პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბედურების ზონა" "შავი ოქროს" ქალაქში
"უბედურების ზონა" "შავი ოქროს" ქალაქში

37-ჯერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი და მხო­ლოდ ერთ თვე­ში, ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, სიმ­სივ­ნით გარ­დაც­ვლი­ლი 4 ადა­მი­ა­ნი. ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბი ქა­ლა­ქი­დან და იმ 12 სოფ­ლი­დან გა­სახ­ლე­ბას ითხო­ვენ, სა­დაც მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა და ამ­ბო­ბენ, რომ სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ სამ­ჯერ იმა­ტა. "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნე­ცი" კი წარ­მა­დო­ბას ზრდის. 2014 წელს მან თა­ვი­სი სა­ლი­ცენ­ზიო კონ­ტუ­რე­ბი სამ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ამ­დგომ­ლო კომ­პა­ნი­ას გა­დას­ცა, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ კი­დევ სხვა კომ­პა­ნი­ებს მის­ცეს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, დღეს ჭი­ა­თუ­რა­ში მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბას 40-ზე მეტი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს.

როს­ტომ ცერ­ცვა­ძე, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ძი­რძვე­ლი ჭი­ა­თუ­რე­ლია, პრო­ფე­სი­ით სამ­თო ინ­ჟი­ნერს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ზე უჭირს სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა გა­ჩუ­მე­ბაც და­ნა­შა­უ­ლად მი­აჩ­ნია და ამი­ტომ მას­ზე ლა­პა­რაკს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვე­რას­დროს ახერ­ხებს. ჭი­ა­თურ მან­გა­ნუმ­ში 15 წელი მთა­ვარ ინ­ჟინ­რად იმუ­შა­ვა და ახლა ამ­დე­ნი­ვე ხა­ნია უმუ­შე­ვა­რია. ამ­ბობს, რომ "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნეც­ში" ახლა მუ­შა­ო­ბა თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რაა.

"ერთი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ქონ­და ასე­თი სა­მუ­შაო ზო­ნე­ბი, 8 მეტ­რი­ა­ნი კედ­ლი­თა და მავ­თულხლარ­თე­ბით და მე­ო­რე - "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნეცს" ჭი­ა­თუ­რა­ში. ვი­ყა­ვი მი­წის ქვე­შაც და მი­წის ზე­ვი­თაც, მა­ღა­რო­შიც და ღია კა­რი­ერ­ზეც, ახლა შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ, რო­გორ ვნად­გურ­დე­ბით ყვე­ლა. სა­ჩხე­რი­დან რომ გად­მო­უხ­ვევ, დიდი ლურ­ჯი აბრა დგას "ჭი­ა­თუ­რაო" აწე­რია, შეც­ვა­ლონ ბა­ტო­ნო და და­ა­წე­რონ "უბე­დუ­რე­ბის ზონა". ქა­ლაქ­ში, სა­დაც ლა­რის ფასი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის, იქი­დან ხალ­ხი უნდა გა­ა­სახ­ლონ. აქ მხო­ლოდ სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლე­ბი უნდა ჩა­მო­ყავ­დეთ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მკი­თხავთ რა­ტო­მო? იმი­ტომ ჩემო ბა­ტო­ნო, რომ "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნე­ცის" მუშა აქ რომ სიმ­სივ­ნით და­ა­ვად­და, სა­ა­ვად­მყო­ფომ ცნო­ბა არ გას­ცა, რომ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა მო­ე­თხო­ვა კაცს. ისე მოკ­ვდა სა­წარ­მოო ტრავ­მად არა­ვინ შე­უ­ფა­სა",- ამ­ბობს როს­ტომ ცერ­ცვა­ძე.

ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბის­თვის "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნე­ცი" ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა და­საქმდნენ, ერ­თა­დერ­თია, სა­ი­და­ნაც ოჯა­ხის რჩე­ნა და გა­მოკ­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კომ­პა­ნი­ა­ში მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 10%-ია და­საქ­მე­ბუ­ლი.

ჭი­ა­თუ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა ადრე 56 000-ს ით­ვლი­და, დღეს კი თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­წე­რით, რა­ო­დე­ნო­ბა 14 ათა­სით შემ­ცირ­და და 32 000 დარ­ჩა.

იხი­ლეთ ვრცლად

kutaisipost.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"უბედურების ზონა" "შავი ოქროს" ქალაქში

"უბედურების ზონა" "შავი ოქროს" ქალაქში

37-ჯერ დაბინძურებული ჰაერი და მხოლოდ ერთ თვეში, ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სიმსივნით გარდაცვლილი 4 ადამიანი. ჭიათურელები ქალაქიდან და იმ 12 სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, სადაც მანგანუმის მოპოვება ხდება და ამბობენ, რომ სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ სამჯერ იმატა. "ჯორჯიან მარგანეცი" კი წარმადობას ზრდის. 2014 წელს მან თავისი სალიცენზიო კონტურები სამ სხვადასხვა საშუამდგომლო კომპანიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ კიდევ სხვა კომპანიებს მისცეს მუშაობის უფლება. საერთო ჯამში, დღეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებას 40-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია ახორციელებს.

როსტომ ცერცვაძე, როგორც თავად ამბობს, ძირძველი ჭიათურელია, პროფესიით სამთო ინჟინერს ყველაზე მეტად საკუთარ ქალაქზე უჭირს საუბარი, თუმცა გაჩუმებაც დანაშაულად მიაჩნია და ამიტომ მასზე ლაპარაკს ემოციების გარეშე ვერასდროს ახერხებს. ჭიათურ მანგანუმში 15 წელი მთავარ ინჟინრად იმუშავა და ახლა ამდენივე ხანია უმუშევარია. ამბობს, რომ "ჯორჯიან მარგანეცში" ახლა მუშაობა თვითმკვლელობაზე ხელის მოწერაა.

"ერთი ჩრდილოეთ კორეას ქონდა ასეთი სამუშაო ზონები, 8 მეტრიანი კედლითა და მავთულხლართებით და მეორე - "ჯორჯიან მარგანეცს" ჭიათურაში. ვიყავი მიწის ქვეშაც და მიწის ზევითაც, მაღაროშიც და ღია კარიერზეც, ახლა შორიდან ვუყურებ, როგორ ვნადგურდებით ყველა. საჩხერიდან რომ გადმოუხვევ, დიდი ლურჯი აბრა დგას "ჭიათურაო" აწერია, შეცვალონ ბატონო და დააწერონ "უბედურების ზონა". ქალაქში, სადაც ლარის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანის, იქიდან ხალხი უნდა გაასახლონ. აქ მხოლოდ სიკვდილმისჯილები უნდა ჩამოყავდეთ, გაგიკვირდებათ და მკითხავთ რატომო? იმიტომ ჩემო ბატონო, რომ "ჯორჯიან მარგანეცის" მუშა აქ რომ სიმსივნით დაავადდა, საავადმყოფომ ცნობა არ გასცა, რომ სამკურნალო თანხა მოეთხოვა კაცს. ისე მოკვდა საწარმოო ტრავმად არავინ შეუფასა",- ამბობს როსტომ ცერცვაძე.

ჭიათურელებისთვის "ჯორჯიან მარგანეცი" ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება დასაქმდნენ, ერთადერთია, საიდანაც ოჯახის რჩენა და გამოკვება შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, კომპანიაში მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია დასაქმებული.

ჭიათურის მოსახლეობა ადრე 56 000-ს ითვლიდა, დღეს კი თანამედროვე აღწერით, რაოდენობა 14 ათასით შემცირდა და 32 000 დარჩა.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა