პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა
ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა

ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ი­დან 3 მი­ლი­ო­ნამ­დე თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ზე - პრე­მი­ე­რის ნა­თე­სა­ვის, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ყვე­ლა იმ ბრალ­დე­ბას, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ­მა ბუ­ღალ­ტერ­მა მის მი­მართ გა­მოთ­ქვა.

კერ­ძოდ, ბუ­ღალ­ტე­რი თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს, ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ი­დან თან­ხე­ბის მო­პარ­ვის სქე­მა არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვილ­მა მის მო­ად­გი­ლეს­თან, კახა სო­ლო­ღაშ­ვილ­თან ერ­თად და­გეგ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა დუ­მი­ლი გუ­შინ, 2 ნო­ემ­ბერს და­არ­ღვია და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ცა­ბუ­ტაშ­ვილ­მა შეს­თა­ვა­ზა და უარი შვი­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ თქვა. ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ი­დან მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­დან 20% შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით მისი იყო, ხოლო უშუ­ა­ლოდ ცა­ბუ­ტაშ­ვილ­თან პი­რა­დად აქვს მი­ტა­ნი­ლი 1 700 000 ლარი.

თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლის თქმით, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი და ნა­თე­სა­ვია და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში "მწვა­ნე შუქი" ცა­ბუ­ტაშ­ვილს, სწო­რედ ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა აუნ­თო.

გა­მო­ძი­ე­ბა­ში ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლი და­კი­თხეს, თუმ­ცა რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, მის მი­მართ ამ დრო­ის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა.

პრო­კუ­რორ­მა მაია სა­მა­დაშ­ვილ­მა ისიც თქვა, რომ არც ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­სა­ლე­ბი გა­აჩ­ნია გა­მო­ძი­ე­ბას. თუმ­ცა, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია სხვა საქ­მე, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ში სხვა პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლიც გა­მო­იკ­ვე­თოს.

გარ­და ამი­სა, AMBEBI.GE-მ დაც­ვის მხა­რის­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ი­დან რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას საკ­მა­ოდ მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რობ­და.

"მან იყი­და 135 ათა­სი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ლენდ კრუ­ი­ზე­რი", რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნა და სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე გა­და­ა­ფორ­მა. გარ­და ამი­სა, მას ეკე­თა 40-ათა­სი­ა­ნი სა­ა­თი და შე­ი­ძი­ნა 40 ათა­სი­ა­ნი ძაღ­ლი ბოო. სა­ზღვარ­გა­რეთ, რეს­ტო­რან­ში და­ხარ­ჯა 3 ათა­სამ­დე დო­ლა­რი", - აც­ნო­ბეს AMBEBI.GE-ს დაც­ვის მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 3 მი­ლი­ო­ნამ­დე თან­ხის მით­ვი­სე­ბის გამო და­ა­კა­ვეს და დღემ­დე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პა­ტიმ­რო­ბა­შია, ამ­ბობს, რომ 30 წე­ლია ცა­ბუ­ტაშ­ვილ­თან მე­გობ­რობს.

არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­სა­მარ­თლო­შიც და­ი­კი­თხა მოწ­მის სა­ხით, თუმ­ცა მან თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ დი­რექ­ტორს და მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი­სა და ზო­გა­დად, დაც­ვის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას აბ­სურ­დს უწო­დებს.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მით­ვი­სე­ბუ­ლი 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რი­დან, 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლარი პი­რა­დად აქვს თქვენ­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი. ასეა?

- ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა, მეტი რა გი­თხრათ.

- ის ამ­ბობს, რომ მე­გობ­რე­ბი იყა­ვით და სწო­რედ ამი­ტომ დას­თან­ხმდა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მას...

- ეს არის სი­სუ­ლე­ლე, 4 შვი­ლის დედა აღ­მოჩ­ნდა თაღ­ლი­თი. გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს ყვე­ლა­ფერს და უკვე გარ­კვე­უ­ლიც ექ­ნე­ბა ალ­ბათ. ყვე­ლა­ფერს ნა­ხავთ. ვინც და­სას­ჯე­ლია, ის და­ის­ჯე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და თუ მე ვარ და­სას­ჯე­ლი, მეც და­ვის­ჯე­ბი. დღეს არა­ვინ არა­ვის არა­ფერს არ აპა­ტი­ებს, მერ­წმუ­ნეთ. ეგ არის თაღ­ლი­თი! თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი იყო შექ­მნი­ლი, ფულს იპა­რავ­დნენ და მა­ლავ­დნენ.

- დაც­ვის მხა­რემ ჩვენ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, თქვენ იყი­დეთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, კერ­ძოდ 135 ათა­სი გა­და­ი­ხა­დეთ "ლენდ კრუ­ი­ზერ­ში", რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე გა­და­იყ­ვა­ნეთ...

- რა სი­სუ­ლე­ლეა, რა სი­სუ­ლე­ლეა!

- ასე­ვე - ძაღ­ლი ბო, რო­მელ­შიც 40 ათა­სია გა­დახ­დი­ლი...

- რა სი­სუ­ლე­ლეა, რე­ებს ამ­ბო­ბენ, უბ­რა­ლოდ. ცი­ლის­წა­მე­ბა სა­დამ­დე მი­დის, ვერ გა­მი­გია. ეს არის სი­სუ­ლე­ლე. ჯერ გა­არ­კვი­ონ ფა­სე­ბი, მერე ვინ რა იყი­და, რო­გორ, რა­ნა­ი­რად... ენას ძვა­ლი არ აქვს და თა­ვის მარ­თლე­ბა­ში არ მინ­და გა­და­ვი­დე. მე ვი­თა­ნამ­შრომ­ლე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა.

- თქვენ­თვის ალ­ბათ ისიც არის ცნო­ბი­ლი, ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა რა თქვა ჯან­ყა­რაშ­ვილ­ზე...

- ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა, ცი­ლის­წა­მე­ბა და სი­სუ­ლე­ლე. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს. ერ­თია, რომ იტყვი, მე­ო­რე - ხომ უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სი­მარ­თლეს. წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ხავსს ეკი­დე­ბო­დაო - ფული მო­ი­პა­რეს და სხვის­კენ ხელი გა­იშ­ვი­რონ, ასე ხომ არ ხდე­ბა, არა? კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით - გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს.

- ანუ ძაღ­ლი ბოო-ს შეს­ყიდ­ვის, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის და სა­ზღვარ­გა­რეთ რეს­ტო­რან­ში 3 ათა­სი დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებთ?

- რა ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა რეს­ტორ­ნებ­შიც დავ­დი­ვარ, კი­ნო­შიც და თე­ატ­რშიც. ეგ რა შუ­ა­შია. თუ მე სად­მე რამე კა­პი­კი მა­ინც და­მი­ხარ­ჯავს, ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხა მაქვს და­ხარ­ჯუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს-თქო, კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით. სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე რა ვი­სა­უბ­რო. მე­ცი­ნე­ბა უბ­რა­ლოდ.

- ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა თქვე­ნი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, კახა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის ავ­ტო­რად...

- სი­სუ­ლე­ლეა. ადა­მი­ანს თუ გა­იც­ნობთ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია.

- ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა თქვა, რომ 30 წე­ლია მე­გობ­რობთ მას­თან. ადას­ტუ­რებთ ამას?

- ბავ­შვო­ბა­ში ვმე­გობ­რობ­დით, მერე წლე­ბია არ მი­ნა­ხავს. რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ვი­და ჩე­მამ­დე. წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ 4 შვი­ლის დედა თაღ­ლი­თი გა­მოდ­გე­ბო­და? კა­ზი­ნო­ში 700 ათა­სამ­დე აქვს წა­გე­ბუ­ლი ამ პე­რი­ოდ­ში. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და ამო­ღე­ბუ­ლი რომ აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, იცით? რაც მო­პა­რუ­ლი აქვს, ის თან­ხე­ბი ამო­ი­ღეს.

- ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­თან თქვენს მე­გობ­რო­ბას და ახ­ლობ­ლო­ბას თუ ადას­ტუ­რებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემი მე­გო­ბა­რია ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი, მაგ­რამ რა შუ­ა­შია?!

თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს ნა­წი­ლობ­რივ სცნობს დამ­ნა­შა­ვედ. მისი მე­უღ­ლე კი ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რი არ აქვს. შემ­დე­გი პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 5 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა

ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა

ურთიერთბრალდებები წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე თანხის მითვისებაზე - პრემიერის ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი, არჩილ ცაბუტაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მის მიმართ გამოთქვა.

კერძოდ, ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც თებერვალში მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად დააკავეს, ამბობს, რომ კომპანიიდან თანხების მოპარვის სქემა არჩილ ცაბუტაშვილმა მის მოადგილესთან, კახა სოლოღაშვილთან ერთად დაგეგმა.

ბრალდებულმა დუმილი გუშინ, 2 ნოემბერს დაარღვია და ასევე აღნიშნა, რომ ამ სქემაში მონაწილეობა ცაბუტაშვილმა შესთავაზა და უარი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ თქვა. ბრალდებულის ინფორმაციით, კომპანიიდან მითვისებული თანხებიდან 20% შეთანხმების მიხედვით მისი იყო, ხოლო უშუალოდ ცაბუტაშვილთან პირადად აქვს მიტანილი 1 700 000 ლარი.

თამარ ფხოველიშვილის თქმით, წყალმომარაგების კომპანიის მაშინდელი დირექტორი ზვიად ჯანყარაშვილის ახლო მეგობარი და ნათესავია და დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში "მწვანე შუქი" ცაბუტაშვილს, სწორედ ჯანყარაშვილმა აუნთო.

გამოძიებაში ცაბუტაშვილი დაკითხეს, თუმცა როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, მის მიმართ ამ დროისთვის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

პროკურორმა მაია სამადაშვილმა ისიც თქვა, რომ არც ჯანყარაშვილის საწინააღმდეგო მასალები გააჩნია გამოძიებას. თუმცა, უკვე დაკავებული პირების საქმიდან გამოყოფილია სხვა საქმე, რომელზეც გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, თანხების მითვისების საქმეში სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.

გარდა ამისა, AMBEBI.GE-მ დაცვის მხარისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ცაბუტაშვილი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიიდან რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, კომპანიაში მუშაობისას საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა.

"მან იყიდა 135 ათასიანი ავტომობილი "ლენდ კრუიზერი", რომელიც სამინისტროში გადასვლის შემდეგ წაიყვანა და სამინისტროს ბალანსზე გადააფორმა. გარდა ამისა, მას ეკეთა 40-ათასიანი საათი და შეიძინა 40 ათასიანი ძაღლი ბოო. საზღვარგარეთ, რესტორანში დახარჯა 3 ათასამდე დოლარი", - აცნობეს AMBEBI.GE-ს დაცვის მხარის წარმომადგენლებმა.

თამარ ფხოველიშვილი, რომელიც 3 მილიონამდე თანხის მითვისების გამო დააკავეს და დღემდე მეუღლესთან ერთად პატიმრობაშია, ამბობს, რომ 30 წელია ცაბუტაშვილთან მეგობრობს.

არჩილ ცაბუტაშვილი რამდენიმე კვირის წინ სასამართლოშიც დაიკითხა მოწმის სახით, თუმცა მან თქვა, რომ დანაშაულებრივ სქემასთან არანაირი შეხება არ აქვს.

თამარ ფხოველიშვილის ჩვენების შემდეგ ჩვენ წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩილ ცაბუტაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ფხოველიშვილისა და ზოგადად, დაცვის მხარის ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.

- ბატონო არჩილ, თამარ ფხოველიშვილმა ჩვენებისას აღნიშნა, რომ მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან, 1 მილიონ 700 ათასი ლარი პირადად აქვს თქვენთვის გადმოცემული. ასეა?

- ეს ცილისწამებაა, მეტი რა გითხრათ.

- ის ამბობს, რომ მეგობრები იყავით და სწორედ ამიტომ დასთანხმდა დანაშაულებრივ სქემას...

- ეს არის სისულელე, 4 შვილის დედა აღმოჩნდა თაღლითი. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს და უკვე გარკვეულიც ექნება ალბათ. ყველაფერს ნახავთ. ვინც დასასჯელია, ის დაისჯება აუცილებლად და თუ მე ვარ დასასჯელი, მეც დავისჯები. დღეს არავინ არავის არაფერს არ აპატიებს, მერწმუნეთ. ეგ არის თაღლითი! თაღლითური ჯგუფი იყო შექმნილი, ფულს იპარავდნენ და მალავდნენ.

- დაცვის მხარემ ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში მუშაობის პერიოდში, თქვენ იყიდეთ ძვირადღირებული ავტომობილი, კერძოდ 135 ათასი გადაიხადეთ "ლენდ კრუიზერში", რომელიც კომპანიიდან წასვლის შემდეგ, სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანეთ...

- რა სისულელეა, რა სისულელეა!

- ასევე - ძაღლი ბო, რომელშიც 40 ათასია გადახდილი...

- რა სისულელეა, რეებს ამბობენ, უბრალოდ. ცილისწამება სადამდე მიდის, ვერ გამიგია. ეს არის სისულელე. ჯერ გაარკვიონ ფასები, მერე ვინ რა იყიდა, როგორ, რანაირად... ენას ძვალი არ აქვს და თავის მართლებაში არ მინდა გადავიდე. მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან და ყველაფერს დაადგენს გამოძიება.

- თქვენთვის ალბათ ისიც არის ცნობილი, ფხოველიშვილმა რა თქვა ჯანყარაშვილზე...

- ყველაფერი სისულელეა, ცილისწამება და სისულელე. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ერთია, რომ იტყვი, მეორე - ხომ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო - ფული მოიპარეს და სხვისკენ ხელი გაიშვირონ, ასე ხომ არ ხდება, არა? კიდევ ერთხელ გეუბნებით - გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

- ანუ ძაღლი ბოო-ს შესყიდვის, ძვირადღირებული ავტომობილის და საზღვარგარეთ რესტორანში 3 ათასი დოლარის დახარჯვაზე ინფორმაციას არ ადასტურებთ?

- რა ძვირადღირებულ რესტორნებში, მთელი ჩემი ცხოვრება რესტორნებშიც დავდივარ, კინოშიც და თეატრშიც. ეგ რა შუაშია. თუ მე სადმე რამე კაპიკი მაინც დამიხარჯავს, ჩემი შრომით მოპოვებული თანხა მაქვს დახარჯული. გამოძიება ყველაფერს დაადგენს-თქო, კიდევ ერთხელ გეუბნებით. სისულელეებზე რა ვისაუბრო. მეცინება უბრალოდ.

- ფხოველიშვილმა თქვენი ყოფილი მოადგილე, კახა სოლოღაშვილი ახსენა დანაშაულებრივი სქემის ავტორად...

- სისულელეა. ადამიანს თუ გაიცნობთ, ყველაფერი ნათელია.

- ფხოველიშვილმა თქვა, რომ 30 წელია მეგობრობთ მასთან. ადასტურებთ ამას?

- ბავშვობაში ვმეგობრობდით, მერე წლებია არ მინახავს. რეკომენდაციით მოვიდა ჩემამდე. წარმოიდგენდით, რომ 4 შვილის დედა თაღლითი გამოდგებოდა? კაზინოში 700 ათასამდე აქვს წაგებული ამ პერიოდში. დამტკიცებული და ამოღებული რომ აქვს ეს ყველაფერი, იცით? რაც მოპარული აქვს, ის თანხები ამოიღეს.

- ზვიად ჯანყარაშვილთან თქვენს მეგობრობას და ახლობლობას თუ ადასტურებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია ჯანყარაშვილი, მაგრამ რა შუაშია?!

თამარ ფხოველიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. მისი მეუღლე კი ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. შემდეგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ნოემბერს გაიმართება.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."