44 წლის პეტა უილსონმა მსოფლიო პოპულარობა 1997-2001 წელს გადაღებული კანადური ტელესერიალის - "ნიკიტას" წყალობით მოიპოვა. ტელესერიალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა; მაღალმა, ქერა, ცისფერთვალება უილსონმა ტელემაყურებელი დაატყვევა.
სერიალის დასრულების შემდეგ პეტა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ეპიზოდური როლები შეასრულა. ვარსკვლავი ამბობს, რომ ტელესერიალის წყალობით უახლოეს ადამიანებსაც კი ავიწყდებოდათ მისი ნამდვილი სახელი და ნიკიტათი მიმართავდნენ.
პეტა 1997 წლიდან რეჟისორ დამიან ჰარისთან ერთად ცხოვრობდა. მათი რომანი 2002 წელს დასრულდა. წყვილს 13 წლის ვაჟი, მარლოუ ჰყავს.