სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინულმა საიტმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში საუბარია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე და სისხლისღვრაზე. ნიჟარაძე სააკაშვილს პასუხობს, რომ ჩვენებს რევოლუციის განწყობა არ აქვთ და ყველაზე ჩასვრილი ნოდარ მელაძეა. ambebi.ge შეეცადა ნოდარ მელაძესთან დაკავშირებას, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობს. სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები.
დათო ოქიტაშვილი: რა შეფასება უნდა გავაკეთო, ჩემი აზრით, ორივეს ხმა ჰგავს, როდესაც ადამიანს სისხლი უნდა თავის ქვეყანაში, რა უნდა ვთქვა. სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ამ პიროვნებებით, ხალხი დაიღალა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მასხრად იგდებენ. მე ვიცნობ ნოდარ მელაძეს, ჟურნალისტი კარგია თუ ცუდი, ასე არ უნდა ისაუბრო მასზე. ეს ჟურნალისტები ერთგულად ემსახურებიან სურენას და ნაცხროვას და ესენი კიდევ შეურაცხყოფას აყენებენ. უნდა მიიღონ ამ ჟურნალისტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება.
ნინა წკრიალაშვილი: არ მომისმენია ეს საუბარი, ვაპროტესტებ უკანონო მოსმენებს და არავითარ შემთხვევაში არ მოვუსმენ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE