უკრაინულმა საიტმა სააკაშვილის, გვარამიას და სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერებში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ახსენებენ.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მომხდარის გამო არხის ჟურნალისტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რა რეაქცია ჰქონდათ ჩანაწერზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, ამის გასარკვევად მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კომენტარის გაკეთება პაატა იაკობაშვილის გარდა არცერთმა ისურვა.
- რაც გავრცელდა სრული *ლეობაა. არ მგონია ეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იყოს. ჩვენმა გუნდმა შეძლო და ვდგავართ ერთად, როგორც ჟურნალისტები. მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან პოლიტიკურ ექსცესებში ჩართვას. ასეთი *ლეობებით ჩვენზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. ჩვენ ეს პოზიცია ჯერ კიდევ მაშინ შევიმუშავეთ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას კადრები გავრცელდებოდა. ადამიანები ვართ და როცა გაბრაზებულები ვართ უარესს ვამბობთ. ვიმეორებ *ლეობაა, *ლეობაა, *ლეობა. ამოვიდა უკვე ყელში... იმდენი ხანია ჟურნალისტიკაში ვარ, ზოგი პოლიტიკაში არ ყოფილა ამდენი ხანი. ეს ჩანაწერი ჩვენზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
თამარ ბოჭორიშვილი