სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი 2"-ის და ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" სარ­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, განმწეს­რი­გე­ბე­ლი სხდო­მის შე­დე­გი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ გა­მო­ა­ცხა­და. სა­უ­ბა­რია და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის მუხ­ლე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბა­ზე.

ასე­ვე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­ლომ და­ად­გი­ნა, რომ შე­ჩერ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო-საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 268-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "ზ" ქვე­პუნ­ქტის მოქ­მე­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე.

რუს­თა­ვი 2-ის" იუ­რის­ტებ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი 26 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ტა­ნეს. სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი იმ მუხ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­დნენ, რომ­ლე­ბიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"რუს­თა­ვი 2–ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლებ­თან, რის გა­მოც მათ არ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლონ.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ტა­ნის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მუხ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლებ­თან არ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოდ ჩვენ­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია "რუს­თა­ვი 2"-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, განმწესრიგებელი სხდომის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა. საუბარია დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.

ასევე, საკონსტიტუციო სასამარლომ დაადგინა, რომ შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 26 ოქტომბერს შეიტანეს. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებდა.

"რუსთავი 2–ის" ინფორმაციით, კომპანიის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.

"იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გამოტანის საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია