"Je suis ნოდარ მელაძე" - როგორ ამხნევებენ ჟურნალისტები კოლეგას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა

"Je suis ნოდარ მელაძე" - როგორ ამხნევებენ ჟურნალისტები კოლეგას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა

უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც, საიტის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარია გამოქვეყნებული, სოფო ნიჟარაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურებულა. მის გამოქვეყნებას კი უკვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი: @ნოდარ მელაძე, ასე სახალხოდ რომ გითხრა, უძალიანესად რომ მიყვარხარ და უბადლო ჟურნალისტი და საუკეთესო მეგობარი ხარ, არა უშავს, ხო?

ასევე იხილეთ| ნიკა გვარამიას რეპლიკა ნოდარ მელაძეს მას შემდეგ, რაც ის სოფო ნიჟარაძემ სააკაშვილთან არაკორექტულად მოიხსენია

რუსუდან ვაშაკიძე, "რუსთავი 2"-ის თოქშოუების პროდიუსერი: @ნოდარ მელაძე, როგორ წარმოვიდგენდი ასე საჯაროდ სიყვარულს თუ აგიხსნიდი. როდის გნახეს შეშინებული, მაინტერესებს. აგერ მიზიხარ გვერდით ლამის 2 წელია. ძალიან მაგარი ხარ და ძალიან თამამი, გაკოცე!!!

***

ასე არასწორად რომ მიჰქონდათ ამბები, იმიტომაა საქმე კარგად.

ეკა კვესიტაძე: Je suis ნოდარ მელაძე.

მანანა მანჯგალაძე:

ჩემი მეგობარი ნოდარი)))))))))))

იხილეთ ჩანაწერი|მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

ასევე დაგაინტერესებთ| რა საფრთხე ელით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სააკაშვილისგან და ვინ უზრუნველყოფს გვარამიას სპეცრაზმელებით

"მიეწოდებათ კლასგარეშე დავალებები..." - რას გეგმავს განათლების სამინისტრო, რომ სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმა შესრლდეს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 24-მდე გაიზარდა

"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია