პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს
ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას არ ადას­ტუ­რებს. რო­გორც გვა­რა­მი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ არის უწყვე­ტი და არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩა­ნა­წერს, მე არ ვა­დას­ტუ­რებ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ეს ნამ­დვი­ლად ჩემი ხმაა. მე მი­ყო­ლე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სი არ მახ­სოვს, არ მახ­სენ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი არ არის უწყვე­ტი, არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ სა­უ­ბარს, რა თქმა უნდა, მე მქონ­და სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თა­ნაც და არა მხო­ლოდ მას­თან იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მჭირ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის აყ­ვა­ნა დაც­ვა­ში, ვინც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნი­ას და­ი­ცავს არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მო­ტე­ვე­ბის­გან, არა­მედ ე.წ. ტი­ტუშ­კე­ბის შე­მო­ტე­ვე­ბის­გა­ნაც, რაც ზუს­ტად ვი­ცო­დით, რომ იგეგ­მე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც მოგ­ვა­წო­და წყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავ­და პრო­ვო­კა­ცი­ებს სწო­რედ ამ ჩა­ნა­წერ­ზე დაყ­რდნო­ბით. რო­გორც კი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ჩვენს ეზო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი იქ­ნე­ბო­და ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და მოხ­დე­ბო­და პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა.

ამი­ტო­მაც, ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ ვა­პი­რებთ არც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, არც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვენ სივ­რცე­ში შე­მოშ­ვე­ბას, რად­გან არის მა­ღა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი და ამი­ტომ, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ჩვენ თვი­თონ და­ვი­ცავ­დით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას. ჩვენ­თვის ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ერთ-ერთი პირი, მათ შო­რის ფა­რუ­ლად, სხე­ულ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი კა­მე­რით აწარ­მო­ებ­და ჩა­წე­რას. მათ შო­რის წერ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც წი­ნას­წარ იყ­ვნენ გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი, თუ რა უნდა ექ­ნათ იმის­თვის, რომ შე­ექ­მნათ სა­ნა­ხა­ო­ბა, თით­ქოს მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­კვე­ულ­წი­ლად ია­რა­ღის ან სხვა რა­ი­მე მსგავ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის მომ­ზა­დე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­გვა­რი ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბით თა­ვად­ვე და­ა­დას­ტუ­როს, მაგ­რამ რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი, ჩვენ შევ­წყვი­ტეთ ეზო­ში შე­მოყ­ვა­ნა ხალ­ხის და გა­ვა­ჩე­რეთ ყო­ველ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ დაც­ვა­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და ახა­ლი წევ­რი დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მარ­თლაც ჭირ­დე­ბა დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა, მან ამა­ზე რჩე­ვა სა­ა­კაშ­ვილ­საც კი­თხა, თუმ­ცა არა იმ ში­ნა­არ­სით, რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ჩვენ მარ­თლაც გვჭირ­დე­ბა დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე ამ გახ­სნი­ლი სივ­რცის სი­დი­დის­გან. ჩვენ არ გვყოფ­ნის დაც­ვის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც გვყავს. ის, რომ მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა თქმა უნდა შე­იძ­ლე­ბა ვთხო­ვო, რომ მირ­ჩი­ოს ვინ შე­იძ­ლე­ბა დაც­ვა­ში იყოს, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, რად­გან რო­გორც ჩა­ნა­წერ­ში ვამ­ბობ მე არ მაქვს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. სა­უბ­რე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სით. ამ სა­უბ­რის აუ­თენ­ტი­კუ­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. მე­ო­რე ჩა­ნა­წერ­ზე, რა თქმა უნდა, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ გარ­და ერ­თი­სა, რომ ეს არის სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო რა­საც აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბა, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნოა, ვინც ამას ახ­მო­ვა­ნებს და ეთერ­ში დებს. ეს ეხე­ბა პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს

ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს. როგორც გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ჩანაწერები არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.

"რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერს, მე არ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა. მე მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს, არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი, არის დამონტაჟებული. რაც შეეხება ჩემ საუბარს, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არა მხოლოდ მასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცავს არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევებისგან, არამედ ე.წ. ტიტუშკების შემოტევებისგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მოგვაწოდა წყარომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით. როგორც კი გამოჩნდებოდნენ ჩვენს ეზოში ასეთი ადამიანები, მათ შორის ყოფილი სპეცრაზმელები, რამდენიმე მათგანი იქნებოდა ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ და მოხდებოდა პროვოკაციის მოწყობა.

ამიტომაც, ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ არც ამ ადამიანების, არც სხვა ადამიანების ჩვენ სივრცეში შემოშვებას, რადგან არის მაღალი საშიშროება, ხელისუფლება არის თავზე ხელაღებული და ამიტომ, პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ თვითონ დავიცავდით ტელეკომპანიას. ჩვენთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უშიშროების წარმომადგენლები. ერთ-ერთი პირი, მათ შორის ფარულად, სხეულზე დამაგრებული კამერით აწარმოებდა ჩაწერას. მათ შორის წერდა იმ ადამიანებს, ვინც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, თუ რა უნდა ექნათ იმისთვის, რომ შეექმნათ სანახაობა, თითქოს მიმდინარეობს გარკვეულწილად იარაღის ან სხვა რაიმე მსგავსის გამოყენებით, რევოლუციური სცენარის მომზადება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლებამ ამგვარი ვიდეოების დადებით თავადვე დაადასტუროს, მაგრამ როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ცნობილი, ჩვენ შევწყვიტეთ ეზოში შემოყვანა ხალხის და გავაჩერეთ ყოველგვარი საქმიანობა იმ მიმართულებით, რომ დაცვაში რაიმე ცვლილება მომხდარიყო და ახალი წევრი დაგვემატებინა", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიას მართლაც ჭირდება დაცვის გაძლიერება, მან ამაზე რჩევა სააკაშვილსაც კითხა, თუმცა არა იმ შინაარსით, როგორც გამოქვეყნდა.

"ჩვენ მართლაც გვჭირდება დაცვის გაძლიერება გამომდინარე ამ გახსნილი სივრცის სიდიდისგან. ჩვენ არ გვყოფნის დაცვის ის რაოდენობა, რომელიც გვყავს. ის, რომ მე მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა შეიძლება ვთხოვო, რომ მირჩიოს ვინ შეიძლება დაცვაში იყოს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან როგორც ჩანაწერში ვამბობ მე არ მაქვს შესაბამისი ექსპერტიზა. საუბრები ამასთან დაკავშირებით ყოფილა, მაგრამ არა გამოქვეყნებული შინაარსით. ამ საუბრის აუთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეორე ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო რასაც აკეთებს საქართველოს უშიშროება, ასევე სრულიად სამარცხვინოა, ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს. ეს ეხება პირველ რიგში ადამიანის პირად ცხოვრებას", - აღნიშნა გვარამიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."