სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეგრაფმა" მსოფლიოს ყველაზე საშიში სასტუმროების სია გამოაქვეყნა
"ტელეგრაფმა" მსოფლიოს ყველაზე საშიში სასტუმროების სია გამოაქვეყნა

მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი უც­ნა­უ­რი სას­ტუმ­რო არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ვი­ზი­ტო­რე­ბიც სა­შიშ ის­ტო­რი­ებს ყვე­ბი­ან. "ტე­ლეგ­რაფ­მა" მათ ის­ტო­რი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი სას­ტუმ­რო­ე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს ინ­გლის­ში, კერ­ძოდ, სუ­რე­ი­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო Oatlands Park Hotel-ი, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში აა­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­როს შე­ნო­ბა მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე აა­შე­ნეს, რო­მე­ლიც მეფე ჰენ­რი VIII-მ დე­დო­ფალს მი­უ­ძღვნა. რო­გორც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობს მოჩ­ვე­ნე­ბა ქალი, რომ­ლის­თვი­საც არა­ერ­თხელ მო­უკ­რავთ თვა­ლი. მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს, ლატ­ვი­ა­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო Karosta Prison Hostel, რო­მე­ლიც ადრე ნა­ცის­ტე­ბი­სა და საბ­ჭო­თა

კავ­ში­რის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ცი­ხის შე­ნო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში არა­ერ­თი პა­ტი­მა­რი და­ღუ­პუ­ლა. შე­ნო­ბას ცი­ხის ინ­ტე­რი­ე­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. ვი­ზი­ტო­რე­ბი კი ხში­რად ყვე­ბი­ან პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე, მა­გა­ლი­თად, რო­გორ იღე­ბა კარი თა­ვი­სით. ამ­ბო­ბენ, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­თაა სავ­სე იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ, ფლო­რენ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო Burchianti-იც, რო­მელ­საც ერთ დროს ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნიც სტუმ­რობ­და. სას­ტუმ­როს ვი­ზი­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ისე­თი შეგ­რძნე­ბა აქვთ, თით­ქოს ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებს. ავ­სტრა­ლი­ის ქა­ლაქ სიდ­ნე­ი­ში მდე­ბა­რე­ობს სას­ტუმ­რო Russell Hotel-ი, რომ­ლის მერ­ვე ნო­მერ­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ზღვა­უ­რის მოჩ­ვე­ნე­ბა ცხოვ­რობს. ვი­ზი­ტო­რებს და სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებს არა­ერ­თხელ გა­უ­გო­ნი­ათ აქ ფე­ხის ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის სი­ა­ში შე­ვი­და და­ნი­ა­ში მდე­ბა­რე მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი Dragsholm Slot-ის სას­ტუმ­როც, სა­დაც არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ ორი ქა­ლის მოჩ­ვე­ნე­ბა. ლოს-ან­ჟე­ლეს­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში კი, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი მერ­ლინ მონ­რო სტუმ­რობ­და, ვი­ზი­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მონ­როს ტან­საც­მელ­ში ჩაც­მულ ქალს ხში­რად ხე­და­ვენ.

მსგავ­სი სას­ტუმ­რო­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თია. მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ში ის­ტო­რი­ე­ბი­სა, მათ ვი­ზი­ტო­რე­ბი დღემ­დე არ აკ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ტელეგრაფმა" მსოფლიოს ყველაზე საშიში სასტუმროების სია გამოაქვეყნა

"ტელეგრაფმა" მსოფლიოს ყველაზე საშიში სასტუმროების სია გამოაქვეყნა

მსოფლიოში არაერთი უცნაური სასტუმრო არსებობს, რომელთა ვიზიტორებიც საშიშ ისტორიებს ყვებიან. "ტელეგრაფმა" მათ ისტორიებზე დაყრდნობით მსოფლიოში ყველაზე შემზარავი სასტუმროების სია გამოაქვეყნა.

[იხილეთ გალერეა]

პირველ ადგილს იკავებს ინგლისში, კერძოდ, სურეიში მდებარე სასტუმრო Oatlands Park Hotel-ი, რომელიც მე-19 საუკუნეში ააგეს. აღნიშნული სასტუმროს შენობა მე-16 საუკუნეში აშენებული სასახლის საფუძველზე ააშენეს, რომელიც მეფე ჰენრი VIII-მ დედოფალს მიუძღვნა. როგორც სასტუმროს თანამშრომლები ამბობენ, შენობაში ცხოვრობს მოჩვენება ქალი, რომლისთვისაც არაერთხელ მოუკრავთ თვალი. მეორე ადგილს იკავებს, ლატვიაში მდებარე სასტუმრო Karosta Prison Hostel, რომელიც ადრე ნაცისტებისა და საბჭოთა

კავშირის ძალების სამხედრო ციხის შენობას წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნულ შენობაში არაერთი პატიმარი დაღუპულა. შენობას ციხის ინტერიერი შენარჩუნებული აქვს. ვიზიტორები კი ხშირად ყვებიან პარანორმალურ მოვლენებზე, მაგალითად, როგორ იღება კარი თავისით. ამბობენ, მოჩვენებებითაა სავსე იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში მდებარე სასტუმრო Burchianti-იც, რომელსაც ერთ დროს ბენიტო მუსოლინიც სტუმრობდა. სასტუმროს ვიზიტორები ამბობენ, რომ მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ვიღაც უთვალთვალებს. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარეობს სასტუმრო Russell Hotel-ი, რომლის მერვე ნომერში, როგორც ამბობენ, მეზღვაურის მოჩვენება ცხოვრობს. ვიზიტორებს და სასტუმროს თანამშრომლებს არაერთხელ გაუგონიათ აქ ფეხის ნაბიჯების ხმა. ყველაზე საშიში სასტუმროების სიაში შევიდა დანიაში მდებარე მე-12 საუკუნეში აშენებული Dragsholm Slot-ის სასტუმროც, სადაც არაერთხელ შეუნიშნავთ ორი ქალის მოჩვენება. ლოს-ანჟელესში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში კი, რომელსაც მსახიობი მერლინ მონრო სტუმრობდა, ვიზიტორები ამბობენ, რომ ისინი მონროს ტანსაცმელში ჩაცმულ ქალს ხშირად ხედავენ.

მსგავსი სასტუმროები მსოფლიოში არაერთია. მიუხედავად საშიში ისტორიებისა, მათ ვიზიტორები დღემდე არ აკლიათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს