სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება საქართველოში სასტუმროს გახსნა და რა ფული იშოვნება ამ ბიზნესში
რა ჯდება საქართველოში სასტუმროს გახსნა და რა ფული იშოვნება ამ ბიზნესში

თა­ნა­მედრვე სას­ტუმ­რო­ე­ბის ის­ტო­რია ღა­მის გა­სა­თე­ვი თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და ტა­ვერ­ნე­ბის­გან იწყე­ბა, რო­მელ­თაც დღე­ვან­დელ სრულ­სერ­ვი­სი­ან სას­ტუმ­რო­ებ­თან სა­ერ­თო ბევ­რი არა­ფე­რი აქვთ. ზო­გა­დად, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი და მისი გან­ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია: მო­თხოვ­ნა არ­სე­ბუ­ლი ბაზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლის ხა­რის­ხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბე­ბია.

სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნეს­ში, ოთა­ხე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა­სა და კვე­ბა­ზე მეტი მო­გე­ბა, რე­ა­ლუ­რად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს მო­აქვს. სას­ტუმ­რო­ებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით აშე­ნე­ბენ. მშე­ნებ­ლო­ბით მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად, თა­ვად სას­ტუმ­როს და მისი მარ­თვით მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სის ზრდით მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად და სხვა.

"შე­რა­ტო­ნი­სა" და "ჰილ­ტო­ნის" კორ­პო­რა­ცი­ე­ბის მო­გე­ბის უდი­დე­სი წილი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ზე, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თებ­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სის ზრდა­ზე მო­დის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის ვარ­სკვლა­ვე­ბის მი­ნი­ჭე­ბა არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სერ­ვი­სის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. 1-დან (ეკო­ნომ­კლა­სი ) - 5-ის ჩათ­ვლით (დე­ლუქ­სი კლა­სი).

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი თან­და­თან ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა, თუმ­ცა რო­გორც საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სფე­რო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მაა და ხში­რად მი­წო­დე­ბა მო­თხოვ­ნის, ხოლო არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი სერსვი­სის ადეკ­ვა­ტუ­რი არაა.

ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა მა­ინც სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებს აქვთ, რო­მელ­თაც მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რი მო­გე­ბა აქვთ და ხში­რად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი, თუმ­ცა არა­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი წყა­როა. ამ სა­ხის სას­ტუმ­რო­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი სუ­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და მე­პატ­რო­ნის მცი­რე ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­სუ­ლი წლის ოთხი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის სექ­ტო­რის ბრუნ­ვის მო­ცუ­ლო­ბამ, 730.1 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის 1,6%-ს შე­ად­გენს.

2014 წლის მე­ო­თხე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 30 285 იყო, ხოლო მათი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 604,3 ლარი, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით მე­ტია.

სას­ტუმ­რო ბიზ­ნე­სის პრობ­ლე­მებ­ზე, შე­მო­სავ­ლებ­სა და კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ა­ზე სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცის პრე­ზი­დენ­ტი, ქე­თე­ვან მე­ლა­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- სას­ტუმ­რო­ე­ბის რო­მე­ლი კა­ტე­გო­რია არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად გა­ჯე­რე­ბუ­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­ზა­რი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი კლა­სის, ე.წ "ფრენ­ჩა­ი­ზინგ" სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა იგი­ვე "რე­დი­სო­ნი," "მე­რი­ო­ტი," და სხვა. მათ თა­ვი­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ, რო­მელ­თაც აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ კი­დე­ვაც. ამ კლა­სის სას­ტუმ­რო­ებ­ში ხში­რა­დაა შე­მოწ­მე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი უფრთხილ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ბრენ­დის რე­პუ­ტა­ცი­ას. თუმ­ცა ამ ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის ბა­ზა­რი ჯერ კი­დევ არაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცია ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს. მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და 2017 წლის­თვის მათი რი­ცხვი შე­და­რე­ბით მო­ი­მა­ტებს. ბევ­რი ინ­ვეს­ტო­რი აპი­რებს შე­მოს­ვლას და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში.

- სას­ტუმ­რო, რო­გორც შე­მო­სავ­ლის წყა­რო, რამ­დე­ნად სარ­ფი­ა­ნია და რამ­დენ ხან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი მო­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი?

- სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი საკ­მა­ოდ მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნია, სა­წყის ეტაპ­ზე ის თა­ვის თავს აუ­ცი­ლებ­ლად ინა­ხავს, ასაქ­მებს ადა­მი­ა­ნებს. სა­ერ­თოდ, მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა ასე­თია: რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ებ­ში თან­ხას დე­ბენ, ათი წელი სჭირ­დე­ბა მის ამო­ღე­ბას, ჩვენს სის­ტე­მა­ზე ალ­ბათ 7-8 წელი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­სა­ღე­ბად და მო­გე­ბა­ზე გა­სას­ვლე­ლად. რაც უფრო დი­დია სას­ტუმ­რო, შე­სა­ბა­მი­სად მე­ტია მის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა და მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბა ერ­თმა­ნეთს შე­ე­ფარ­დე­ბი­ან და პე­სი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი 12-13%-იან მო­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. თბი­ლის­ში რომ აა­შე­ნო 60-70 ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო, ჩემი გათ­ვლით და გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 მი­ლი­ო­ნამ­დე დაჯ­დე­ბა. ამა­ში შე­დის ყვე­ლა­ფე­რი, მი­წის ნაკ­ვე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, მშე­ნებ­ლო­ბით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და სა­ჭი­რო სხვა ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ფარ­თი ერთ კვად­რა­ტულ მეტრზე ათა­სი დო­ლა­რი შეგ­ვიძ­ლია ვი­ან­გა­რი­შოთ. გა­აჩ­ნია რა პი­რო­ბე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბია მი­სა­ღე­ბი პი­რის­თვის, რო­მე­ლიც ამ ტი­პის ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას გეგ­მავს. ასეთ სას­ტუმ­რო­ში ავე­ჯი­ცა და სხვა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც სა­შუ­ა­ლო დო­ნის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე დიდი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა დე­ნის, გა­ზის, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თუ გათ­ბო­ბის სის­ტე­მის შეყ­ვა­ნა­სა და მონ­ტაჟს.

- რა ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ზეა უფრო მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ამ ეტაპ­ზე?

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უფრო მე­ტად უნდა იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სწო­რედ სა­შუ­ა­ლო ტუ­რისტზე გათ­ვლი­ლი, სამ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი. მო­თხოვ­ნა ამ ტი­პის სას­ტუმ­რო­ზე უფრო მა­ღა­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცოტა რა­ო­დე­ნო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვენს ბა­ზარ­ზე.

ბოლო დროს საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლდა ჰოს­ტე­ლე­ბის რი­ცხვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ შე­სა­ბა­მის მო­თხოვ­ნებს. ჰოს­ტე­ლე­ბი თბი­ლის­ში, ძი­რი­თა­დად ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი (ძვე­ლი უბ­ნე­ბი, რუს­თა­ვე­ლი, სო­ლო­ლა­კი, მთაწ­მინ­და). სა­ერ­თოდ ჰოს­ტე­ლებ­ში ერთი ღა­მის ფასი სა­ზღვარ­გა­რეთ 8 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ნაკ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც შე­უ­სა­ბა­მო ფა­სე­ბია და 10-დან 15 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ თვალ­საზ­რი­სით ლი­ბე­რა­ლუ­რია და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ალ­ბათ, ბა­ზა­რი ამ ფასს თა­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

- სას­ტუმ­რო­სათ­ვის ვარ­სკვლა­ვის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა თუ ეს­პა­ნეთ­ში ვარ­სკვლა­ვის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბი არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ­თან ვარ­სკვლა­ვე­ბის მი­ნი­ჭე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხდე­ბა და ამ მხრივ არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ცოტა ხნის წინ შე­იქ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ეს სა­კი­თხი უნდა გა­ნე­სა­ზღვრა, მაგ­რამ ის ვერ გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და ამ თვალ­საზ­რი­სით ვერ გა­ა­მარ­თლა. ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მე არ არის და მას­ში სა­ხელ­მწი­ფოს სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სას­ტუმ­რო­ებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას პრე­ტენ­ზია აქვს 4 ვარ­სკვლავ­ზე, ბევრ შე­ნიშ­ვნას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ დიდი აქვთ. მი­ხა­რია, რომ 5 ვარ­სკვლა­ვი­ანს მა­ინც არ უწო­დე­ბენ სა­კუ­თარ თავს.

- სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რო­გო­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი სე­ზო­ნუ­რად მო­მუ­შა­ვე სას­ტუმ­რო­ებს და თუ იგეგ­მე­ბა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა ამ სექ­ტორ­ში?

- სე­ზო­ნუ­რად მო­მუ­შა­ვე სას­ტუმ­რო­ებს უნდა ჰქო­ნო­დათ შე­ღა­ვა­თი. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამ სა­კი­თხზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არის, ალ­ბათ, წელს უკვე შევა ძა­ლა­ში, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ამო­სუნ­თქვის სა­შა­ლე­ბას მის­ცემს ამ ტი­პის სას­ტუმ­რო­ებს. სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რად მუ­შა­ო­ბენ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა იხ­დიდ­ნენ სა­შე­მო­სავ­ლო, დღგ-ს, დე­ნის, წყლი­სა თუ გა­ზის გა­და­სა­ხა­დებს, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი პირი.

სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი ახლა იწყებს უფრო აქ­ტი­უ­რად ამუ­შა­ვე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი ეს ბა­ზა­რი სრუ­ლად და რად­გან საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მეა, იმე­დია ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამ ბიზ­ნე­სით უფრო აქ­ტი­უ­რად და­კავ­დე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში შე­ივ­სე­ბა არ­სე­ბუ­ლი და­ნაკ­ლი­სი.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რა ჯდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა და რა ფული იშო­ვე­ბა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

რა ჯდება საქართველოში სასტუმროს გახსნა და რა ფული იშოვნება ამ ბიზნესში

რა ჯდება საქართველოში სასტუმროს გახსნა და რა ფული იშოვნება ამ ბიზნესში

თანამედრვე სასტუმროების ისტორია ღამის გასათევი თავშესაფრებისა და ტავერნებისგან იწყება, რომელთაც დღევანდელ სრულსერვისიან სასტუმროებთან საერთო ბევრი არაფერი აქვთ. ზოგადად, სასტუმროების ბიზნესი და მისი განვითარება საკმაოდ საინტერესო თემაა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. სასტუმროების ბიზნესი მაღალი ხარისხის რისკთანაა დაკავშირებული და რამდენიმე ფაქტორზე ყურადღების გამახვილება, მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია: მოთხოვნა არსებული ბაზრის გათვალისწინებით და ინვესტირებული კაპიტალის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობებია.

სასტუმროების ბიზნესში, ოთახების გაქირავებასა და კვებაზე მეტი მოგება, რეალურად, უძრავი ქონებით მანიპულაციებს მოაქვს. სასტუმროებს სხვადასხვა მიზეზით აშენებენ. მშენებლობით მოგების მისაღებად, თავად სასტუმროს და მისი მართვით მოგების მისაღებად, უძრავ ქონებაზე ფასის ზრდით მოგების მისაღებად და სხვა.

"შერატონისა" და "ჰილტონის" კორპორაციების მოგების უდიდესი წილი ყიდვა-გაყიდვაზე, საგადასახადო შეღავათებსა და უძრავ ქონებაზე ფასის ზრდაზე მოდის.

საერთაშორისო სტანდარტებით, სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭება არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისის მიხედვით ხდება. 1-დან (ეკონომკლასი ) - 5-ის ჩათვლით (დელუქსი კლასი).

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი თანდათან ვითარდება და იხვეწება, თუმცა როგორც საქმის სპეციალისტები ამბობენ, სფეროში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ხშირად მიწოდება მოთხოვნის, ხოლო არსებული ფასები სერსვისის ადეკვატური არაა.

ყველაზე მეტი პრობლემა მაინც საოჯახო ტიპის სასტუმროებს აქვთ, რომელთაც მხოლოდ სეზონური მოგება აქვთ და ხშირად ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი, თუმცა არარეგულირებადი წყაროა. ამ სახის სასტუმროებში ყველაფერი სუბიექტურ გადაწყვეტილებებსა და მეპატრონის მცირე ფინანსურ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ბრუნვის მოცულობამ, 730.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის 1,6%-ს შეადგენს.

2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 30 285 იყო, ხოლო მათი საშუალო თვიური ანაზღაურება 604,3 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ათეულით მეტია.

სასტუმრო ბიზნესის პრობლემებზე, შემოსავლებსა და კატეგორიზაციაზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცის პრეზიდენტი, ქეთევან მელაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- სასტუმროების რომელი კატეგორია არის საქართველოში ამ ეტაპზე უფრო განვითარებული, რამდენად გაჯერებული და კონკურენტუნარიანია ამ სფეროში არსებული ბაზარი?

- საქართველოში ყველაზე კარგად განვითარებულია მაღალი კლასის, ე.წ "ფრენჩაიზინგ" სასტუმროები, როგორიცაა იგივე "რედისონი," "მერიოტი," და სხვა. მათ თავისი, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები აქვთ, რომელთაც აკმაყოფილებენ კიდევაც. ამ კლასის სასტუმროებში ხშირადაა შემოწმებები და შესაბამისად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთი ბრენდის რეპუტაციას. თუმცა ამ ტიპის სასტუმროების ბაზარი ჯერ კიდევ არაა გაჯერებული, სრულად ათვისებული საქართველოში და მაღალი კონკურენცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. მიმდინარეობს მშენებლობები და 2017 წლისთვის მათი რიცხვი შედარებით მოიმატებს. ბევრი ინვესტორი აპირებს შემოსვლას და თავის დამკვიდრებას აღნიშნულ სფეროში.

- სასტუმრო, როგორც შემოსავლის წყარო, რამდენად სარფიანია და რამდენ ხანშია შესაძლებელი მოგებაზე საუბარი?

- სასტუმროების ბიზნესი საკმაოდ მაღალშემოსავლიანია, საწყის ეტაპზე ის თავის თავს აუცილებლად ინახავს, ასაქმებს ადამიანებს. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკა ასეთია: როდესაც სასტუმროებში თანხას დებენ, ათი წელი სჭირდება მის ამოღებას, ჩვენს სისტემაზე ალბათ 7-8 წელი უნდა გავითვალისწინოთ ინვესტიციის ამოსაღებად და მოგებაზე გასასვლელად. რაც უფრო დიდია სასტუმრო, შესაბამისად მეტია მისგან მიღებული შემოსავალი. დახარჯული თანხა და მიღებული მოგება ერთმანეთს შეეფარდებიან და პესიმისტური გათვლების შემთხვევაშიც კი 12-13%-იან მოგებაზე საუბარი შესაძლებელია. თბილისში რომ ააშენო 60-70 ნომრიანი სასტუმრო, ჩემი გათვლით და გამოცდილებით, სავარაუდოდ, 5 მილიონამდე დაჯდება. ამაში შედის ყველაფერი, მიწის ნაკვეთიდან დაწყებული, მშენებლობით, ინფრასტრუქტურითა და საჭირო სხვა ყველა ღონისძიების გათვალისწინებით.

საშუალო დონის სასტუმროს მშენებლობისთვის შესაფერისი ფართი ერთ კვადრატულ მეტრზე ათასი დოლარი შეგვიძლია ვიანგარიშოთ. გააჩნია რა პირობები და მოთხოვნებია მისაღები პირისთვის, რომელიც ამ ტიპის ბიზნესის წამოწყებას გეგმავს. ასეთ სასტუმროში ავეჯიცა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურაც საშუალო დონის მომხმარებელზე გათვლილი იქნება. საწყის ეტაპზე დიდი თანხები სჭირდება დენის, გაზის, საკანალიზაციო თუ გათბობის სისტემის შეყვანასა და მონტაჟს.

- რა ტიპის სასტუმროებზეა უფრო მაღალი მოთხოვნა ამ ეტაპზე?

- ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად უნდა იყოს განვითარებული სწორედ საშუალო ტურისტზე გათვლილი, სამვარსკვლავიანი სასტუმროები. მოთხოვნა ამ ტიპის სასტუმროზე უფრო მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რაოდენობითაა წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე.

ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა ჰოსტელების რიცხვი, რომელიც გარკვეულწილად აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. ჰოსტელები თბილისში, ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული (ძველი უბნები, რუსთაველი, სოლოლაკი, მთაწმინდა). საერთოდ ჰოსტელებში ერთი ღამის ფასი საზღვარგარეთ 8 დოლარიდან იწყება, რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოში რატომღაც შეუსაბამო ფასებია და 10-დან 15 დოლარამდე მერყეობს. ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით ლიბერალურია და რამდენიმე წელიწადში ალბათ, ბაზარი ამ ფასს თავად დაარეგულირებს.

- სასტუმროსათვის ვარსკვლავის მინიჭების საკითხი როგორ რეგულირდება საქართველოში?

- განვითარებულ ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიასა თუ ესპანეთში ვარსკვლავის მინიჭების შესაბამისი სტანდარტები არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, ჩვენთან ვარსკვლავების მინიჭება სუბიექტური გადაწყვეტილებით ხდება და ამ მხრივ არანაირი სტანდარტები არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ეს საკითხი უნდა განესაზღვრა, მაგრამ ის ვერ გახდა საქართველოში პოპულარული და ამ თვალსაზრისით ვერ გაამართლა. ეს პრობლემა მხოლოდ ფედერაციის საქმე არ არის და მასში სახელმწიფოს სტრუქტურების ჩართულობაც აუცილებელია.

რაც შეეხება ჩვენს სასტუმროებს, რომელთა უმრავლესობას პრეტენზია აქვს 4 ვარსკვლავზე, ბევრ შენიშვნას იმსახურებენ, თუმცა ამბიციები საკმაოდ დიდი აქვთ. მიხარია, რომ 5 ვარსკვლავიანს მაინც არ უწოდებენ საკუთარ თავს.

- სახელმწიფოს მხრიდან როგორი გადასახადები აქვთ დაკისრებული სეზონურად მომუშავე სასტუმროებს და თუ იგეგმება რაიმე ცვლილება ამ სექტორში?

- სეზონურად მომუშავე სასტუმროებს უნდა ჰქონოდათ შეღავათი. ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა მოლაპარაკება ამ საკითხზე, კანონმდებლობაში ცვლილებები არის, ალბათ, წელს უკვე შევა ძალაში, რაც გარკვეულწილად ამოსუნთქვის საშალებას მისცემს ამ ტიპის სასტუმროებს. სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ სეზონურად მუშაობენ, მთელი წლის განმავლობაში არ უნდა იხდიდნენ საშემოსავლო, დღგ-ს, დენის, წყლისა თუ გაზის გადასახადებს, როგორც იურიდიული პირი.

სასტუმროების ბიზნესი ახლა იწყებს უფრო აქტიურად ამუშავებას. ჯერჯერობით არ გვაქვს ათვისებული ეს ბაზარი სრულად და რადგან საკმაოდ მომგებიანი საქმეა, იმედია ინვესტორები ამ ბიზნესით უფრო აქტიურად დაკავდებიან. რამდენიმე წელიწადში შეივსება არსებული დანაკლისი.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში

"კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს