"ალ-ქაიდას" ლიდერი მუსლიმებს მოუწოდებს, რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

"ალ-ქაიდას" ლიდერი მუსლიმებს მოუწოდებს, რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ მუსლიმებს მოუწოდა, გაერთიანდნენ რუსეთის და დასავლეთის წინააღმდეგ. როგორც "როიტერი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ერთ-ერთ ისლამისტურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ალ-ზავაჰირის თქმით, მუსლიმმა მებრძოლებმა უნდა დაიწყონ ბრძოლა აშშ-ის, რუსეთის, ირანის, ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლასა" და ალავიტების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც სირიის კონფლიქტში რუსული ავიაცია ჩაერთო, რუსეთს "წმინდა ჯიჰადი" ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გამოუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა