საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის სერჟ სარ­გსი­ან­თან პი­რის­პირ და გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რი­სას მხა­რე­ებ­მა ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბულ მე­გობ­რუ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნა წარ­მო­ად­გენს და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხიდს ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. ასე­ვე დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა სა­უბ­რი­სას რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან რუ­სე­თის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ე.წ. შე­თან­ხმე­ბა "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია, რაც პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას რე­გი­ონ­ში. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის­თვის და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს ვი­ზი­ტი ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნებს შო­რის მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მე­დი­ის­თვის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა საუბრისას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მომავალ თანამშრომლობას.

ადმინისტრაციის ცნობით, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."