უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua-ზე ახალი აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება. გთავაზობთ საუბრის ტექსტურ ვერსიას.
მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ვიყავი პოროსთან და ეხლა მოვედი
სოფო ნიჟარაძე: რაო მერე, როდის გადავწყვეტო?
მიხეილ სააკაშვილი: რა ვიცი, დავილაპარაკოთ 26-შიო
სოფო ნიჟარაძე: არჩევნების მერე ანუ?
მიხეილ სააკაშვილი: მოემზადე, ოცდაექვსში უნდა დაველაპარაკოთ
სოფო ნიჟარაძე: მდაა, და რისთვის მოვემზადო, არ უთქვამთ?
მიხეილ სააკაშვილი: იმისთვის, ზუსტათაც. იმისთვის, რაც საჭიროა.
სოფო ნიჟარაძე: პირველი, თუ მეორე?
მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...
სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?
მიხეილ სააკაშვილი: აბა...
სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება
მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.
სოფო ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ
მიხეილ სააკაშვილი: ვისა?
სოფო ნიჟარაძე: ჩვენებს.
მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.
სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან.
ასევე იხილეთ:
uarevo.in.ua-ზე მიხეილ სააკაშვილის ახალი სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება
მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა