საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას - დავით ბაქრაძე
ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას - დავით ბაქრაძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია არ გეგ­მავ­და, არ გეგ­მავს და არ და­გეგ­მავს არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, ბრძო­ლა კი თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და­სა­ცა­ვად მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­ნო­ნი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, კი­თხვა უნდა და­ის­ვას იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­ვი­და ქვე­ყა­ნა აქამ­დე, რა­ტომ შე­იქ­მნა ეს და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რა­ტომ მი­ვე­დით ამ კრი­ზი­სამ­დე. პა­სუ­ხი არის ერ­თა­დერ­თი და მარ­ტი­ვი - ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ დღეს ჩვენს თვალ­წინ მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, "რუს­თა­ვი 2" ხელ­ში ჩა­იგ­დოს. მთავ­რო­ბა ხალ­ვა­შის და მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის ხე­ლით ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფუნ­და­მენტს ებ­რძვის. ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქვე­ყა­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კის წი­ნა­შე მი­იყ­ვა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბას, მინ­და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ არ ვგეგ­მავ­დით, არ ვგეგ­მავთ და არ დავ­გეგ­მავთ არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას. ჩვე­ნი ბრძო­ლა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­ნო­ნი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

ეს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა წინა კვი­რის მოვ­ლე­ნებ­მა, რო­დე­საც მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი და­ვა­ლე­ბით ჩვე­ნი 30-ზე მეტი ოფი­სი და­არ­ბი­ეს რა­ი­ო­ნებ­ში, არც ერთ ჩვენ აქ­ტი­ვისტს სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი არ გა­დაგ­ვიდ­გამს, იმი­ტომ, რომ ჩვენ მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ვიბ­რძვით. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გზით გა­ვუშ­ვათ სახ­ლში. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ დღეს სა­უ­ბა­რი იყოს არა ბა­რი­კი­დებ­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე, არა­მედ სა­უ­ბა­რი იყოს გა­ჩე­რე­ბულ პენ­სი­ებ­ზე, მო­მა­ტე­ბულ სი­ღა­რი­ბე­ზე. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ კონ­სი­ტუ­ტუ­ცი­ურ ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ხაზ­გას­მით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვამ­ბობ _ ვიბ­რძო­ლებთ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ვი­სუ­ფა­ლი ეთე­რის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მან ასე­ვე მი­მარ­თა "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ამ­ტკი­ცეს, რომ არი­ან არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, არა­მედ მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი.

"ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლა დგას არა იმა­ზე, რომ ვინ­მე ვინ­მეს პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მებ­რძო­ლად გა­ნი­ხი­ლავს, მე და­ვი­ცავ "რუს­თა­ვი 2"-ს, რად­გან ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ, რად­გან ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძვით. ამ ბრძო­ლა­ში თქვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან და ღირ­სე­ულ როლს ას­რუ­ლებთ. ქედს ვიხ­რი ყვე­ლა იმ ჟურ­ნა­ლის­ტის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ამ შან­ტა­ჟე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას - დავით ბაქრაძე

ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას - დავით ბაქრაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს არანაირ ძალადობას, ბრძოლა კი თავისუფალი სიტყვის დასაცავად მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდა და ასეც გაგრძელდება.

"პირველ რიგში, კითხვა უნდა დაისვას იმაზე, თუ რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ მივედით ამ კრიზისამდე. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი - ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენს თვალწინ მთავრობა ცდილობს, "რუსთავი 2" ხელში ჩაიგდოს. მთავრობა ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტს ებრძვის. ამან საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების რისკის წინაშე მიიყვანა. რაც შეეხება ძალადობას, მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არც ერთ ჩვენ აქტივისტს საპასუხო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ვიბრძვით. ჩვენი ამოცანაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკიდებსა და გადატრიალებაზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, მომატებულ სიღარიბეზე. ჩვენ ვიბრძოლებთ კონსიტუტუციურ ფარგლებში, მაგრამ ხაზგასმით და კატეგორიულად ვამბობ _ ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის თავისუფალი ეთერისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

მან ასევე მიმართა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მათ ამ დღეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ არიან არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის მატარებლები.

"ჩვენი ერთობლივი ბრძოლა დგას არა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს პოლიტიკურ თანამებრძოლად განიხილავს, მე დავიცავ "რუსთავი 2"-ს, რადგან ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რადგან ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლაში თქვენ მნიშვნელოვან და ღირსეულ როლს ასრულებთ. ქედს ვიხრი ყველა იმ ჟურნალისტის წინაშე, რომელიც ამ შანტაჟებისა და დაძაბული ვითარების ფონზე მუშაობას აგრძელებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."