­ფის წვლილ­მა წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 1,27 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (22,2 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (15,6 პრო­ცენ­ტი) და ყავა, ჩაი და კა­კაო (10,4 პრო­ცენ­ტი);

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა: ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 11,1 პრო­ცენ­ტით, რა­მაც წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 1,04 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით იქო­ნია გავ­ლე­ნა. ფა­სე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ი­ზარ­და ფარ­მა­ცევ­ტულ ნა­წარმ­ზე (27,4 პრო­ცენ­ტი);

ავე­ჯი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი და მორ­თუ­ლო­ბა, სახ­ლის მოვ­ლა-შე­კე­თე­ბა: ჯგუფ­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 13,1 პრო­ცენ­ტით, რა­მაც წლი­ურ ინ­დექსზე 0,82 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით იქო­ნია გავ­ლე­ნა; სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, წყა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გია, აირი და სათ­ბო­ბის სხვა სა­ხე­ე­ბი: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 8,2-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა, რაც ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0,70 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზრდა, ძი­რი­თა­დად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, აი­რი­სა და სათ­ბო­ბის სხვა სა­ხე­ე­ბის ქვეჯ­გუფ­ზე ფა­სე­ბის 10,5 პრო­ცენ­ტით ზრდით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სურსათს, უალკოჰოლო სასმელებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს სიძვირის ახალმა ტალღამ გადაუარა

სურსათს, უალკოჰოლო სასმელებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს სიძვირის ახალმა ტალღამ გადაუარა

წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ფარმაცევტულ ნაწარმზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი). ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,0-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები ძირითადად გაზრდილი იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე (6,7 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რამაც 0,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინდექსის მთლიან ცვლილებაზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია