მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან
"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან

2013 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს 5-წლი­ა­ნი, ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მა სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (ENPARD), რო­მე­ლიც ამ სფე­როს გა­მო­ცო­ცხლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 52 მლნ ევ­როს შე­ად­გენს, რომ­ლის გავ­რცო­ბაც და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბით იგეგ­მე­ბა. ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლა, რის­თვი­საც ევ­რო­კავ­ში­რის­გან 8 მლნ ევ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. "კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, ია­ნოშ ჰერ­მანს ესა­უბ­რა.

- რა სა­ხით გა­ე­წე­ვა მო­ნი­ტო­რინ­გი 8 მლნ ევ­როს სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბას? მიღ­წე­უ­ლია თუ არა შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და მთავ­რო­ბას შო­რის სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ხებ ამ თან­ხის გან­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩვენ მუდ­მი­ვად გვყავს ად­გი­ლებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს რო­გორც უცხო­ე­ლი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან მუ­შა­ო­ბენ გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით. ეს გუნ­დი სა­მი­ნის­ტროს მუდ­მი­ვად აწ­ვდის რჩე­ვებ­სა და ექ­სპერ­ტი­ზას. ყო­ველ­დღი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­მოგ­ვყავს უცხო­ელ ექ­სპერტთა მი­სია მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად - ისი­ნი გა­დი­ან კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე, ხვდე­ბი­ან ფერ­მე­რებს, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს და ამ სექ­ტორ­ში ჩართ­ულ ადა­მი­ა­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა სულ ახ­ლა­ხან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა პუნ­ქტი გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ას­რუ­ლა. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რივ ფერ­მერ­თა 34 საკო­ნსულ­ტა­ციო ცენ­ტრის ნაც­ვლად შე­იქ­მნა 54 ცენ­ტრი, სა­დაც­ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლის­ხმე­ვით ყო­ველ­დღი­უ­რად 300-ზე მეტი ექ­სპერ­ტი მუ­შა­ობს. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად უზი­ა­რე­ბენ ფერ­მე­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი­ სი­ახ­ლე­ე­ბის­ შე­სა­ხებ. მსგავ­სი სის­ტე­მა მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და. 2016 წელს 6,5 მლნ ევ­როს ტრან­შის მი­სა­ღე­ბად არ­სე­ბობს პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ას­რუ­ლოს. მა­გა­ლი­თის­თვის: პი­რო­ბა მო­ი­ცავს მთავ­რო­ბის მიერ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გა­მო­ყო­ფას ფერ­მე­რუ­ლი კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, აგ­რეთ­ვე სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრე­ბის კი­დევ­ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას.

- ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნად­ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა ეტაპ­ზე ვართ?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ფერ­მერ­თა შე­მო­სა­ვა­ლი კი მწი­რი. კვლა­ვაც პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხია მი­წის რე­გის­ტრა­ცია, ფერ­მე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია სა­თა­ნა­დო სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი და მი­წის გა­მა­ნოყი­ე­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ამ სფე­როს სა­წყი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი ENPARD-ის პროგ­რა­მის და­წყე­ბი­სას ნამ­დვი­ლად რთუ­ლი გახ­ლდათ.

ნა­ყო­ფი­ე­რი ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი უმე­ტეს­წი­ლად წლო­ბით უყუ­რა­დღე­ბოდ იყო დარ­ჩე­ნი­ლი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს, სხვა დარ­გებ­თან შე­და­რე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მეტი დრო სჭირ­დე­ბა. ვერც სწრა­ფი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბა. წლე­ბი, შე­საძ­ლოა, ათწლე­უ­ლე­ბიც კი დას­ჭირ­დე­ბა მის გა­ჯან­სა­ღე­ბას. წინ უდი­დე­სი ამო­ცა­ნაა, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში პო­ლი­ტი­კის უწყვე­ტად და სწორ­ხა­ზოვ­ნად წარ­მარ­თვას მო­ი­თხოვს, ისე­ვე რო­გორც დი­ა­ლოგს ფერ­მე­რებ­თან, რად­გან მათი აზრი გახ­ლავთ უტყუ­ა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, თუ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა პრაქ­ტი­კა­ში. მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­წყი­სი, იმე­დის­მომ­ცე­მი ნიშ­ნე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა. 2014 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი 10%-იანი ზრდა აღი­ნიშ­ნა. მთავ­რო­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ეს არის გა­დამ­წყვე­ტი. აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ძალ­იან ეხ­მა­რე­ბა მას წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის კუ­თხით რას შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს პრი­ო­რი­ტე­ტი? რო­გო­რია ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- მეტი ინ­ვეს­ტი­რე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი მთლი­ა­ნად სფე­როს სჭირ­დე­ბა და აქ მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა არ იქ­ნე­ბო­და მარ­თე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან

"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან

2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს 5-წლიანი, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც ამ სფეროს გამოცოცხლებას ემსახურება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ბიუჯეტი 52 მლნ ევროს შეადგენს, რომლის გავრცობაც დამატებითი თანხებით იგეგმება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წინასწარ განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულა, რისთვისაც ევროკავშირისგან 8 მლნ ევროს ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. "კვირის პალიტრა" საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს ესაუბრა.

- რა სახით გაეწევა მონიტორინგი 8 მლნ ევროს საბიუჯეტო დახმარებას? მიღწეულია თუ არა შეთანხმება ევროკავშირსა და მთავრობას შორის საერთო სამოქმედო გეგმის შესახებ ამ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით?

- სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მუდმივად გვყავს ადგილებზე სოფლის მეურნეობის სფეროს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშაობენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეგიდით. ეს გუნდი სამინისტროს მუდმივად აწვდის რჩევებსა და ექსპერტიზას. ყოველდღიური მხარდაჭერის გარდა, რეგულარულად ჩამოგვყავს უცხოელ ექსპერტთა მისია მდგომარეობის შესაფასებლად - ისინი გადიან კონკრეტულ ლოკაციებზე, ხვდებიან ფერმერებს, სამინისტროს თანამშრომლებს და ამ სექტორში ჩართ­ულ ადამიანებს. რაც შეეხება სულ ახლახან განხორციელებულ საბიუჯეტო დახმარებას, საქართველომ ყველა პუნქტი გადაჭარბებით შეასრულა. მაგალითად, ადგილობრივ ფერმერთა 34 საკო­ნსულტაციო ცენტრის ნაცვლად შეიქმნა 54 ცენტრი, სადაც­ სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით ყოველდღიურად 300-ზე მეტი ექსპერტი მუშაობს. ისინი ყოველდღიურად უზიარებენ ფერმერებს გამოცდილებას და ინფორმაციას აწვდიან სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული­ სიახლეების­ შესახებ. მსგავსი სისტემა მანამდე საქართველოში არ არსებობდა. 2016 წელს 6,5 მლნ ევროს ტრანშის მისაღებად არსებობს პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მაგალითისთვის: პირობა მოიცავს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას ფერმერული კოოპერატივების მხარდასაჭერად, აგრეთვე საკონსულტაციო ცენტრების კიდევ­ უფრო განვითარებას.

- ყოველივეს გათვალისწინებით, რამდენად­ წარმატებული შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა საქართველოში და რა ეტაპზე ვართ?

- სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობა არასახარბიელო მდგომარეობაშია. მოსავლიანობა ძალიან დაბალია, ფერმერთა შემოსავალი კი მწირი. კვლავაც პრობლემატური საკითხია მიწის რეგისტრაცია, ფერმერების უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია სათანადო სათესლე მასალები და მიწის გამანოყიერებელი საშუალებები. ამ სფეროს საწყისი პოზიციები ENPARD-ის პროგრამის დაწყებისას ნამდვილად რთული გახლდათ.

ნაყოფიერი ქართული სოფლები უმეტესწილად წლობით უყურადღებოდ იყო დარჩენილი. სოფლის მეურნეობის სფეროს, სხვა დარგებთან შედარებით, ცვლილებებისთვის მეტი დრო სჭირდება. ვერც სწრაფი გამოსავალი მოიძებნება. წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდება მის გაჯანსაღებას. წინ უდიდესი ამოცანაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში პოლიტიკის უწყვეტად და სწორხაზოვნად წარმართვას მოითხოვს, ისევე როგორც დიალოგს ფერმერებთან, რადგან მათი აზრი გახლავთ უტყუარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხორციელდება პოლიტიკა პრაქტიკაში. მაგრამ არსებობს საწყისი, იმედისმომცემი ნიშნები და მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. 2014 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შთამბეჭდავი 10%-იანი ზრდა აღინიშნა. მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის და ეს არის გადამწყვეტი. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირი ძალ­იან ეხმარება მას წარმატების მიღწევაში.

- სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით რას შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი? როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით?

- მეტი ინვესტირება და ცვლილებები მთლიანად სფეროს სჭირდება და აქ მხოლოდ ერთი მიმართულების გამოყოფა არ იქნებოდა მართებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია