პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის
რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის

"2008-2015 წლებ­ში ამე­რი­კა­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო 19 სხვა­დას­ხვა ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია და მათი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი"

რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან უცხო­ეთ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის? - ცოტა ხნის წინ პა­სუ­ხი ამ შე­კი­თხვას ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა (IDFI) გას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად IDFI-მ წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, ისე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას. თი­თო­ე­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ითხოვ­და აშშ-ის ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­სა და ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ას­ლებს.

სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნა­ზე მათ ამ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს: ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უცხო ქვეყ­ნის კომ­პა­ნი­ებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­სო. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, აშშ-ში 1938 წლი­დან მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი, რო­მე­ლიც ეხე­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან ამე­რი­კა­ში მოქ­მედ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­ჯა­როა. მე­ტიც, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ველ ექვს თვე­ში ერთხელ აახ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მი­ღე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რის შე­სა­ხებ და კონ­გრესს წა­რუდ­გე­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც აშშ-ის კონ­გრე­სის­თვის წარ­დგე­ნი­ლი 6-თვი­ა­ნი ან­გა­რი­შე­ბი, ისე ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­ნა­ცემ­თა ბაზა. სწო­რედ ამ მო­ნა­ცე­მე­ბით ირ­კვე­ვა, რომ პირ­ვე­ლად ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლომ ამე­რი­კა­ში 1991 წელს და­ი­ქი­რა­ვა და ის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­და ამე­რი­კის კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ასე­ვე ვაჭ­რო­ბის, ტუ­რიზ­მის, მარ­კე­ტინ­გი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში. გარ­და ამ დახ­მა­რე­ბი­სა, ამე­რი­კულ­მა ლო­ბის­ტურ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თარ ოფის­ში თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრიც გახ­სნა. ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ას თურ­მე 132 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

IDFI-ს ამ კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო, შე­ეს­წავ­ლა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ლო­ბის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2008 წლი­დან დღემ­დე. რო­გორც გა­ირ­კვა, ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სულ ცხრა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ან პირი სარ­გებ­ლობ­და ამე­რი­კუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი. ჩა­მოთ­ვლი­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად კი 2008-2015 წლებ­ში ამე­რი­კა­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო 19 სხვა­დას­ხვა ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია და

მათი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი. მათ შო­რის, ლო­ბის­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო თედო ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიით გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ან­გა­რი­შე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 2008-2015 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან აშშ-ში ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სულ და­ი­ხარ­ჯა 9.585.115 დო­ლა­რი, ხოლო სხვა­დას­ხვა კერ­ძო პირ­მა და პარ­ტი­ამ იმა­ვე პე­რი­ოდ­ში 5.270.490 დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს.

"ჯა­მუ­რად, წლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა, 7,2 მლნ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა 2012 წელს. ეს მეტ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმ ფაქ­ტით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პე­რი­ოდ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ერ­თად ლო­ბის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ხარ­ჯე­ბი გას­წი­ეს ასე­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა სამი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი აქ­ტო­რი, ვინც აშშ-ში ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლებ­ზეც ჯა­მუ­რად მო­დის 2008-2015 წლებ­ში გა­დახ­დი­ლი მთლი­ა­ნი თან­ხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დო­ლა­რი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის

რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის

"2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი"

რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან უცხოეთში დაქირავებული ლობისტური კომპანიებისთვის? - ცოტა ხნის წინ პასუხი ამ შეკითხვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გასცა. აღნიშნული კვლევისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად IDFI-მ წერილები გაუგზავნა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. თითოეული დაწესებულებიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა აშშ-ის ლობისტურ კომპანიებსა და ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მათ ამ სახელმწიფო უწყებებიდან დაახლოებით ასეთი პასუხი მიიღეს: ლობისტურ საქმიანობებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენსო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მონაცემი, რომელიც ეხება უცხო ქვეყნებიდან ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობას, ხელმისაწვდომი და საჯაროა. მეტიც, ეს კომპანიები ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებენ ინფორმაციას გაწეული მომსახურებისა და მიღებული საფასურის შესახებ და კონგრესს წარუდგენენ. შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია როგორც აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა. სწორედ ამ მონაცემებით ირკვევა, რომ პირველად ლობისტური კომპანია საქართველომ ამერიკაში 1991 წელს დაიქირავა და ის საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს უწევდა ამერიკის კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობაში, ასევე ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გარდა ამ დახმარებისა, ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ საკუთარ ოფისში თურმე საქართველოს საინფორმაციო ცენტრიც გახსნა. ამ მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანიას თურმე 132 ათასი დოლარი გადაუხადა.

IDFI-ს ამ კონკრეტული კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა როგორც სახელმწიფო, ისე ფიზიკური და იურიდიული პირების ლობისტური საქმიანობა 2008 წლიდან დღემდე. როგორც გაირკვა, ამ პერიოდში საქართველოდან სულ ცხრა დაწესებულება ან პირი სარგებლობდა ამერიკული ლობისტური კომპანიების მომსახურებით: საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და "თავისუფალი დემოკრატები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი. ჩამოთვლილი სუბიექტების ინტერესების წარმოსაჩენად კი 2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და

მათი ქვეკონტრაქტორი. მათ შორის, ლობისტად დარეგისტრირებული იყო თედო ჯაფარიძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9.585.115 დოლარი, ხოლო სხვა­დასხვა კერძო პირმა და პარტიამ იმავე პერიოდში 5.270.490 დოლარი დახარჯეს.

"ჯამურად, წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7,2 მლნ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. ეს მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გასწიეს ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."