სოფო ნიჟარაძე დღეს, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, და სადაც საიტის მტკიცებით, სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი საუბრობენ, პირველ კომენტარს აკეთებს.
იხილეთ დეტალები| მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა
"ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია. გასაგებია, რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია, ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის მიმართ!", - დაწერა მომღერალმა "ფეისბუქზე".