პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე
"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე

ის­ტო­რი­კო­სი გრი­გოლ გე­გე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა შე­ე­წი­რა:

"სა­ა­კაშ­ვილ­ზე ისე წერთ, თით­ქოს რა­ი­მე ახა­ლი შე­ი­ტყვეთ. არ ვიცი ახა­ლი რა გა­ი­გეთ. სა­ა­კაშ­ვი­ლი არის არა სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უსა­ზღვროდ უყ­ვარს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა და ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა, მათ შო­რის მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­სა, სა­კუ­თარ იდე­ა­ლებ­სა და სა­კუ­თარ მე­გობ­რებ­ზე უფრო მაღ­ლა აყე­ნებს და მუ­დამ და­ა­ყე­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფლო­ბას, რო­გორც იდე­ა­ლურ ბო­ლოს.

ვინც ეს აქამ­დე ვერ გა­ი­გო, არ ვიცი რა გი­თხრათ. თქვენ ხე­ლახ­ლა აირ­ჩევთ სხვა მის მსგავს ადა­მი­ა­ნებს (ერთი ასე­თი სა­ქარ­თვე­ლომ აირ­ჩია კი­დეც 2012 წელს). სა­ნამ ჯე­როვ­ნად არ დაგ­ვი­ფა­სე­ბია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბის მმარ­თვე­ლად არ­ჩე­ვა, მუ­დამ ავირ­ჩევთ ასე­თებს.

მაშ აქვე ვი­კი­თხოთ: რო­გო­რის არ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა? გა­ბუ­ტუ­ლი ბავ­შვე­ბის (და ბავ­შვი აქ არა ასაკს, არა­მედ სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­ნიშ­ნავს!), ჯი­უ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც არაფ­რის მოს­მე­ნა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ და კრი­ტი­კას წყე­ნად იღე­ბენ, ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ზე ნა­წყე­ნი არი­ან (ამა­ზე გა­და­სა­რე­ვად წერ­და ლაშა ბუ­ღა­ძე!), ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფლო­ბის სურ­ვი­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან არა პრინ­ცი­პებ­სა და იდე­ა­ლებს, არა­მედ სა­კუ­თარ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და მისი ფლო­ბის სურ­ვი­ლის მო­ნე­ბი არი­ან.

არ აირ­ჩი­ოთ ასე­თი ხალ­ხი! სწო­რედ გა­ბუ­ტულ­მა ბავ­შვებ­მა და ჯი­უტ­მა და ყოვ­ლად ინ­ფან­ტი­ლურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ღუ­პეს ეს ქვე­ყა­ნა. და სწო­რედ ისი­ნი და­ღუ­პა­ვენ მუ­დამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ნამ სა­ნამ თქვენ მათ ირ­ჩევთ, ასაზ­რდო­ებთ და ქმნით. ახა­ლი აქ არა­ფე­რია!".

"ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი არაა პრობ­ლე­მა, არა­მედ მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მისი იმის­თვის ფლო­ბა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობ­დე. შე­საძ­ლოა ძა­ლა­უფ­ლე­ბა გინ­დო­დეს იმის­თვის, რომ სამ­ყა­რო გა­და­ა­წყო შენი იდე­ა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, იმის­თვის რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე თუნ­დაც ოდ­ნავ უფრო ღირ­სე­უ­ლი და ოდ­ნავ უფრო ლა­მა­ზი იყოს! და არა იმის­თვის, რომ შენს პა­ტივ­ცე­მულ გვამს 20 კაცი დაყ­ვე­ბო­დეს და 30 მან­ქა­ნით გა­და­ქონ­დეთ!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე

"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილზე, ძალაუფლებასა და ადამიანის ხასიათის თვისებებზე, რომლებსაც ქვეყანა შეეწირა: 

"სააკაშვილზე ისე წერთ, თითქოს რაიმე ახალი შეიტყვეთ. არ ვიცი ახალი რა გაიგეთ. სააკაშვილი არის არა სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ადამიანი, ვისაც უსაზღვროდ უყვარს ძალაუფლება, ადამიანი რომელიც ყველაზე მაღლა და ყველაფერზე მაღლა, მათ შორის მორალურ პრინციპებსა, საკუთარ იდეალებსა და საკუთარ მეგობრებზე უფრო მაღლა აყენებს და მუდამ დააყენებს ძალაუფლების ფლობას, როგორც იდეალურ ბოლოს.

ვინც ეს აქამდე ვერ გაიგო, არ ვიცი რა გითხრათ. თქვენ ხელახლა აირჩევთ სხვა მის მსგავს ადამიანებს (ერთი ასეთი საქართველომ აირჩია კიდეც 2012 წელს). სანამ ჯეროვნად არ დაგვიფასებია, რომ არ შეიძლება კონკრეტული ტიპის ადამიანების მმართველად არჩევა, მუდამ ავირჩევთ ასეთებს.

მაშ აქვე ვიკითხოთ: როგორის არჩევა არ შეიძლება? გაბუტული ბავშვების (და ბავშვი აქ არა ასაკს, არამედ სულის მდგომარეობას აღნიშნავს!), ჯიუტი ადამიანების, რომლებსაც არაფრის მოსმენა და გათვალისწინება არ შეუძლიათ და კრიტიკას წყენად იღებენ, ბოროტი ადამიანების რომლებიც ცხოვრებაზე ნაწყენი არიან (ამაზე გადასარევად წერდა ლაშა ბუღაძე!), ძალაუფლების ფლობის სურვილით დაავადებული ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან არა პრინციპებსა და იდეალებს, არამედ საკუთარ ძალაუფლებას და მისი ფლობის სურვილის მონები არიან.

არ აირჩიოთ ასეთი ხალხი! სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. და სწორედ ისინი დაღუპავენ მუდამ, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ თქვენ მათ ირჩევთ, ასაზრდოებთ და ქმნით. ახალი აქ არაფერია!".

"ძალაუფლების სიყვარული კი არაა პრობლემა, არამედ მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული და მისი იმისთვის ფლობა, რომ ძალაუფლებას ფლობდე. შესაძლოა ძალაუფლება გინდოდეს იმისთვის, რომ სამყარო გადააწყო შენი იდეალების მიხედვით, იმისთვის რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე თუნდაც ოდნავ უფრო ღირსეული და ოდნავ უფრო ლამაზი იყოს! და არა იმისთვის, რომ შენს პატივცემულ გვამს 20 კაცი დაყვებოდეს და 30 მანქანით გადაქონდეთ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს