Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი
რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - მრეწ­ვე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გოგი თო­ფა­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სტა­ლი­ნი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფი­გუ­რა იყო და მისი სუ­რა­თი მალე ყვე­ლა კა­ბი­ნეტ­ში და­ი­კი­დე­ბა [მეტი].

დე­პუ­ტა­ტის ამ სი­ტყვებს დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. მის ნათ­ქვამს გა­მარ­თლე­ბა ვერც გუნ­დის წევ­რებ­მა მო­უ­ძებ­ნეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ "გოგი თო­ფა­ძე ახლა ასაკ­შია, 75 წელს გა­და­ა­ჭარ­ბა და ზოგ­ჯერ აქვს წა­მოც­დე­ნე­ბი".

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, თუ რას ფიქ­რობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სტა­ლი­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­სა­უბ­როდ მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ დავა დღეს აღარ წარ­მო­ად­გენს ის­ტო­რი­ულ და­ვას. ეს დავა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა, ამი­ტომ სა­ნამ ვინ­მე და­კი­დებს სტა­ლი­ნის სუ­რათს, ან პი­რი­ქით - ჩა­მოხ­სნის, ჯერ გა­და­წყვი­ტოს, თუ რა არის კარ­გი და რა - ცუდი. მე პი­რა­დად მი­მაჩ­ნია, რომ სტა­ლი­ნიზ­მი ნიშ­ნავს ოჯა­ხის პრინ­ცი­პით ცხოვ­რე­ბას და არა ბაზ­რის... სტა­ლი­ნიზ­მი ნიშ­ნავს იმას, როცა ჩვენ, საბ­ჭო­ე­ლე­ბი (ქარ­თვე­ლე­ბი, რუ­სე­ბი და ასე შემ­დეგ) ვხდე­ბით ზე­ა­და­მი­ა­ნე­ბი და როცა ყვე­ლა­ფერს ჩვენ თვი­თონ ვაღ­წევთ...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ იყო სტა­ლი­ნი მისი შთა­მო­მავ­ლის აზ­რით...

- სტა­ლი­ნი კო­მუ­ნის­ტი იყო და ამას ყვე­ლა აღი­ა­რებს - რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, ისე მომ­ხრე­ე­ბი. მაგ­რამ ვერ თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, თუ რა არის კო­მუ­ნიზ­მი. ამ­ჟა­მად ეს არის წმინ­და მარ­ქსის­ტუ­ლი გა­გე­ბა. ეს ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა, რა­მაც მი­იყ­ვა­ნა კი­დეც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კრა­ხამ­დე. კო­მუ­ნიზ­მი, სტა­ლი­ნის და ბოლ­შე­ვი­კე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სულ სხვა რამ იყო. ბოლ­შე­ვი­კე­ბი და მენ­შე­ვი­კე­ბი ორი­ვე­ნი მარ­ქსის­ტე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომი მა­ინც ვერ აი­ცი­ლეს და მენ­შე­ვი­კებ­მა ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შორ­სო სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას მხა­რიც კი და­უ­ჭი­რეს. აი, რა­ო­დენ ძლი­ე­რი იყო სი­ძულ­ვი­ლი მარ­ქსის­ტებს შო­რის. ამ სი­ძულ­ვი­ლის მი­ზე­ზი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო და­მა­ლუ­ლი.

ნოე ჟორ­და­ნი­აც სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი და, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ქსის­ტი იყო. ჩვენ უნდა ვი­ყოთ და­სავ­ლეთ­თან და არა რუ­სეთ­თა­ნო, ამ­ბობ­და იგი.

დღე­ვან­დე­ლო­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ნოე ჟორ­და­ნი­ას ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ნიშ­ნავს - "რუ­სე­თის მო­ნო­ბა­ში ყოფ­ნას, და­სავ­ლე­თის მო­ნო­ბა­ში ყოფ­ნა სჯო­ბია". ბოლ­შე­ვი­კე­ბი კი არა­ვის მო­ნო­ბა­ში ყოფ­ნას არ აპი­რებ­დნენ და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვა­დაც არ სურ­დათ მო­ნე­ბის ყოლა.

მინ­და გან­ვმარ­ტო შემ­დე­გი რამ: თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ნი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ იგი თა­ვი­სი გო­ნე­ბით ცხოვ­რობს და არ ეში­ნია, პა­სუ­ხი აგოს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. ხოლო მო­ნას ურ­ჩევ­ნია, იცხოვ­როს სხვი­სი ჭკუ­ით, შე­ას­რუ­ლოს სხვი­სი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რად­გან ეს ათა­ვი­სუფ­ლებს მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან.

სტა­ლი­ნის თვალ­საზ­რი­სით, კო­მუ­ნიზ­მი, არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას ეკუთ­ვნის და არა მხო­ლოდ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას, ან, თუნ­დაც, ავ­ტო­რი­ტე­ტულ ადა­მი­ან­თა ჯგუფს. ამი­ტო­მაც შე­ე­ცა­და სტა­ლი­ნი 30-იან წლებ­ში, და­ემ­თავ­რე­ბი­ნა პარ­ტი­უ­ლი აპა­რა­ტის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და გა­და­ე­ცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხის­თვის - საბ­ჭო­ე­ბი­სათ­ვის. ეს იყო ერთ-ერთი მცდე­ლო­ბა, შე­ექ­მნა წი­ნა­პი­რო­ბა ჭეშ­მა­რი­ტი კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

მა­შა­სა­და­მე, კო­მუ­ნიზ­მი, ბოლ­შე­ვი­კე­ბი­სა და სტა­ლი­ნის თვალ­საზ­რი­სით, იგი­ვე დე­მოკ­რა­ტი­აა, იგი­ვე ხალ­ხის ძა­ლა­უფ­ლე­ბაა. თუმ­ცა საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ დე­მოკ­რა­ტია დღეს - სულ სხვა რა­მაა. ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი "ელი­ტა" ემ­სა­ხუ­რე­ბა არა თა­ვი­სი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბას, არა­მედ "ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს", "ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბებს" და ასე შემ­დეგ. დღეს ისეა სამ­ყა­რო მო­წყო­ბი­ლი, რომ არ­სე­ბობს ბირ­თვი (მეტ­რო­პო­ლია) - და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ფე­რი­აა. თა­ვის დრო­ზე ბოლ­შე­ვი­კებ­მა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინ­და ვი­ყოთ პე­რი­ფე­რია, ჩვე­ნი ძა­ლე­ბით და გო­ნე­ბით უნდა ვი­ცხოვ­რო­თო. ამის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას უნდა ეკუთ­ვნო­დეს. კო­მუ­ნიზ­მი და დიქ­ტა­ტუ­რა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ერ­თმა­ნეთ­თან და სტა­ლინს, რო­გორც ნამ­დვილ კო­მუ­ნისტს, ეს კარ­გად ეს­მო­და.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი

რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი

ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიორგი კანდელაკთან დებატებისას განაცხადა, რომ სტალინი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა იყო და მისი სურათი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება [მეტი].

დეპუტატის ამ სიტყვებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მის ნათქვამს გამართლება ვერც გუნდის წევრებმა მოუძებნეს, ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ "გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები".

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე სტალინის შთამომავალი იაკობ ჯუღაშვილი, რომელსაც სასაუბროდ მოსკოვში დავუკავშირდით.

- სტალინის შესახებ დავა დღეს აღარ წარმოადგენს ისტორიულ დავას. ეს დავა ფასეულობებზეა, ამიტომ სანამ ვინმე დაკიდებს სტალინის სურათს, ან პირიქით - ჩამოხსნის, ჯერ გადაწყვიტოს, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი. მე პირადად მიმაჩნია, რომ სტალინიზმი ნიშნავს ოჯახის პრინციპით ცხოვრებას და არა ბაზრის... სტალინიზმი ნიშნავს იმას, როცა ჩვენ, საბჭოელები (ქართველები, რუსები და ასე შემდეგ) ვხდებით ზეადამიანები და როცა ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაღწევთ...

- საინტერესოა, ვინ იყო სტალინი მისი შთამომავლის აზრით...

- სტალინი კომუნისტი იყო და ამას ყველა აღიარებს - როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები. მაგრამ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა არის კომუნიზმი. ამჟამად ეს არის წმინდა მარქსისტული გაგება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რამაც მიიყვანა კიდეც საბჭოთა კავშირის კრახამდე. კომუნიზმი, სტალინის და ბოლშევიკების თვალსაზრისით, სულ სხვა რამ იყო. ბოლშევიკები და მენშევიკები ორივენი მარქსისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ ომი მაინც ვერ აიცილეს და მენშევიკებმა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორსო სამხედრო ინტერვენციას მხარიც კი დაუჭირეს. აი, რაოდენ ძლიერი იყო სიძულვილი მარქსისტებს შორის. ამ სიძულვილის მიზეზი საბჭოთა კავშირში იყო დამალული.

ნოე ჟორდანიაც სოციალ-დემოკრატი და, შესაბამისად, მარქსისტი იყო. ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთთან და არა რუსეთთანო, ამბობდა იგი.

დღევანდელობამ გვაჩვენა, რომ ნოე ჟორდანიას ეს გამონათქვამი ნიშნავს - "რუსეთის მონობაში ყოფნას, დასავლეთის მონობაში ყოფნა სჯობია". ბოლშევიკები კი არავის მონობაში ყოფნას არ აპირებდნენ და, რაც მთავარია, თავადაც არ სურდათ მონების ყოლა.

მინდა განვმარტო შემდეგი რამ: თავისუფალი ადამიანი მონისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი თავისი გონებით ცხოვრობს და არ ეშინია, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე. ხოლო მონას ურჩევნია, იცხოვროს სხვისი ჭკუით, შეასრულოს სხვისი ინსტრუქციები და დავალებები, რადგან ეს ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან.

სტალინის თვალსაზრისით, კომუნიზმი, არის საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყველას ეკუთვნის და არა მხოლოდ კომუნისტურ პარტიას, ან, თუნდაც, ავტორიტეტულ ადამიანთა ჯგუფს. ამიტომაც შეეცადა სტალინი 30-იან წლებში, დაემთავრებინა პარტიული აპარატის დიქტატორული მმართველობა და გადაეცა ძალაუფლება ხალხისთვის - საბჭოებისათვის. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა, შეექმნა წინაპირობა ჭეშმარიტი კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

მაშასადამე, კომუნიზმი, ბოლშევიკებისა და სტალინის თვალსაზრისით, იგივე დემოკრატიაა, იგივე ხალხის ძალაუფლებაა. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ დემოკრატია დღეს - სულ სხვა რამაა. ბოლშევიკებისგან განსხვავებით, დემოკრატიული "ელიტა" ემსახურება არა თავისი ხალხის უმრავლესობას, არამედ "ევროპულ ფასეულობებს", "ადამიანთა უფლებებს" და ასე შემდეგ. დღეს ისეა სამყარო მოწყობილი, რომ არსებობს ბირთვი (მეტროპოლია) - დასავლური სამყარო, ხოლო დანარჩენი პერიფერიაა. თავის დროზე ბოლშევიკებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ პერიფერია, ჩვენი ძალებით და გონებით უნდა ვიცხოვროთო. ამის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ ხელისუფლება ყველას უნდა ეკუთვნოდეს. კომუნიზმი და დიქტატურა შეუთავსებელია ერთმანეთთან და სტალინს, როგორც ნამდვილ კომუნისტს, ეს კარგად ესმოდა.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."