მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"
"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"

უშიშ­რო­ე­ბის ექსმი­ნის­ტრი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი­ გა­სულ კვი­რას გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბელ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს:

- სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და გიგა ბო­კე­რი­ას­თან პირ­და­პირ ლა­პა­რა­კობს ისე­თი მოქ­მე­დე­ბის და­გეგ­მვა-ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე, იუ­რი­დი­უ­ლად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ის შეგ­ვიძ­ლია და­ვაკ­ვა­ლი­ფი­ცი­როთ რო­გორც მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სს კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ უნდა აი­გოს ბა­რი­კა­დე­ბი, მო­ი­ტა­ნონ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, და­ი­წყოს "ბო­ე­ვი­კე­ბის" მო­ბი­ლი­ზა­ცია და ამას მოჰ­ყვე­ბა ცხვი­რის ნაყ­ვა, სის­ხლი... ეს არის სწო­რედ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა. ამა­ვე დროს, იგეგ­მე­ბა ტელე-რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის ბლო­კი­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იკ­ვე­თე­ბა თუ არა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­გეგ­მვა, ამა­ზე ლა­პა­რა­კია ირი­ბად, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ისე­თი ტერ­მი­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა რე­ვო­ლუ­ცია, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი და ა.შ.

რამ­დე­ნი ხა­ნია ვამ­ბობ, რომ სა­ა­კაშ­ვილს სწა­დია მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა მის მთა­ვარ მი­ზანს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას.

გვა­რა­მია ახლა რომ ამ­ბობს, არ გვინ­და არე­უ­ლო­ბაო, სა­უ­ბარ­ში არა­ვი­თარ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწევს სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა გვა­რა­მია-ბო­კე­რი­ას აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, ბო­კე­რია ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. გვა­რა­მია გა­ი­ძა­ხის, არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სის აზრს არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ და არ მინ­და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბიო, მან "სიმ­ღე­რა" იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეც­ვა­ლა, რომ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - "რუს­თა­ვი 2" ყო­ველ­დღე უხ­მობ­და ხალ­ხს და როცა და­ი­ნა­ხა, მა­სობ­რი­ვად ხალ­ხი არ მი­ვი­და, მიხ­ვდნენ, ამ სცე­ნა­რით ვე­ღარ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. ამას­თან, გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, პო­ლი­ცი­ამ და­ა­ყე­ნა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და აზრი აღარ ჰქონ­და ბა­რი­კა­დე­ბის აშე­ნე­ბას.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არსზე მე­ტად, მათ კა­ნო­ნი­ე­რე­ბა-წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს. რო­გორც უშიშ­რო­ე­ბის ექსმი­ნის­ტრი, რას იტყვით, რა შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ით­ვლე­ბა ეს ფა­რუ­ლი მოს­მე­ნა კა­ნო­ნი­ე­რად?

- ეს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი თუ მო­პო­ვე­ბუ­ლია სხვა ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და მათ­გან მო­ი­პო­ვა ჩვენ­მა შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, ეს კა­ნო­ნი­ე­რია. თუ ამ სა­უბ­რებს ჩვენ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­უს­მი­ნეს, ისი­ნი ამას კა­ნო­ნი­ე­რად აკე­თებ­დნენ - როცა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ფა­რუ­ლად მო­ეს­მი­ნათ. როცა არის არე­უ­ლო­ბის, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ან ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მცდე­ლო­ბა, თუ შენ ამას სა­თა­ნა­დოდ ვერ აკონ­ტრო­ლებ, შეც­დო­მაა. გა­სარ­კვე­ვია ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გე­ნე­ზი­სი, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის კა­ნო­ნი­ე­რია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"

"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"

უშიშროების ექსმინისტრი ირაკლი ბათიაშვილი­ გასულ კვირას გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს:

- სააკაშვილი ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან პირდაპირ ლაპარაკობს ისეთი მოქმედების დაგეგმვა-ორგანიზებაზე, იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, ის შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ როგორც მასობრივი არეულობის ორგანიზება, რომელიც გათვალისწინებულია სს კოდექსის 225-ე მუხლით. სააკაშვილი ამბობს, რომ უნდა აიგოს ბარიკადები, მოიტანონ რკინის კონსტრუქციები, დაიწყოს "ბოევიკების" მობილიზაცია და ამას მოჰყვება ცხვირის ნაყვა, სისხლი... ეს არის სწორედ მასობრივი არეულობის მოწყობა. ამავე დროს, იგეგმება ტელე-რადიომაუწყებლობის ბლოკირება. რაც შეეხება იმას, იკვეთება თუ არა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა, ამაზე ლაპარაკია ირიბად, ვინაიდან გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიცაა რევოლუცია, რევოლუციური სცენარი და ა.შ.

რამდენი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილს სწადია მასობრივი არეულობის მოწყობის ინსპირირება და ორგანიზება, რაც საბოლოოდ ემსახურება მის მთავარ მიზანს - ხელისუფლების დამხობას.

გვარამია ახლა რომ ამბობს, არ გვინდა არეულობაო, საუბარში არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს სააკაშვილის მითითებებს. რაც შეეხება გვარამია-ბოკერიას აუდიოჩანაწერს, ბოკერია ოდესის გუბერნატორთან ერთად განიხილავს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. გვარამია გაიძახის, არც ერთი პოლიტიკოსის აზრს არ ვითვალისწინებ და არ მინდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებებიო, მან "სიმღერა" იქიდან გამომდინარე შეცვალა, რომ ვითარება შეიცვალა - "რუსთავი 2" ყოველდღე უხმობდა ხალხს და როცა დაინახა, მასობრივად ხალხი არ მივიდა, მიხვდნენ, ამ სცენარით ვეღარ განვითარდებოდა მოვლენები. ამასთან, გაჟონა ინფორმაციამ, რა ჰქონდათ დაგეგმილი, პოლიციამ დააყენა სათვალთვალო კამერები და აზრი აღარ ჰქონდა ბარიკადების აშენებას.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუდიოჩანაწერების შინაარსზე მეტად, მათ კანონიერება-წარმომავლობაზე აკეთებენ აქცენტს. როგორც უშიშროების ექსმინისტრი, რას იტყვით, რა შემთხვევაში ჩაითვლება ეს ფარული მოსმენა კანონიერად?

- ეს აუდიოჩანაწერები თუ მოპოვებულია სხვა ქვეყნის სამსახურების მიერ და მათგან მოიპოვა ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა, ეს კანონიერია. თუ ამ საუბრებს ჩვენმა სპეცსამსახურებმა მოუსმინეს, ისინი ამას კანონიერად აკეთებდნენ - როცა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები იგეგმება, ვალდებული იყვნენ, ფარულად მოესმინათ. როცა არის არეულობის, გადატრიალების ან ტერორისტული აქტის მცდელობა, თუ შენ ამას სათანადოდ ვერ აკონტროლებ, შეცდომაა. გასარკვევია ფარული ჩანაწერის გენეზისი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის კანონიერია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."