Platts -ის ვერსიით, მსოფლიოს ენერგოკომპანიათა რეიტინგში, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ტოპ 250 უმსხილესი კომპანიის მაჩვენებლები, "გაზპრომმა" მეათე ადგილიდან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.
2014 წლის შემაჯამებელი ანგარიშების თანახმად, "გაზპრომი" ტოპათეულში შედიოდა, ხოლო 2015 წლის ანგარიშებით, ათეულში მხოლოდ ერთი რუსული კომპანია "როსნეფტი" შედის. გასულ წელს "როსნეფტი" მეექვსე ადგილს იკავებდა. 2015 წლის მაჩვენებლებით, ყველა რუსული კომპანიის შედეგები გაუარესებულია, გამონაკლისია მხოლოდ "სურგუტნეფტეგაზი", რომელმაც 18-ე ადგილიდან 12-ე ადგილზე გადაინაცვლა. "ლუკოილმა" 11-ე ადგილიდან 13 ადგილზე გადაინაცვლა.
"ტატნეფტმა" - 48-დან 64-ზე, ხოლო "ტრანსნეფტმა" - 29-დან 83-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი მაჩვენებელი დააფიქსირა ბრიტანულმა კომპანიამ BP (British Petroleum), რომელმაც მეორე ადგილიდან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და უძლიერეს კომპანიებად დღეს ExxonMobil, Chevron და Royal Dutch Shell რჩებიან.