პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის
ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის

საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "პოსტსკრიპ­ტუ­მი" ავ­რცე­ლებს. ეს არის პა­რი­ზის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მარ­თლწეს­რი­გის ბი­უ­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა. დო­კუ­მენ­ტი "რუს­თა­ვი 2"-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძემ მი­ა­წო­და. ცნო­ბა­ში წე­რია, რომ მო­ქა­ლა­ქე ინგა პავ­ლო­ვას გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფრან­გმა სა­მარ­თალ­მდა­ცა­ვებ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ 1994 წელს გა­ფორ­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს.

ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძის მტკი­ცე­ბით, მო­ქა­ლა­ქე ინგა პავ­ლო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა პა­რიზ­ში იქორ­წი­ნა. პა­რი­ზის მე­რი­ის არ­ქი­ვი­დან გა­მო­თხო­ვილ ცნობ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ინგა პავ­ლო­ვას ქორ­წი­ნე­ბა ნამ­დვი­ლად შედ­გა. ამა­ვე ცნო­ბა­ში წე­რია, რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ პავ­ლო­ვამ და ივა­ნიშ­ვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვი­ტეს. ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძის მტკი­ცე­ბით, სწო­რედ ეს დო­კუ­მენ­ტია გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა ისე გა­ა­ფორ­მა, რომ მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა მე­უღ­ლემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. დო­კუ­მენ­ტის ფაბ­რი­კა­ცი­ის მი­ზა­ნი კი ერ­თა­დერ­თი იყო- ივა­ნიშ­ვილს არ მი­ე­ცა პავ­ლო­ვას­თა­ვის ფრან­გუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის წილი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ინგა პავ­ლო­ვას ინ­ტე­რე­სებს ფრან­გი ად­ვო­კა­ტი იცავს. პავ­ლო­ვა სა­სა­მარ­თლო და­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარს ამ­ბობს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში კი, რო­მე­ლიც მან ინ­ტერ­ნე­ტით გა­ავ­რცე­ლა, ვრცლად ყვე­ბა, თუ რას ედა­ვე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

საფ­რან­გე­თის გარ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პავ­ლო­ვამ სა­ჩივ­რით რუს სა­მარ­თლამ­და­ცა­ვებ­საც მი­მარ­თა. მისი მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე რუ­სეთ­ში 1994 წელს კომ­პა­ნია "ფაქ­ტო­რე­ა­ლი" და­ა­ფუძნა, რო­მელ­საც 2006 წლამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობ­და. პავ­ლო­ვას სა­ხე­ლით კი დო­კუ­მენ­ტა­ცია ისე ფორმ­დე­ბო­და, რომ მან არც კი იცო­და, მის სა­ხელ­ზე რუ­სეთ­ში კომ­პა­ნია რომ იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

თუ ინგა პავ­ლო­ვა პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლო­ში და­ამ­ტკი­ცებს, რომ ის ნამ­დვი­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ცოლი იყო და გან­ქორ­წი­ნე­ბის თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცია, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერს ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის დიდი ფუ­ლის გა­დახ­და მო­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის

ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის

საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს. ეს არის პარიზის სისხლის სამართლებრივი მართლწესრიგის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა. დოკუმენტი "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიაწოდა. ცნობაში წერია, რომ მოქალაქე ინგა პავლოვას განცხადების საფუძველზე ფრანგმა სამართალმდაცავებმა საფრანგეთის მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ 1994 წელს გაფორმული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.

ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, მოქალაქე ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ბიძინა ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო- ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთავის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა სასამართლო დავის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ამბობს. ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს.

საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართლამდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია "ფაქტორეალი" დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული.

თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ საქართველოს ყოფილ პრემიერს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია